რას აპროტესტებს ასიათასობით იტალიელი მოსწავლე

დღეს, 4 თებერვალს იტალიის სხვადასხვა ქალაქების 40-ზე მეტ მოედანზე, სკოლის დამამთავრებელი კლასის დაახლოებით 100 000 მოსწავლე გამოვიდა. ისინი, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც საატესტატო გამოცდებში შესულ ცვლილებებს ეხება.

მთავარი საპროტესტო გამოსვლა რომში, განათლების სამინისტროს წინ გაიმართა, თუმცა, მოსწავლეების არანაკლები რაოდენობა იყო მილანის, გენუას, ვენეციის, პალერმოს, ფლორენციის, ბარის, პერუჯას და სხვა ქალაქების მოედნებზე. ჯამში საპროტესტო ტალღაში 18 რეგიონის 50-მდე ქალაქი ჩაერთო.

საქმე იმაში გახლავთ, რომ პანდემიის დაწყების პირველ წელს, სკოლის დამამთავრებელი გამოცდებიდან მოიხსნა წერითი გამოცდა და დარჩა მხოლოდ ზეპირი. ეს ერთი მხრივ  კოვიდ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარეობდა, ხოლო მეორე მხრივ სამინისტრო შევიდა მოსწავლეების მდგომარეობაში, რომლებმაც სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში გაატარეს და მათთვის რთული იქნებოდა წერითი გამოცდის გადალახვა. 

სულ რამდენიმე დღის წინ, ანუ სასწავლო წლის მეორე სემესტრის მიმდინარეობისას, განათლების სამინისტრომ დამამთავრებელ გამოცდებზე ისევ დაუშვა წერითი გამოცდა. რასაც მოსწავლეების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. მათი განცხადებით, გადაწყვეტილება უპასუხისმგებლოა, რადგან მათ ბოლო ორი წელი მთლიანად, ხოლო მიმდინარე სასწავლო წელი, ნახევრად დისტანციურ რეჟიმში მოუწიათ სწავლა და სკოლას არ უნდა ჰქონდეს მათ მიერ წერითი გამოცდის ჩაბარების პრეტენზია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741543285

საზოგადოება

კახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა

უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...

დანაშაული

1741543032

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა.  დეპუტატის თქმით, გენდერი...

ლევან მაჭავარიანი

1741538557

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ

„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...

ბაჩო ოდიშარია.  

1741534941

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე

 რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...

ირაკლი კირცხალია

1741532232

სპორტი

ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება

ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...

თიშიშვილი