რა შემოსავალია საჭირო იტალიაში გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად?!

იტალიაში ბინადრობის ნებართვის შესახებ, ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს შორის არის კითხვა - რა წლიურ ფინანსურ შემოსავალს უნდა ფლობდეს პირი, რომელსაც იტალიაში, ბინადრობის გრძელვადიანი ნებართვის (Il permesso UE per soggiornanti di lungo periodo) მიღება სურს?

გარდა იმისა, რომ პირს იტალიის ტერიტორიაზე მინიმუმ 5 წლიანი ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთი უნდა ჰქონდეს და ფლობდეს იტალიური ენის სერტიფიკატს A2, ასევე სავალდებულოა ფინანსური გარანტია, იგულისხმება, პირის მუდმივი შემოსავალი.

სავალდებულო თანხის ქვედა ზღვარი, პერიოდულად იცვლება. ბოლო მონაცემებით ერთ სულზე, წელიწადში 5 984 ევრო, ანუ თვეში დაახლოებით 460 ევრო უნდა ფიქსირდებოდეს, მეცამეტე ხელფასის ჩათვლით. 

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტის (INPS) საიტზე. 

თუ მოთხოვნის გაკეთება პირს ოჯახის წევრებზეც სურს, აღნიშნული თანხა იზრდება. თითო წევრზე დამატებით უნდა გაითვალისწინოთ ძირითადი თანხის ნახევარი, ხოლო ორი ან ორზე მეტი არასრულწლოვნის შემთხვევაში (-14წ) თანხა ორმაგდება და შესაბამისად ხდება დაახლოებით 11 968 ევრო.

შესაძლებელია, ოჯახის სრულწლოვანმა წევრებმა განაცხადის გაკეთებისას შემოსავალი გააერთიანონ და ამგვარად მიიღონ სასურველი რიცხვი. რაც მთავარია, შემოსავალი უნდა იყოს ოფიციალური და უნდა დასტურდებოდეს საშემოსავლო დოკუმენტაციით.

ნინა მამუკაძე

მასალის გამოყენების პირობები






სხვა სიახლეები

1730901498

ახალი ამბები

წიწამურში საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აუფეთქდათ - არის მსხვერპლი

წიწამურში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცს ხელყუმბარა აუფეთქდა. დაიღუპა 1 და დაშავდა კიდევ 1 ადამიანი. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყ...

ხელყუმბარა

1730899898

სოციალური მედია

„ვგიჟდები ამ გოგოს გემოვნებაზე“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს

მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. მან ამჯერად, სოციალურ ქსელში გადაღებიდან მორიგი ახალი ფოტოები გაავრცელა,...

ანუკი არეშიძე

1730898883

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი - 2.7247 ლარი დარჩა. მნიშვნელოვნად გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9288 ლარია. დღეს მოქმედი კუ...

ააა

1730895391

სოციალური მედია

„ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონია...“ - რას წერს ნინი ქარსელაძე?

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იგი ქმარს დაშორდა ამის შესახებ ინფორმ...

ნინი ქარსელაძე

1730891103

საზოგადოება

მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ბენეფიციარი დაიღუპა

„მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს.  მათივე ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 2 ბენეფიციარი, რომლ...

ხანძარი ბათუმში