დინა მირცხულავა: „ბოდიში მოგვიხადეს და თქვეს, რომ ქალი უბრალოდ ნაცისტია“

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ნოველისტი, დინა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„სამჯერ მიჩივლა ქვედა, თურქმა მეზობელმა, დღე და ღამე არ მძინავსო, ხმაურობენ, დადიან და ავეჯი გადააქვთო.
ხომ წარმოუდგენელი რამეა. ილიკო დიდია, ილიანა პატარა. ავეჯი ჯერჯერობით არ მაქვს იმდენი, რომ დღე და ღამე ინტერიერს ვცვლიდე.
მოკლედ, სამჯერ გაგვაფრთხილეს, რომ მეზობელი აღარ შეგვეწუხებინა. სამივეჯერ მხრებს ვიჩეჩავდით, მართლა წარმოუდგენელი ცილისწამება იყო. მეოთხედაც რომ დარეკა ამ ქალმა პოლიციაში, ისევ მოვიდნენ და ამჯერად ჩემთან კი არა, იმასთან და მოგვისმინეს, ოღონდ რანაირად მოგვისმინეს, არ ვიცი, 10 საათზე გვეძინა გაგუდულებს, დილის შვიდამდე.
ბოდიში მოგვიხადეს და თქვეს, რომ ქალი უბრალოდ ნაცისტია. მითხრეს, რომ ცილისწამების გამო დამეწერა საჩივარი. და გაუკვირდათ, როცა ვუთხარი, რომ ჩემს ქვეყანაში არ არსებობს ასეთი კანონი, გამოცდილება არ მაქვს და იყოს, არ მინდა -მეთქი.რას მოვაყოლე ახლა ეს ამხელა ამბავი. ძალიან საჭირო რამეა ეგ კანონი, ძალიან.... და იქნებ, ჰააა“ - წერს დინა მირცხულავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
1741079387
საზოგადოებაჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას
ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე დიდ გემს ამერიკის ფლოტში – ამის შესახებ აღნიშნულია „ენბისი ნიუსის“ სტატიაში. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გ...
1741078518
საზოგადოებალევან მახაშვილი - მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია
მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვ...
1741077851
ახალი ამბებიერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდ...
1741075487
საზოგადოებასაქსტატი - თებერვალში ყველაზე მეტად, 15.4 პროცენტით, ზეთი გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რ...
1741074777
მსოფლიოCNN: ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს
ჩინეთის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინური პროდუქციისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების საპასუხოდ ამერიკულ საქონელზე საპასუხო გადასახადებს დააწესებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკ...