არსებობს გარკვეული ასაკი, რომლის აღნიშვნა არ შეიძლება

რატომ აღნიშნავენ დაბადების დღეს? ეს დღე ხომ განსაკუთრებულია სხვა დღეებთან შედარებით, მაგრამ რატომღაც ამ დღეს გაურკვეველი სევდა და შიში მეუფლება. რთული სათქმელია, თუ რატომ ხდება ასე. ეს დღე თითქოს მეუბნება, რომ შენ არსებობ, ოდესღაც დაიბადე და aხლა უკვე ასაკი გემატება, იძენ გამოცდილებას და სიბრძნეს.

 

რატომ აღნიშნავენ დაბადების დღეს

ადამიანმა უნდა აღიქვას თავი პიროვნებად. ჩვენ ყველას გვსურს აღიარებულები და მნიშვნელოვანები ვიყოთ. დაბადების დღე განსაკუთრებული დღესასწაულია. ჩვენ გვიხარია კიდევ ერთი წელი რომ მოგვემატა, თან ვწუხვართ, რომ ამ დღეს ვაცნობიერებთ ჩვენი ცხოვრების დროებითობას, ვხვდებით, რომ არავინ ცხოვრობს მუდმივად.ასტროლოგია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ადამიანის დაბადების თარიღს. მასზე დაყრდნობით გვაწვდის უამრავ ინფორმაციას საკუთარ თავზე. ადამიანებს სჯერათ, რომ ვარსკვლავი, რომლის მფარველობის ქვეშ ისინი დაიბადნენ, ზემოქმედებენ მათ ბედზე, პიროვნებასა და მომავალზე. შეიძლება ეს ნაწილობრივ მართალიც იყოს, მაგრამ ზუსტად გარკვევა შეუძლებელია. ასევე საინტერესოა ნუმეროლოგია.შესაძლებელია, ამ დღის საკრალური მნიშვნელობის გამო არსებობს უამრავი ცრურწმენა და ზოგიერთი თარიღის აღნიშვნას არ გვირჩევენ. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით ციფრებზე, რომლებთანაც განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ.

 

რომელი თარიღი არ უნდა აღვნიშნოთ

33 წელი – სწორედ ამდენი წელი იცოცხლა იესომ. ზოგს სწამს, რომ ეს ასაკი ხმაურიანი წვეულებით არ უნდა აღნიშნოთ. უმჯობესია, გადახედოთ თქვენს ცხოვრებას, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორი მიმართულებით მიდიხართ. ეს თარიღი ითვლება დიდ ეტაპად, რომლის შემდეგ ახალი, სერიოზული ცხოვრების ნაწილი იწყება.40 წელი – ამ ასაკს მხოლოდ მორწმუნეები არ უფრთიან. ბევრ კულტურაში 40 ასოცირდება დასასრულთან. შესაძლოა, ეს ცრურწმენა გამოწვეულია იმით, რომ შუა საუკუნეებში ადამიანები იშვიათად აღწევდნენ ამ ასაკს, ხოლო ვინც ცოცხლობდა, ჩუმად იყვნენ, რათა სხვებში შური არ გამოეწვიათ. სამწუხაროდ, ადრე მედიცინა არ იყო განვითარებული და ცხოვრების პირობები ცუდი იყო.ასევე ამბობდნენ, რომ 40 წლის შესრულების შემდეგ მფარველი ანგელოზები გვტოვებენ და მიფრინავენ დასასვენებლად, რადგან თვლიან, რომ საკმარისი გამოცდილება და სიბრძნე დავაგროვეთ და მათი დახმარების გარეშე უნდა შევძლოთ ცხოვრება.53 წელი – ამ თარიღის აღნიშვნას არ ვურჩევთ ქალებს. ამ ასაკში მათ ფსიქიკასა და სხეულში რადიკალური ცვლილებებია. ჰორმონალური გარდაქმნები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ განწყობასა და ემოციურ ფონზე. ამიტომ ნუ დახარჯავთ ენერგიას ხმაურიან წვეულებებზე, რადგან შემდგომი წლები რთული იქნება. უმჯობესია მშვიდად გაატაროთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად.13 წელი – როგორც იცით, რიცხვ 13-თან დაკავშირებულია უამრავი ცრურწმენა და შიში. ამბობენ, რომ ამ ასაკში ბავშვის სული განსაკუთრებით დაუცველია ნეგატიური ზემოქმედებისგან. ამიტომ ეს დღე ჯობია არ აღნიშნოთ სტუმრებთან ერთად.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

🔵ბიჭო, ამბროსი, რას შობი?!….))))))))))) - ხათუნა ხოფერია "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს

🔵მიხეილ სააკაშვილი: ოჯახის წევრებთან პაემნები კვირაში ერთხელ აღარ, თვეში ერთხელ მექნება

წყარო:paparazzi.ge

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741543285

საზოგადოება

კახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა

უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...

დანაშაული

1741543032

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა.  დეპუტატის თქმით, გენდერი...

ლევან მაჭავარიანი

1741538557

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ

„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...

ბაჩო ოდიშარია.  

1741534941

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე

 რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...

ირაკლი კირცხალია

1741532232

სპორტი

ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება

ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...

თიშიშვილი