რის გაკეთება შეიძლება “პერმესოს რიჩევუტით” იტალიაში

ვისაც იტალიურ ბიუროკრატიასა და საბუთებთან შეხება ჰქონია, ყველა დაგიდასტურებთ, თუ რამდენ სირთულესთან არის დაკავშირებული თითოეული ნაბიჯი და რამდენად არის დროში გაწელილი თითოეული პროცედურა.
ეს განსაკუთრებით საემიგრაციო სამსახურებს ეხება. ხშირად ხდება ისე, რომ პირის დროებითი ბინადრობის ნებართვას, რომელსაც იტალიური Permesso di soggiorno-ს ასაღებად აქვს განცხადება შეტანილი, იქამდე გასდის ვადა, ვიდრე ქვესტურიდან საბუთს გამოიტანს და უწევს მხოლოდ "პერმესოს რიჩევუტით", იგივე ქვითრით გადაადგილება.
პირადად გამოსცადეს აღნიშნული ბიუროკრატიული ლაბირინთის სირთულე იმ უცხოელებმა, რომლებმაც Sanatoria-ს ფარგლებში "პერმესოს" ასაღებად გააკეთეს განაცხადი.
განაცხადების მიღება მოხდა 2020 წლის ზაფხულში და დღემდე ამ ადამიანების უმრავლესობა, ისევ ელოდება კუთვნილ "პერმესოს". შესაბამისად, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში "რიჩევუტით" მოქმედება უწევთ.
მოდით, ვნახოთ, რის გაკეთება შეიძლება ბინადრობის ნებართვის ქვითრით:
- აღნიშნული საბუთით შესაძლებელია ყველა ის აქტივობა, რაც ბინადრობის ნებართვის ქონის შემთხვევაში შეიძლება გააკეთოს პირმა:
- ბინის ქირის კონტრაქტის გაფორმება
- სამუშაო ხელშეკრულების გაფორმება
- მისამართზე ჩაწერა
- სამედიცინო მომსახურების მიღება
- უნივერსიტეტში, ან სხვა საგანმანათლებლო კურსებზე ჩაწერა
კიდევ ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა - შესაძლებელია თუ არა, "რიჩევუტით" მგზავრობა?
უცხო ქვეყნის მოქალაქეს "რიჩევუტით" იტალიის ტერიტორიის დატოვება შეუძლია თუ ის ფლობს:
- ფოსტის მიერ გაცემულ ქვითარს (ანუ, ქვესტურის მიერ გაცემული არ გამოდგება)
- აქვს ვადაგასული ბინადრობის ნებართვა
- აქვს პასპორტი მოქმედების ვადით
სხვა შემთხვევაში, ბინადრობის ნებართვის ქვითრით მოგზაურობა არ შეიძლება და პირი აუცილებლად უნდა დაელოდოს როდის დამზადდება მისი საბუთი.
ნინა მამუკაძე
ფლორენცია, იტალია
1741629661
მსოფლიოილონ მასკი: X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა
სოციალური ქსელი X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით შეტევებს, მაგრამ [დღეს] ეს განხორციელდა დიდი რესურსებ...
1741626192
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი - ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მდინარაძემ აღნი...
1741626151
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რომელიც აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა
„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების...
1741626100
საზოგადოებამამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს
„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფს...
1741625030
სპორტი23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...