1902 წლის სეზონი გომის მთაზე- ვოდევილებით, კონცერტით და პოეზიით

სალონური საღამოები მე-20  საუკუნის დასაწყისში, ევროპის გზაზე შემდგარ საქართველოში არავის უკვირდა, არც მოდური ჩაცმულობა და “ფრანცუცული” ცხოვრების სტილი, მაგრამ იშვიათად მოიძებნება ცნობები ისეთი მასშტაბური ღონისძიებების შესახებ, როგორიც იმ დროინდელი პრესის მიხედვით, ნაფოცხვარას აგარაკზე (გომის მთა) 1902 წელს ჩატარებულა -  ვოდევილებით, კონცერტით და პოეზიით.

ცნობები, ასეთი მასშტაბური ღონისძიების გამართვის შესახებ, ზღვის დონიდან  2755 მეტრის სიმაღლეზე, გაზეთ „ცნობის ფურცელის“ ფურცლებზე შემორჩა და სოციალურ ქსელში, კახა ჩავლეშვილმა გაავრცელა.

„აჭარა-გურიის მთის მარცხენა კალთაზე, 17 ვერსტის მანძილზედ ოზურგეთიდან, მდებარეობს პატარა აგარაკი - ნაფაცხვარი. თვალწარმტაცი მდებარეობა სიამოვნებს ჰგვრის მნახველს. ნაფაცხვარი სამივე მხრით შემოსაზღვრულია მშვენიერის ნაძვის ტყით, ხოლო მეოთხე, დასავლეთის მხრით გადაჰყურებს თითქმის მთელ ქუთაისის გუბერნიას და შავ ზღვას.

ამ აგარაკის მშრალს და ზომიერს ჰავას გასაოცარი ზეგავლენა აქვს ხოლმე ადამიანის ჯანღონეზე. საკმაოა ხუთი-ექვსი დღე, რომ ავადმყოფმა თავი უკეთ-იგრძნოს. სახელ-განთქმულია ასევე ნაფაცხვარის მეზობელი - ბახმაროც. უნდა აღინიშნოს, რომ ამ აგარაკებს შორის ჰავის მხრით გარჩევაა. როგორც გამოცდილებამ დაგვარწმუნა, პირველი ჰავა ძალიან უხდება მალარიით ავადმყოფს, ხოლო მეორე - გულსუსტს და ჭლექიანს. სამწუხაროდ ჯერჯერობით ექიმებს ჯერ თავიანთი აზრი არ გამოუთქვამთ ამ აგარაკების შესახებ. ამას გარდა ასავალი გზაც ორსავე აგარაკს ცუდი აქვს, ასე რომ ფრთხილი კაცი ამ გზაზე თავდაუზღვეველი არც იმგზავრებს. საჭიროა აგარაკებისა და სახლების მეპატრონეებმა ყურადღება მიაქციონ ამ გარემოებას და ცოტად მაინც შეაკეთონ უვარგისი და სახიფათო გზები.

ნაფაცხვარში წელს ოცამდე კოხტა სახლია და სამი პატარა დუქანი. მოაგარაკეთა რაოდენობა ორასს სულს აღემატება. რა თქმა უნდა ბევრად მეტი იქნებოდა, რომ სახლების სიმცირესაც ხელი არ შეეშალა.

წლევანდელმა სეზონმა სწორედ, რომ მშვენივრად ჩაიარა. დიდად ასიამოვნა საზოგადოება ბატონმა გიგინეიშვილმა, რომელმაც მთავრობის ნებართვით ივლისის დამლევს გამართა უფასო წარმოდგენა და კონცერტი. ეს გარემოება იმითია მნიშვნელოვანი, რომ წარმოდგენას დაესწრო ბევრი მაჰმადიანი ქართველი. ითამაშეს ვოდევილები, ასევე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ქართულ-რუსული სიმღერები“,- წერია გაზეთ „ცნობის ფურცელის“ 1902 წლის ნომერში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741543285

საზოგადოება

კახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა

უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...

დანაშაული

1741543032

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა.  დეპუტატის თქმით, გენდერი...

ლევან მაჭავარიანი

1741538557

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ

„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...

ბაჩო ოდიშარია.  

1741534941

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე

 რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...

ირაკლი კირცხალია

1741532232

სპორტი

ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება

ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...

თიშიშვილი