ვინ არის იტალიელი, რომელიც ასაცრელად, სილიკონის ხელით გამოცხადდა

იტალიელი შუახნის მამაკაცის ამბავი, რომელიც ასაცრელ პუნქტში სილიკონის ხელით მივიდა, მთელ მსოფლიოს ელვის სისწრაფით მოედო. სოციალურ ქსელებში მას ათასობით პოსტი მიეძღვნა, ზოგი უწონებდა მცდელობას, ზოგიც სასტიკად კიცხავდა, რადგან არ შეიძლება ასე მოქცევა მაშინ, როდესაც კოვიდით ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება.

მაგრამ 56 წლის პიემონტელი მამაკაცის განზრახვა, საკმაოდ პრაგმატული იყო. მოგეხსენებათ, იტალიაში 15 ოქტომბრიდან Green pass-ი სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, ვინც დასაქმებულია, არ აქვს მნიშვნელობა, კერძო სექტორი იქნება ეს, თუ საჯარო. აღნიშნულმა პიროვნებამ ამ ხერხს მხოლოდ და მხოლოდ მწვანე საშვის მისაღებად მიმართა. მას ვაქცინის გაკეთება არ სურს, მაგრამ საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკის თავიდან გახსნა უნდა, რომელიც უკვე ორი თვეა სწორედ Green pass-ის არ ქონის გამო, დაკეტილი აქვს.

დიახ, პიემონტელი მამაკაცი თავადაც ექიმი გახლავთ, მეტიც, ის ექიმების ოჯახიდანაა და მისი მამა რეგიონში წლების განმავლობაში იმ სამედიცინო უწყებაში მუშაობა, რომელიც ახლა ვაქცინაციის კამპანიას ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს იტალიაში, ქალაქ ბიელაში (პიემონტე) 56 წლის მამაკაცი ასაცრელად, სილიკონის ხელით გამოცხადდა. ამ ხერხს მან მხოლოდ Green pass-ის მისაღებად მიმართა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შეატყო რომ მიუხვდნენ საქციელს, ექთანს სთხოვა, თვალი დაეხუჭა ამ ყველაფერზე. მაგრამ თვალის დახუჭვაზე საუბარიც არ იყო. მეტიც, მამაკაცის წინააღმდეგ პროკურატურაში საქმე აღიძრა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741185730

სპორტი

საქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...

20-წლამდე ვაჟთა ნაკრები

1741185632

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს სამართლიანობა

ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუ...

ირაკლი კობახიძე

1741182783

სპორტი

თბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

21-23 მარტს თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. ცნობილია ტურნირზე მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა: 60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი; 66 კგ – თემურ...

ლაშა ბექაური

1741181949

სპორტი

არნე სლოტი კვარაცხელიაზე: დიდებული ფეხბურთელია

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლის თამაშების ყურება ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი...

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა

1741180432

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7858 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7905 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი