"ქმარმა მითხრა, შენ თურმე მოხუც კაცს უვლი და ყ***ს ბანნ, რა გგონია სახლში შემოგიშვებ შე ბ*ზოო?!" - ემიგრანტის წერილი იტალიიდან

"ექსკლუზივ ტვ"-ის რედაქციაში ემიგრანტის წერილი შემოვიდა, რომელსაც მისი თხოვნით უცვლელად ვაქვეყნებთ:
"მოგესალმებით ემიგრანტებო, ჩემო საყვარელო ხალხო, სამშობლოს და ოჯახს მოშორებულო ქართველებო... საუკეთესო დედებო, ბებიებო და დებო...
ჩემი ისტორია მინდა მოგიყვეთ... რომელსაც მხოლოდ იმიტომ გიზიარებთ, რომ უბრალოდ გამამხნევოთ, სხვა დახმარება არ მჭირდება <3 .
უცხო ქვეყანაში ემიგრანტი, ოჯახის მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ გამხადა.
ისეთი დრო იყო, სამი შვილის ამარა დარჩენილს პური გვენატრებოდა, მეუღლე კი მუდამ სვამდა. არ მუშაობდა და მთელი დღე ბირჟაზე ატარებდა.
ამ ყველაფერს კი იმიტომ ვიტანდი, რომ ოჯახი არ დამენგრია და მეზობლებს, ნათესავებს და საერთოდ ვინმე სულიერს, რომ არ ეთქვა საყვედური, თუმცა ისედაც ყველამ ყველაფერი იცოდა...
რეგიონში, სოფელში ვცხოვრობდით და მიწაზე ბევრი სამუშაო იყო, თუმცა შემოსავალი არაფერი. ახალგაზრდა ქალს პატარა ბავშვებით ძალიან გამიჭირდა, სახლი, ბავშვები, ბოსატანი, ერთდროულად რომ მიმეხედა. აქეთ მული მუდამ მამცირებდა, ჩემი ძმა შენს გამო ლოთობს, უვარგისი ცოლი ხარო. არსად არ მუშაობ და ბავშვები მშიერი გყავთო. (ქმარი ამ დროს ეჭვიანი გამოდგა, არადა სიყვარულით გავყევი, ვერავის ვერაფერს დავაბრალებ...)
ამ ყველაფრის ფონზე, ბავშვები მაინც სხვა გზა არ მქონდა, დედამთილს დავუტოვე, და ემიგრანტის მძიმე გზას დავადექი...
5 წელია ემიგრაციაში ვარ, მოხუცი საყვარელი ბებო მყავდა ვისთანაც ვმუშაობდი მთელი ეს პერიოდი...
6 თვეა დამეღუპა და ძალიან გავნიცადე.
კი იცით ვინც ემიგრანტია, აქ სამსახური არ ყრია...არც ასარჩევადაა.
დაახლოებით 6 თვეა რაც მოხუც პაპას ვუვლი... მეგონა ამაზე მძიმე არაფერი იქნებოდა, მაგრამ აქ იწყება მთელი ამბავი...
ერთ საღამოს, როდესაც სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ჩემს შვილებს დავურეკე, მესენჯერზე ჩემმა ქმარმა მიპასუხა და გაცეცხლებული იყო...
"შენ თურმე მოხუც კაცს უვლი და ყ***ს ბანნ, რა გგონია სახლში შემოგიშვებ შე ბოზოო?"
ყბა ჩამომივარდა, 5 წელი დღე არ გასულა არ დამერეკა ოჯახში და არ მელაპარაკა მათთან. მით უმეტეს იცოდა ქმარმა სად და ვისთან, როგორ ვმუშაობდი...იცოდა ბებოც დამეღუპა.
დამემუქრა, შვილებს აღარ დაგანახვებ, ბოზი დედა არაფერში სჭირდებათო. მითხრა, ერთადერთი ის შეგიძლია, ფული გამოუგზავნო და ამით მაინც გაახაროო.
დედამთილმაც მე გამამტყუნა, ამხელა იტალიაში ქალი ვერ იპოვე, რომ დაგებანა და მოგევლოო? მულმა საერთოდ დამბლოკა, არც მეხმიანება.
იმ საღამოს ვერ დავიძინე, თვითმკვლელობაზეც კი გავიფიქრე... მაგრამ ჩემს სამ შვილს იმ სვავებს ხომ არ შევატოვებ? რა დედა ვიქნებოდი ან რა მაგალითს მივცემდი შვილებს?
გადავწყვიტე ვიბრძოლო... არვიცი რას ვითხოვ, თქვენგან. არც არაფერს თანადგომის და გამხნევების გარდა....
ჩემი გოგონები ჯერ არასრულწლოვნები არიან, ვერც ავუხსნი ვერაფერს აქიდან , მაგრამ რას უნერგავენ და რას ეუბნებიან მათზე გადაყოლილ დედაზე ეგეც არ ვიცი...
ბოლოს, სახლის გადასახურად ფული გავაგზავნე, ჩემმა ქმარმა ჩემზე გულმოსულზე სულ გაანიავა და დახარჯა, აქაც მე გამოვდექი უვარგისი, დედამთილის სიტყვებით.
ერთი დღე მაქვს დასვენება, სხვებს ჰგონია რომ უდარდელი ცხოვრება მაქვს, რადგან ვიღიმი და ვითომ კარგად ვარ, არ ვიცი ეს "კარგად ყოფნა" როდემდე გაგრძელდება?!.
ერთი რამ ზუსტად ვიცი, ქალი რომელიც დედაა, მთებს გადადგამს, თუ მისი, თუნდაც ერთ ადამიანს სჯერა",- წერს ემიგრანტი იტალიიდან.
ასევე დაგაინტერესებთ:
*რამდენად შეიძენთ უცხოურ ვალუტას 27 აგვისტოს - ვალუტის ახალი კურსი
1740334397
მსოფლიოფრიდრიხ მერცი - ერთად ვისაუბრებთ და მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს მთავრობა
ფრიდრიხ მერცი, რომელიც კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერია, ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოვიდა. მერცმა ისაუბრა პოლიტიკური მოწინააღმდეგ...
1740332928
მსოფლიოეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი 29 პროცენტით ლიდერობს, ოლაფ შოლცის პარტია 16 პროცენტით მესამე ადგილზეა
ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს. საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლე...
1740331504
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ვნახეთ როგორი საცოდავი სანახავი იყო ქართულ ოპოზიციად წოდებული საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი. ზოგი კალათბურთის დარბაზში აღმოჩნდა ინაუგურაციაზე, ზოგი სადღაც ქუჩაში, ზოგიც სადღაც ბუჩქებთან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია გადაცემაში „იმედის კვირა“ ქართულ ოპოზიციაზე და ტრამპის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე საუბრობს. კირცხალია საცოდავ სანახავს უწოდებ...
1740329529
ახალი ამბებიდედაქალაქში გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება
ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში მოსული ნალექის გამო, გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება. ტექნიკური მარილი იყრება დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრო...
1740328469
სპორტიტატო გრიგალაშვილი ვარშავის ღია პირველობის გამარჯვებულია
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ძიუდოში მიმდინარე ღია პირველობაზე ტატო გრიგალაშვილი (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აღნიშნულ ტურნირზე ქართველმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა 90 კგ წონით კატეგორიაში ია...