"ბადანტის", ძიძის, მოახლის კუთვნილი შვებულება და პირობები

ამ სტატიაში ვისაუბრებთ ოჯახებში დასაქმებული პირების (მომვლელი, ძიძა, მოახლე) კუთვნილ შვებულებაზე.

პირველ რიგში გეტყვით, რომ შემდგომში გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, შვებულების პერიოდი სამუშაო კონტრაქტის გაფორმებისას პირობებში ჩაიწეროს, მაგრამ თუ კონტაქტის რეგისტრაციისას ეს პუნქტი არ გაგითვალისწინებიათ, საგანგაშო არაფერია, ცვლილებების შეტანა ნებისმიერ დროს შეიძლება.

წელიწადში რამდენი დღე შვებულება ეკუთვნის ოჯახში დასაქმებულ პირს?

წლიური შვებულება შეადგენს 26 დღეს, იმის მიუხედავად პირი  საათობრივად არის დასაქმებული, თუ გახანგრძლივებული გრაფიკით და იმავე ოჯახში ცხოვრობს, სადაც მუშაობს. იმ შემთხვევაში თუ შვებულების აღება ერთი წლის შესრულებამდე გსურთ, კუთვნილი დღეები ნამუშევარი თვეების მიხედვით უნდა გამოთვალოთ, რაც დღეში 2,16 დღე გამოდის. დამსაქმებელს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეუძლია შვებულების დღეები წინასწარ მოგცეთ. ასევე შეთანხმების საფუძველზე, თქვენი საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოითხოვოთ უხელფასო საშვებულებო პერიოდი.

შვებულების გამოყენების ფორმა

შვებულება დასაქმებული პირის მიერ გამოყენებული უნდა იყოს უწყვეტი ფორმით, მაქსიმუმ ორ ჯერზე, აქედან ორი კვირა ივნისი-სექტემბრის პერიოდში. თუმცა, უცხოელებისთვის არსებობს გამონაკლისი, მათ შეუძლიათ ორი წლის განმავლობაში დააგროვონ შვებულება და შემდეგ საკუთარ ქვეყანაში წასასვლელად გამოიყენონ.

რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს შვებულება?

შვებულება ავტომატურად შეწყდება, თუ პირს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნება, საჭირო გახდება მისი საავადმყოფოში გადაყვანა და ამ ყველაფერს ექიმის ცნობით დაადასტურებს.

სხვა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს შვებულების პერიოდი, მეტიც აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩვეულებრივ გროვდება და იგულისხმება მეცამეტე ხელფასი, სამუშაო სტაჟი და TFR (ანაზღაურება კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ).

ანაზღაურება

შვებულების ანაზღაურება, ამ უკანასკნელის გამოყენების შემდეგ, მიმდინარე თვის ბოლოს ხდება.

შემცვლელი

იმ შემთხვევაში, თუ შვებულების პერიოდში ოჯახს სჭირდება შემცვლელის მოძებნა, უფლება აქვს მოძებნოს ის და გაუფორმოს დროებითი სამუშაო ხელშეკრულება.

თანხლება

ოჯახში დასაქმებული პირი ვალდებულია გაჰყვეს დამსაქმებელს დროებითი გადაადგილებისას დასვენების მიზნით, იქნება ეს საზაფხულო აგარაკი თუ სხვა. ამ შემთხვევაში ნარჩუნდება კონტრაქტით განსაზღვრული ანაზღაურება. იმ შემთხვევაში თუ პირი საათობრივად არის დასაქმებული, შეთანხმება შესაძლებელია და ამ შემთხვევაში ანაზღაურებაშიც ცვლილება იქნება.

შესაძლებელია თუ არა შვებულების მონეტიზაცია?

კანონის მიხედვით შვებულების არ გამოყენება და ამ პერიოდის ანაზღაურება ფულის სახით არ შეიძლება, რადგან შვებულების გამოყენება დასაქმებული პირის უფლება და ვალდებულებაა. არსებობს ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც სამუშაო ხელშეკრულება ვადაზე ადრე წყდება და შვებულება გამოუყენებელი რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ბადანტეს საქმე“ - შესაძლოა მოხუცის შვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?!

🔵 „ბადანტემ“ იმ მოხუცზე “იქორწინა”, რომელსაც უვლიდა და ქონება უკანონოდ მიითვისა

🔵 იტალიური ენის უფასო კურსები ემიგრანტებისთვის - ქალაქების მიხედვით

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740679161

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში - 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ

 ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ, – ამის შესახებ საქართველოს...

შალვა პაპუაშვილი

1740679054

ახალი ამბები

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო...

ზოგადი

1740678391

მსოფლიო

„პოლიტიკო“ - უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს

 უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ უნგრეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. უნგრეთს მთავრობის წარმომადგენელი, გერგლი გულიაში აცხადებს, რომ საზო...

აქციები

1740676288

ახალი ამბები

„ყინვა და ზვავსაშიშროება“ - 112 მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

 საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. ცენტრის ცნობით, 3 მარტამდე საქართველოში შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობე...

113

1740673725

სპორტი

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევა ევროპის ვიცე-ჩემპიონია

 თურქეთში იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ხმლით მოფარიკავე იუნიორებს შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალუ...

ალექსანდრა კუვაევა