„ადამიანთა უმრავლესობა ნახავს და მოესწრება ამ მოვლენებს, რადგან აქამდე დიდი დრო აღარაა დარჩენილი...“ - რას წერს ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე

„მოხდება გადამწყვეტი ბრძოლა დედამიწაზე...ბევრი სიურპრიზი ჯერ კიდევ გზაშია და ჩვენ ყველანი ამ ფაქტების შემსწრე გავხდებით. კავკასიას და კერძოდ, საქართველოს კი ექნება გადამწყვეტი როლი მისი ერის და ბუნებრივია, ამ პლანეტის და ღვთის წინაშე“,- ამის შესახებ ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი პროგნოზით, დედამიწაზე მოახლოებულია ჟამი, როდესაც ვუახლოვდებით მკვეთრ პიკს, „სადაც იქნება საკმაოდ დიდი პროცესები დედამიწაზე“. 

„რაც დრო გავა აუცილებლად მოხდება გადამწყვეტი იდეოლოგიური ბრძოლა დედამიწაზე. პრინციპში, ადამიანთა უმრავლესობა ნახავს და მოესწრება ამ მოვლენებს, რადგან აქამდე დიდი დრო აღარაა დარჩენილი.

შემდეგ წავა ტერმინოლოგიური გადაფასებები და ერთგვარი ლუსტრაცია.

სამწუხაროა, მაგრამ თავისუფლების არსი სულ სხვანაირად გვესმის. ღმერთმა შექმნა ადამიანი „ხატად თვისად“, შესაბამისად ადამიანი არ იყო არაფრის მონა, თავად დაემონა მანკიერებებს მისი ნებით.

დღეს ჩვენ მონა ვართ მუცლის, ვნების, განკითხვის, ამპარტავნების, ფულის, დიდების, მოწევის, დალევის, მრუშობის ... სიტყვა თავისუფლება, რომ დამარცვლო ამას იღებ - „თავის უფალს“ და ადამიანი თავისუფალი კი არ გამოდის, მონა გამოდის ჭაობის და მერე ბევრს ღვთის შვილობაზე აქვს პრეტენზია.

ღვთის შვილები ყველა ვართ ფორმალურად, მაგრამ ჭეშმარიტად ღვთის შვილობას დამსახურება და საკუთარ თავზე მუშაობა უნდა და არა მხოლოდ ფიზიკურ ან გეოგრაფიულ თავისუფლებაზე ბაასი.

მერე ისეთი მომენტია, რომ ყველა საუბრობს სიყვარულზე და დამოუკიდებლობაზე და ეს თავისუფლების მქადაგებელი ხალხი, როცა მის აზრზე არ ხარ გადაიქცევა მთავარ რადიკალურ ძალად და გიწყებს ბულინგს, ანუ საკუთარ შექმნილ იდეოლოგიას, როგორც უნდათ ისე ირგებენ.

შესაბამისად, ჩვენ ვუახლოვდებით მკვეთრ პიკს, იქნება საკმაოდ დიდი პროცესები დედამიწაზე.

სამწუხაროა, მაგრამ არც ეს უკრაინის ომი დამთავრდება ასე ადვილად და როგორც ვიძახდი წლების წინ, ისეც მიდის მოვლენები და არც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი.

ლოგიკური დასასრული აქვს ყველაფერს.

ბევრი სიურპრიზი ჯერ კიდევ გზაშია და ჩვენ ყველანი ამ ფაქტების შემსწრე გავხდებით.

კავკასიას და კერძოდ, საქართველოს კი ექნება გადამწყვეტი როლი მისი ერის და ბუნებრივია, ამ პლანეტის და ღვთის წინაშე.

როლი იქნება ჭეშმარიტად საგანმანათლებლო და სულიერ-მეცნიერული ფაზის. ესოდენ, უახლოეს ნიადაგზე ამისთვის ჩვენთანაც გატარდება სოციო.პოლიტიკური ცვლილებები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის!

დანარჩენს, ყველას დრო გვანახებს იმას, რაც უნდა ვნახოთ!“,- წერს გიორგი ლობჯანიძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1725729684

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0. მანამდე კი ხვიჩა კვარაცხელიამ 11-მეტრიანი პენალტით ანგარიში გახსნა.  თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ერ...

ჩაკვეტაძე

1725727450

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა - ანგარიში გაიხსნა. 1:0 ქართველთა სასარგებლოდ. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან მამარდაშვილი...

კვარაცხელია

1725722193

ახალი ამბები

ავარია თუშეთში - დაღუპულია ერთი ადამიანი

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავმზიდს ერთ-ერთი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის ანძისთვის საწვავი მიჰქონდა, რა დროსაც ის...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1725719181

სპორტი

საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს

დღეს, საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.  გიორგი მიქა...

მიქაუტაძე

1725708925

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი ევროპული სახანძრო ავტომანქანა შეიძინა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციე...

მანქანა