სად გაქრა კაცი, რომელიც გვირაბს 38 წელი თხრიდა?

38 წლის განმავლობაში უილიამ შმიდტი, რომელზეც გიამბობთ, ყოველდღე მიდიოდა უდაბნოში გვირაბის სათხრელად და თავის საიდუმლო გატაცებას ცნობისმოყვარე ადამიანებისგან მთელი მონდომებით იცავდა. დროთა განმავლობაში ადგილობრივები მიეჩვივნენ, უცნაურ კაცს, რომელსაც თხუნელა შეარქვეს, მანამ, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს, ის მათი თვალთახედვიდან არ გაქრა.
„შმიდტმა გვირაბის გათხრა 1900 წელს დაიწყო. ის უდაბნოში მახლობლად მდებარე პატარა სამთო ქალაქიდან ყოველდღიურად დადიოდა. ვიღაცას შეშლილად მიაჩნდა, ვიღაცას კი ღატაკ ადამიანად, რომელსაც წასასვლელი არსად ჰქონდა. შმიდტი ყურადღებას არავის აქცევდა და გვირაბს დაუღალავად თხრიდა.
უილიამი გვირაბს წერაქვისა და ძალაყინის დახმარებით თხრიდა. მყარი ქანების დასაძლევად კი ასაფეთქებელ საშუალებებს იყენებდა, მაგრამ ამას ისე ოსტატურად ახერხებდა, რომ პრობლემებს არავის უქმნიდა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, „თხუნელა“ ზედმეტი კითხვებით აღარ შეეწუხებინათ.
ვერავინ ხვდებოდა საიდან ჰქონდა უილიამს სამუშაო ინსტრუმენტების და საკვების შესაძენი ფული, რადგან მამაკიაცი, გვირაბის გარდა, არსად მუშაობდა, მაგრამ ფინანსურ პრობლემებს აშკარად არ უჩიოდა.
სანამ „თხუნელა“ უდაბნოში გვირაბს თხრიდა, ადგილობრივი მოსახლეობა ოქროს ციებ-ცხელებით იყო შეპყრობილი და ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა თხარო ქვიშა, როცა შესაძლებელია ოქროს თხრა. როცა ასეთი კითხვებით ძალიან შეაწუხებდნენ, უილიამი პასუხობდა, რომ უფრო მოკლე გზაა, რასაც ოდესმე ყველა მიხვდება.
ყველაფერი ძველებურად გრძელდებოდა - ადგილობრივები ოქროს ეძებდნენ, შმიდტი კი გვირაბს თხრიდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს წერაქვისა და ძალაყინის ხმები შეწყდა. რამდენიმე დღის შემდეგ ადგილობრივებმა გააცნობიერეს, რომ უილიამი არსად გამოჩენილა.
პოლიციის შერიფი უილიამის სანახავად გვირაბთან მივიდა, მაგრამ მამაკაცი არც იქ ჩანდა, თუმცა გვირაბის კარი, რომელსაც „თხუნელა“ ყოველთვის საგულდაგულოდ კეტავდა, ღია დახვდა.
უილიამის საძებნელად უდაბნოში რამდენიმე მოხალისე წავიდა, მაგრამ უშედეგოდ - „თხუნელა“ თითქოს მიწამ ჩაყლაპა, უკვალოდ გაქრა.
გვირაბის თხრა როცა დაიწყო, ის 29 წლის იყო, გაქრობის მომენტში კი - თითქმის, 68 წლის.
გვირაბში შესვლას დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ ბედავდა. შმიდტის გვირაბის გავლა თავიდან ბოლომდე რამდენიმე წლის წინ საგანგებოდ მომზადებულმა და აღჭურვილმა ექსპედიციამ მოახერხა. ექსტრემალებს 2087 მეტრის გავლა მოუწიათ. წარმოიდგინეთ, ადამიანმა მიწისქვეშ 2 კილომეტრზე მეტი მარტოდმარტომ გათხარა.
გვირაბის შესწავლის შემდეგ სპეციალისტებმა პერლიტის კვალს მიაგნეს, რომელიც ოქროს შემცველი ნიადაგის გამოსავლენად გამოიყენებოდა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, უილიამმა ოქროს საბადოს პოვნა მოახერხა, ოქრო მოაგროვა და გაიქცა.
თუმცა, კიდევ ერთი ვერსიით - შმიდტმა თავისი გვირაბიდან 20 ტონა წიაღისეული გამოზიდა, შემდეგ გვირაბი სხვა მაღაროელს მიჰყიდა და თავად იქაურობას გაეცალა.
აღმოჩნდა რომ, შმიდტი, რომელსაც ყველა დასცინოდა, ყველაზე ეშმაკი აღმოჩნდა.
წყარო:knews
შეიძლება დაგაინტერესოთ:
🔵დემოკრატიის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული - სალომე ზურაბიშვილი
1740940672
სპორტირაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი 16 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები 43:5 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ფინალის საგზურის გარდა, სა...
1740940602
მსოფლიოკირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...
1740936429
საზოგადოებაპატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ
„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...
1740933056
მსოფლიოსენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან
რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...
1740931424
მსოფლიოირანის სულიერი ლიდერი: რაც უკრაინის მაგალითზე უნდა მივიღოთ, რომ დასავლეთის მხარდაჭერა მარიონეტული ქვეყნებისა და მთავრობების მიმართ მირაჟია
ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარ ინციდენტს უკრაინულ ენაზე X-ის საშუალებით გამოეხმაურა. „პირველი გაკვეთილი, რაც უკრაინის მაგალითზე უნდა მივიღ...