როგორია „ბადანტის“ სამუშაო გრაფიკი და რა ხდება მისი დარღვევის შემთხვევაში?!
ნებისმიერი ტიპის სამუშაოს, აქვს თავისი გაწერილი გრაფიკი, რომლის დაცვაც როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებული პირის ვალდებულებაა. იტალიური კანონმდებლობით, ეს საკითხი მკაცრად არის გაწერილი და დარღვევის შემთხვევაში სანქციებია გათვალისწინებული.
თუ ოჯახში ხართ დასაქმებული, უნდა იცოდეთ, რომ კონტრაქტის მიხედვით, არსებობს დროის გარკვეული ლიმიტი, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, უფლება გაქვთ, პრეტენზია გამოთქვათ და კანონი თქვენს მხარეს იქნება.
თუ პირი მუშაობს როგორც „ბადანტე“ და ცხოვრობს სამუშაო ადგილზე, სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ვალდებულია 24 საათის განმავლობაში თავისი დამსაქმებლის განკარგულებაში იყოს. მისი სამუშაო დღე შეადგენს მაქსიმუმ 10 საათს, ორსაათიანი შესვენებით. შესაბამისად, კონტრაქტი განისაზღვრება 54 საათით კვირაში, დასვენების დღეების გამოკლებით.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ამ კანონს არღვევს?
თუ დამსაქმებელი კონტრაქტით გათვალისწინებულ, ან კანონით განსაზღვრულ სამუშაო გრაფიკის მაქსიმუმს არ იცავს და „ბადანტე“ ამის დამტკიცებას შეძლებს, დამსაქმებელი დაჯარიმდება 200-დან 1500 ევრომდე.
იმ შემთხვევაში კი, თუ დამსაქმებელი „ბადანტეს“, შესვენების საათების გამოყენების საშუალებას არ აძლევს, ჯარიმა 100-დან 300 ევრომდე მერყეობს.
ნინა მამუკაძე
1738332492
სპორტიდევისის თასზე საბა ფურცელაძე მაკს კასნიკოვსკისთან დამარცხდა
თბილისში საქართველოსა და პოლონეთის ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებებს შორის დევისის თასის პირველი ლიგის პლეი ოფის შეხვედრა მიმდინარეობს. მეორე დაპირისპირება საქართველოს პირველმა ნომერმა, საბა ფურცელაძემ პოლონ...
1738331123
საზოგადოებალარი დოლართან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და2.8563 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8761 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1738331015
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს...
1738328631
ახალი ამბები2025 წლის 1-ელი თებერვლიდან საქართველო შეუერთდება საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას
2025 წლის 1-ელი თებერვლიდან, საქართველო შეუერთდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ - საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალ...
1738324474
მსოფლიოსტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
თურქეთის ქალაქ სტამბოლში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები სასამართლოსთან ქალაქის ოპოზიციონერი მ...