საქართველოდან იტალიაში - „მე და ირმა ერთ პატარა ქალაქში გავიზარდეთ, მაგრამ ერთმანეთს არ ვიცნობდით“

ხშირად, როცა საჯაროდ რამეს ვწერ, გულს ეჭვის ჭია მიღრღნის, ვის სჭირდება, რასაც წერ? კი ბატონო, ფეისბუკს აქვს ეს ფორმატი, საჯარო პოსტების, ჰა ჰა, ასმა, ორასმა მეგობარმა ნახოს, მოიწონოს და კომენტარიც დატოვოს. მორჩა, შენც პასუხს დაუბრუნებ, ზოგჯერ გაიცინებ, ზოგჯერ დელიკატურად გაჩუმდები და ეგოც დაკმაყოფილებულია, მაგრამ როცა ვებგვერდისთვის წერას გვთავაზობენ და აუდიტორია იზრდება, მაშინ გიპყრობს სწორედ დაუკმაყოფილებლობა და ეჭვი. რატომ ვწერ ამას? ვის აინტერესებს? ვის არგია? ბოლოს იძულებული ხდები, საკუთარ , მუდამ დაუკმაყოფილებელ შინაგან ხმას კომპრომისი შესთავაზო, მე ხომ შემომთავაზეს ამის გაკეთება? ე.ი. ვიღაცას სჭირდება. მორჩა, გამოსავალი ნაპოვნია და შენც “მშვიდი“ სინდისით აგრძელებ. ჰოდა მეც გავაგრძელებ.
როდესაც ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებას იღებ, პირველი რაც თავში მოგდის, არის აზრი, მოძებნო საიმედო დასაყრდენი იქ, სადაც წასვლას აპირებ. არ არის ადვილი. მესმოდა ისტორიები მოტყუებულ, დაჩაგრულ, გადაგდებულ ადამიანებზე. ძალიან მეშინოდა, მაგრამ ისე წავიდა ყველაფერი, ჩემს სამშობლოში ყოველი ახალი დილის გათენება გარდაუვალ კატასტროფასთან უფრო მაახლოებდა ვიდრე პირიქით. და მოხდა ის რომ უფრო ძლიერი, დარჩენის შიშით დავძლიე, მეორე, წასვლის!
იტალიაში ჩამოსვლის დღიდან ორი თილისმა მიცავს: ვერცხლის პაწია ჯვარი, რომელიც ჩემმა უმცროსმა გოგომ მოიხსნა და თავისი ხელით გამიკეთა წამოსვლის წინა დღეს და ირმა ჯორბენაძე, რომელიც ჩემს განსხეულებულ მფარველ ანგელოზად იქცა უცხო მიწაზე.
მე და ირმა ერთ პატარა ქალაქში გავიზარდეთ, მაგრამ ერთმანეთს არ ვიცნობდით. ანუ წარსული არ გვაკავშირებდა. გადასარევი დამთხვევების წყალობით, ის ჩემი შვილის ნათლულის და ბავშვობის მეგობრის დედამთილი გახდა და ჩვენი საერთო ისტორია აქედან დაიწყო. სულ ერთადერთხელ ვნახე საქართველოში სტუმრობის დროს, ერთი საღამო გავატარეთ ერთად. სულ ეს იყო.
ირმა ჯორბენაძე და ლალი იმედაიშვილი
როდესაც თავში წასვლის აზრი საბოლოოდ მომწიფდა, რატომღაც მხოლოდ ირმა გამახსენდა. ძალიან ახლობელი არავინ მყავდა იტალიაში, მხოლოდ ნაცნობები და არ ვიცი ეს რა იყო, ვერცერთი მათგანი ვერ გავიხსენე. დიდხანს არ მიფიქრია, გავხსენი მესინჯერი და მივწერე, რაც იქნება, იყოს მეთქი. სწრაფადვე მიპასუხა, დახმარებას დამპირდა და რჩევა-დარიგებების მარაგიც გამოუშვა. ყველა უკლებლივ გამომადგა!
როგორც დამპირდა, აეროპორტში შუაღამით ჩამოფრენილს, ნაცნობიც დამახვედრა, პირველი სამსახურის შოვნაშიც დამეხმარა, მაგრამ ამით არ დამთავრებულა. თავშესაფარი, სადაც ვმუშაობდი, მალე დავტოვე და მილანში მომიხდა წასვლა. ეს პრელუდია იყო, მეგობრობის ამბავი აწი უნდა დაიწყოს. და იწყება კიდეც, ჩვენი მეგობრობა, ყოველდღიური წვრილმანები, სულ გულში რომ გაქვს და სხვისთვის გასაზიარებლად რომ ვერ იმეტებ. რადგან უმუშევარი დავრჩი, სპეციალურად ჩემთვის თხოვა თავის დამქირავებელს სამსახური. 6 თვის განმავლობაში ეს იყო ერთადერთი შემოსავალი, რითაც ჩემი შვილების რჩენას ვახერხებდი საქართველოში. არასოდეს დამავიწყდება მილანში პირველად მყოფმა, ირმას სატელეფონო ინსტრუქციებით როგორ გადავლახე მეტროს ორი ხაზი, გამოვიცვალე 2 ავტობუსი და 2 მატარებელი და როგორ მივაღწიე ბიკოკამდე. 6 თვე ვიყავით ერთად, ყოველდღე საკუთარი ხელით მომზადებული უგემრიელესი ნუგბარეულით მიმასპინძლდებოდა, ზურგჩანთაშიც თავისი ხელით მიწყობდა და სახლშიც მატანდა, სუპერმარკეტში ვაჭრობდა ჩემთვის, კაფეებშიც დამატარებდა, ჩემს მაგივრად ელაპარაკებოდა დამსაქმებელს და ერთხელ მატარებლის კონდუქტორის ხელიდანაც კი დამიხსნა დისტანციურად, მილანიდან მონცაში. იმდენ ხანს ელაპარაკა, კაცმა საჯარიმო ქვითარი გააუქმა!
დღეს ყველაზე მეტად რაც მენატრება და მაკლია, ჩვენი დილის ყავის სმის რიტუალია, ისეთ გემრიელ ესპრესოს ამზადებდა, მას შემდეგ ყავის დალევაზეც კი უარი ვთქვი. დიდი ხანია მინდოდა ირმაზე დამეწერა, მომეთხრო ადამიანებისთვის, მის უამრავ სიკეთეზე და ამ შესაძლებლობას ვერაფრით გავუშვებდი ხელიდან. მინდა ყველას თითო ასეთი ირმა ვუსურვო უცხოობაში.
ლალი იმედაიშვილი, სპეციალურად exclusivetv.ge-სთვის ლომბარდიიდან
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ქართული შობა ფლორენციაში - რეპორტაჟი წმინდა ნინოს სახელობის ტაძრიდან
📌 ასე იცის გაზულუქებულმა ცხოვრებამ, სხვისი გასაჭირი ძნელი გასაგები ხდება - ემიგრანტი ჟურნალისტი
1741971621
მსოფლიოკანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა
კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო. კარნიმ ფიცი, ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის და...
1741969756
მსოფლიოუკრაინის პრემიერი: უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავისი ტერიტორიების დათმობას. „რაც შეეხება ტერიტორიულ დათმობებს, არის უკრაინის პრეზიდენტის [ვოლოდიმირ ზელენსკის] პოზიცია, რ...
1741968663
საზოგადოებამარიამ ლაშხი: ვამაყობ, რომ წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტს გაეროში ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი, გაეროში გამართულ ღონისძიებაზე „ციფრული ტენდენციები: მეწარმე ქალები აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას“, სიტყვით გამოვ...
1741967694
საზოგადოებაფსიქიატრი: კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია, ძალიან დიდი კამპანია დაიწყოს და ჩაერთოს ბევრი სპეციალისტი. შედეგები ნამდვილად სავალალოა. კანაფის მოხმარების შემდეგ მხოლოდ შიზოფრენიის დიაგნოზი 10%-ით არის გაზრდილი
წამლები, რომლებსაც ადამიანები ფსიქოტროპულს ეძახიან, მათი მოხმარება არის გაუკუღმართებული. ამის სავალალო შედეგებს ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფსიქიატრმა, ნინო მენაღარიშვილმა...
1741965225
საზოგადოებაავარია ლანჩხუთში - დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი
ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარ...