12 შემაშფოთებელი ფოტო 60-წლიანი შუალედით - რა ემართება დედამიწას?

NASA- ს მიერ კოსმოსიდან გადაღებული ფოტოები შესანიშნავად აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა სამყარო ბოლო ათწლეულების განმავლობაში. დააკვირდით როგორი იყო ჩვენი პლანეტა ადრე და როგორია დღეს, დასკვნები კი თავად გამოიტანეთ...
მყინვარების დნობა ყველაზე რთული პრობლემაა:
მუირის მყინვარი 1941 წელს (მარცხნივ) და 2004 წელს (მარჯვნივ)👇
გლობალური დათბობის გამო, მე -20 საუკუნის მეორე ნახევრიდან მყინვარებმა მთელს მსოფლიოში დნობა დაიწყეს. ბევრი მათგანი უკვე გაქრა, დანარჩენების არსებობას კი საფრთხე ემუქრება.
მყინვარების მდგომარეობაზე მუირის მყინვარი ალასკაში შესანიშნავად მეტყველებს. ის მდებარეობს პარკში, რომლის უდიდესი ნაწილი მე -18 საუკუნეში მთლიანად დაფარული იყო უზარმაზარი ყინულის საფარით, რომლის სიმაღლე ზოგან1200 მეტრს აღემატებოდა. თანდათანობით მყინვარმა დნობა დაიწყო და 60 წლის სხვაობით გადაღებული ფოტოები გვიჩვენებს, თუ რამდენად შეიცვალა.
მატერჰორნის მთა 1960 წლის აგვისტოში (მარცხნივ) და 2005 წლის აგვისტოში (მარჯვნივ)👇
შვეიცარიის ალპებში, მატერჰორნის მწვერვალზე თოვლი უკვე მრავალი წელია დნება, ამიტომ ის მნიშვნელოვანი ობიექტია გლობალური დათბობის შედეგების შესწავლისთვის. თოვლის საფარის დნობა ხშირად ქვის ცვენას იწვევს, რამაც შეიძლება ალპინისტები სერიოზულად დააზიანოს.
კორი კალის მყინვარი 1978 და 2011 წლებში (მარჯვნივ)👇
პერუში მდებარე კორი კალის მყინვარი შესანიშნავად აღწერს კლიმატის ცვლილებას. 70-იან წლებში მან სწრაფად დნობა იწყო და დღეს დიდი ყინულის საფარიდან პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა.
პერუ იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც კლიმატის ცვლილებებმა ყველაზე მეტად დააზარალა. ბოლო 35 წლის განმავლობაში მისი მყინვარების ფართობი მეხუთედით შემცირდა. ამჟამად ტროპიკული ტყეების ნახევარი განადგურებულია და აღდგენას 100 წელზე მეტი დასჭირდება.
ელგონის მთის ეროვნული პარკი 1973 წელს (მარცხნივ) და 2005 წელს (მარჯვნივ)👇
ტყის მასივების მასიური ჩეხა უამრავი ქვეყნის პრობლემაა, თანაც ეს ყოველთვის კანონიერი ქმედება არ გახლავთ. ზოგჯერ ტყეებს პლანტაციების, საძოვრების და ქალაქების გასაშენებლად ჩეხენ, ზოგჯერ ტყეებს ხანძრები და ქარიშხლები ანადგურებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ესეც ადამიანის საქმიანობის შედეგია.
კენიის მთა 1976 წელს (მარცხნივ) და 2007 წელს (მარჯვნივ)👇
რონდონიის შტატი ბრაზილიაში 1975 წელს (მარცხნივ) და 2009 წელს (მარჯვნივ)👇
ტყის მასივების გაქრობა თავის მხრივ, ცხოველთა და მცენარეთა მრავალი სახეობის გადაშენებას, კლიმატის შეცვლას, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობის ზრას და ჭაობების გაჩენას იწვევს.
წყალსაცავი Elephant Butt 1994 წელს (მარცხნივ) და 2013 წელს (მარჯვნივ)👇
NASA– ს სურათები მეცნიერებს კიდევ ერთი სერიოზული ეკოლოგიური პრობლემის აღმოჩენაში დაეხმარა და წყალსატევების დაშრობა გახლავთ. ეს ძირითადად, ორ მიზეზს უკავშირდება: ადამიანის საქმიანობის დროს წყლის მოხმარების გაზრდას და კლიმატის ცვლილებას.
არგენტინა, მარ ჩიკიტას ტბა 1998 წელს (მარცხნივ) და 2011 წელს (მარჯვნივ)👇
არალის ზღვა 2000 წელს (მარცხნივ) და 2014 წელს (მარჯვნივ)👇
არალის ზღვა დიდი ხანია წყალსატევების დაშრობის სიმბოლოდ იქცა. 1960-იანი წლებიდან ზღვაში წყლის რაოდენობამ მკვეთრი შემცირება დაიწყო, ხოლო 2014 წელს ის არალკუმის უდაბნოდ იქცა.
არალის ზღვის გაქრობა გაერომ გლობალურ გარემოსდაცვით კატასტროფად შეაფასა, რაც ადამიანების ცხოვრების დონეზე, რეგიონების განვითარებასა და ბუნებრივი სისტემების მუშაობაზე უარყოფითად აისახება.
წყარო:insider.com
შეიძლება დაგაინტერესოთ:
🔵სად გაქრა კაცი, რომელიც გვირაბს 38 წელი თხრიდა?
🔵მექსიკელი ალპინისტები უსახლკარო ძაღლის გადასარჩენად ქვეყნის უმაღლეს მწვერვალზე ავიდნენ
1740840318
ახალი ამბები„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...