„სანატორიის“ პროცედურების გაგრძელება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუკი სამსახური თქვენი სურვილით დატოვეთ

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „სანატორია 2020“-ის მიმდინარე პროცედურებში დასაშვებია, ახალი დამსაქმებლის შემოსვლა, თუნდაც ეს უკანასკნელი არ იყოს „სანატორიის“ განმცხადებლის ოჯახის წევრი.
2021 წლის 11 მაისით დათარიღებული ცირკულარი - განმარტებები „სანატორიის“ მსვლელობისას წარმოქმნილ შემთხვევებზე, როდესაც შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია პრეფექტურაში გამოძახებამდე
ემიგრაციისა და საერთაშორისო თავდაცვის უსაფრთხოების დეპარტამენტი, გთავაზობთ ოპერატიულ მითითებებს, არარეგულარული შრომითი ურთიერთობების წარმოქმნის პროცედურებთან დაკავშირებით, როგორც ეს განისაზღვრება 2020 წლის 19 მაისის N 34 განკარგულებაში, რომელიც კონვერტირდა 2020 წლის 17 ივლისის N. 77 კანონთან შეფარდებაში.
2021 წლის 17 პრილის N. 3020 ცირკულარის შინაარსის ინტეგრირებისას, გადაწყდა, რომ დასაშვებია ახალი დამსაქმებლის შემოსვლა „სანატორიის“ პროცედურებში, თუნდაც ეს უკანასკნელი არ იყოს „სანატორიის“ განმცხადებლის ოჯახის წევრი.
ეს გადაწყვეტილება ვრცელდება „სანატორიის“ განმცხადებელთა ყველა კატეგორიაზე, როგორიც არის „აგრიკულტურა“ (სოფლის მეურნეობის სექტორი), ასევე, შინა მოსამსახურეებისა და მომვლელების პოზიციებზე. განკარგულებაში, ასევე მითითებულია, რომ „სანატორიის“ პროცედურების გაგრძელება შესაძლებელია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ შემთხვევებში, როდესაც დასაქმებული პირი, საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებს სამსახურს გარკვეული მიზეზების გამო.
მეორეს მხრივ, პანდემიის საგანგებო სიტუაციებიდან გამომდინარე შექმნილი მიზეზების ნიადაგზე, „სანატორიის“ განმცხადებლის (პირველი დამსაქმებელი) მიერ, დაქირავებულ მუშაკთან ურთიერთთანამშრომლობის შეწყვეტისას, როდესაც არ არის ხელმისაწვდომი ახალი დამსაქმებლის ჩართვა/ჩანაცვლება, „სანატორიის“ პროცედურების მიმდინარეობაში, ბინადრობის ნებართვა გაიცემა დასაქმების მოლოდინის მოტივით.
ამასთან, ზემოთ აღწერილ შემთხვევებში, იმის დასადასტურებლად, რომ „სანატორიის“ განაცხადი არ არის ფიქციური, პრეფექტურაში მოწვევა უნდა მოხდეს როგორც დამსაქმებლის, რომელმაც წარადგინა განცხადება „სანატორიის“ შესახებ, ასევე, განაცხადში აღნიშნული მუშაკის, რათა დასრულდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურა და უმუშევრად დარჩენილი პირი გადავიდეს დროებითი ბინადრობის ნებართვის მოლოდინის რეჟიმში.
სტატია, სპეციალურად Exclusivetv.ge-სთვის მოამზადა ასოციაცია Tutto Insieme Georgia-ს პრეზიდენტმა, ქალაქ პიზაში მოღვაწე იურისტმა, ხათუნა ტატუნაშვილმა.
👉 იურიდიული კონსულტაცია ემიგრანტებისთვის - Associazione Tutto Insieme Georgia
1740826776
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში
„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...
1740825221
ახალი ამბები„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...
1740823630
ახალი ამბები„სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები“ - კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ამის შესახებ მან საქართვ...
1740822105
მსოფლიო„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...
1740820052
ახალი ამბებიგურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ
გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...