დღეს ბედობაა - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის ტრადიციასა და წესებზე

 საქართველოში ბედობის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღედ ითვლება, რადგან მიაჩნიათ, რომ როგორც ბედობის დღეს შეხვდებიან, მთელი წელი იმის მიხედვით ჩაივლის.

2 იანვარს და 15 იანვარს ბედობაა, ძველ დროში ახალი წლის მეორე დღე ბედნიერების დაბედების დღედ ითვლებოდა. ბედობას, ძველი ტრადიციის თანახმად, ხალისიანი განწყობით, ლაღად და უდარდელად ხვდებოდნენ.

ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, მაგრამ მოსახლეობა ტრადიციას არ ღალატობს. ფიქრობენ, რომ სწორედ ბედობის დღეზეა დამოკიდებული როგორი იქნება მათთვის მთელი წელი.

ძველად ამ დღესთან დაკავშირებით ოჯახის უფროსი მეკვლეს ანუ “კაი ფეხის” ადამიანს ირჩევდა. ოჯახები ცდილობდნენ, სახლიდან არ გასულიყვნენ და დღე ოჯახურ გარემოში გაეტარებინათ, გამონაკლისი მხოლოდ ბედობის მეკვლედ დაპატიჟება იყო.

სტუმრად წასული “მეფეხური” მასპინძელს ლამაზად გამოწყობილი უნდა წვეოდა, ოჯახისთვის ტკბილეული მიერთმია და მხიარულ განწყობაზე  ყოფილიყო. ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება, რადგან ეს იმედგაცრუებისგან დაცვას უკავშირდებოდა.

ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩენილია საქართველოში,  ამ დღესასწაულს აქტუალობა არ დაუკარგავს და 2 იანვარს “კარგი ფეხის” ადამიანისაგან შემდეგ სიტყვებს ისევ ელიან:

“შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი.

ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა“.

ძველად საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში არსებობდა “ფულის ქადის” ტრადიციაც. ოჯახის დიასახლისი სპეციალურად ბედობისთვის ტკბილ ქადას ამზადებდა, რომელშიც ხურდა ფულს ათავსებდნენ და მრგვალ ნუგბარს იმდენ ნაჭრად ჭრიდნენ, ოჯახში რამდენი წევრიც იყო. თვლიდნენ, რომ ვისაც მონეტა ამოუვიდოდა, იმ წელს იმ ადამიანს ბარაქა არ მოაკლდებოდა.

ახლა, მიაჩნიათ, რომ ბედობაზე ჩაფიქრებული ნატვრა რომ ახდეს, სხვადასხვა ეზოთერული რიტუალები უნდა ჩაატარონ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744701227

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი: სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები იყო კონფლიქტის პროვოცირების კლასიკური სცენარი, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები, ამჯერად, გახარიას ხელით ახორციელებდნენ

„2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები იყო კონფლიქტის პროვოცირების კლასიკური სცენარი, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები, ამჯერად, გახარიას ხელით ახორციელებდნენ“- ამის შესახებ, „ერთიანი ნ...

ვატო შაქარიშვილი

1744699955

საზოგადოება

სააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამომხმარებლო ბაზარი ინტენსიურად მოწმდება. „სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე...

კვერცხი

1744698734

მსოფლიო

აშშ-ში ძლიერი მიწისძვრა იყო

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ორშაბათს, სამხრეთ კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი სან დიეგოს ო...

საქართველო

1744698285

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: კომისიის დღევანდელ სხდომაზე რეჟიმის ყოველდღიურობის - ბიზნესის სისტემური რეკეტის შესახებ იქნება საუბარი, ათიათასობით ოჯახი ჰყავთ ნაწამები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კომისიის დღევანდელ სხდომაზე რეჟიმის ყოველდღიურობის - ბიზნესის სისტემური რეკეტის შესახებ იქნება საუბარი. მისი თქმით, „ნა...

ლევან მაჭავარიანი

1744697009

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ჩვენ გრანტების გაცემას არ ვკრძალავთ, უბრალოდ შემოწმდება მათი მიზნობრიობა

„ჩვენ გრანტების გაცემას არ ვკრძალავთ, რა თქმა უნდა გრანტები ისევ გაიცემა, უბრალოდ შემოწმდება მათი მიზნობრიობა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართვ...

დავით მათიკაშვილი