„ეტყობა ქურდმა რომ ნახა, ამ ქეისში ისეთი ჩხაკუნა რაღაც იდო, რომელსაც ვერ გაყიდდა, იქვე მიაგდო“ - დაუჯერებელი ისტორია

ამ დაუჯერებელ ისტორიას, ქართველი მსახიობის, ნოშრე ფელინის, იგივე პაატა ქვლივიძის ფეისბუკ გვერდზე გადავაწყდი. მსახიობი, ფილმების და სერიალების ქასტინგის რეჟისორი, „EKA CAST“ - ის წარმომადგენელი, ნოშრე ფელინი, საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე, ნიაზ დიასამიძის მიერ გამოთლილი ფანდურის უცნაური ბედისწერის შესახებ წერს, რომელიც საჩუქრად ზაზა კორინთელს (ზუმბა) გადასცა.
გთავაზობთ მუსიკალური ინსტრუმენტის ათწლიანი გაუჩინარების ამბავს, რომელიც გასტროლის დროს ერთ-ერთ ქვეყანაში დაიკარგა.
ნოშრე ფელინის, ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. როგორც ჩანს, სამყარომ, ის საინტერესო თავგადასავლების გმირად აირჩია.
„ღმერთია მოწმე საინტერესო, სათავგადასავლო და აწ უკვე მისტიკურ ამბებს მე არ ვეძებ, ის თავად მპოულობს. მოგიყვებით ამბავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა, ან დასრულდა კი? ვინ იცის ?
ამ ამბავს ათწლიანი პრეისტორია აქვს და გიყვებით ჩემი რაკურსით დანახულ ვერსიას, თუმცა უკვე დაწერა, ამ ისტორიის ერთ-ერთმა მთავარმა რგოლმა, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა Nino Agladze-მ.
წლების წინ, ნიაზ დიასამიძემ პირველად გამოთალა ფანდური, ზედ ამოტვიფრა ძველი დამწერლობის ნუსხურ-ხუცური ანბანის ასოები და დაბადების დღეზე საჩუქრად გადასცა ზაზა კორინთელს (ზუმბა) ასევე ჩემს მეგობარს. ამ კეთილშობილ ინსტრუმენტზე ბევრი თქვენთვის და ჩვენთვის საყვარელი მუსიკა დაიწერა, ბევრი კონცერტიც მოიარა, საქართველოში თუ მსოფლიოს დიდ ფესტივალებზე, მოკლედ ფანდურს უკვე გააჩნდა ისეთი წარსული, რომელსაც დიდი ისტორია ჰქონდა....
2011 წელს „ზუმბალენდი“, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, ერთ-ერთი ქვეყნიდან ბრუნდებოდა, უცებ აეროპორტში აღმოაჩინეს რომ ფანდური, რომელიც იდო გიტარის ქეისში, გაქრა ანუ ვიღაცამ მოპარა. დროის უქონლობის გამო ვეღარ მოასწრეს განეცხადებინათ პოლიციაში და ასე უფანდუროდ და გულდაწყვეტილები გამოფრინდნენ სამშობლოში.....
ეტყობა ქურდმა რომ ნახა ამ ქეისში ისეთი ჩხაკუნა რაღაც იდო, რომელსაც ვერ გაყიდდა და რამდენიმე მისთვის გაურკვეველი ალბომი, რომელსაც ეწერა „ზუმბალენდი, იქვე მიაგდო. მიგდებული, უპატრონო ნივთი აეროპორტმა შეინახა პატრონის მოლოდინში. რომ არავინ გამოჩნდა და გაუვიდა 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, აეროპორტმაც მოისროლა ნაგავში, ნაგავში კი შემთხვევით პოულობს იმ ქვეყნის მოქალაქე ქალბატონი. ვინაიდან ამ ქალს შვილი მუსიკოსი ჰყავს, ეს „ჩხაკუნა“ რაღაც, მიაქვს სახლში.
შვილი ამ დისკების სახელით იწყებს პატრონის ძებნას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
2021 წლის მარტში „ზუმბალედის“ გვერდზე მოდის შემდეგი შინაარსის წერილი:
„გამარჯობა, წარსულში ინსტრუმენტი ხომ არ დაგიკარგავთ? დედაჩემმა ნაგავში იპოვა ეს არაჩვეულებრივი ინსტრუმენტი, გიტარის ქეისში, მე მუსიკოსი ვარ და არ ვარ გულგრილი ძველი ინსტრუმენტების მიმართ. სოციალურ ქსელში, დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მსგავსი ინსტრუმენტი თქვენთან აღმოვაჩინე და ნუთუ პატრონი ვიპოვე?''
რა თქმა უნდა ატყდა ნინოს და იმ ღვთისნიერი ბიჭის მიმოწერაში ვაშა-ურა-მრავალჟამიერი და ცრემლთაფრქვევა. ამ კაი კაცმა იქვე დასძინა - გადამზიდავ კომპანიებს ვერ ვანდობ ამ საოცარი ნივთის გამოტანებას და ორივე მხარე დაელოდა იმ მომენტს, ვიდრე სანდო ადამიანი არ აღმოჩნდებოდა იმ ქვეყანაში, რომ გადაეცა და ჩამოეტანა ფანდური საქართველოში ....
როგორც მოგახსენეთ, ნინო აღლაძე, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჯგუფელი, მსახიობი და ამჯერად საერთაშორისო დონის პროექტების პროდიუსერია. მასთან სტუმრობისას ვსაუბრობდით და ვუთხარი ამა და ამ ქვეყანაში მივდივარ მალეთქო - რაო, გაუფართოვდა თვალები ადგა და მთელი ემოციით მომიყვა ეს ისტორია.
- არ გამაგიჟო, თუ მანდ მიდიხარ მე დაგიგეგმავ შეხვედრას და გთხოვ წამოიღე ფანდურიო. ალბათ არ არის ძნელი მისახვედრი მე რას ვეტყოდი, შემოვკარი ხელი, აჰა ექვთიმე თაყაიშვილობაღა მაკლდა, განძს ვაბრუნებ საქართველოში მეთქი (რა თქმა უნდა ეს ხუმრობით) და მალევე გავფრინდი.
ჩასვლიდან მეორე საღამოს, ნინო მწერს - ჩადი სასტუმროს წინ გელოდებაო. რაღაცნაირად გული ამიფორიაქდა. გამოვედი და ვხედავ მოღიმარ ბიჭს, რომელსაც ხელში მოწიწებით უკავია ჩვენი, ამხელა ისტორიის მატარებელი ინსტრუმენტი. რომ გადმომცა, მეგონა ემშვიდობებოდა ხელი გადაუსვა. იმ გულწრფელ ღიმილში, სადღაც სიღრმეში სევდაც გარეოდა. ერთმანეთს გულში ჩაკვრით დავემშვიდობეთ, მადლობა ვუთხარი ყველას სახელით და დავშორდით. ეს კაი კაცი გახლავთ Filip Boudař Havel.
მთელი საოცრება ის არის, ერთ-ერთ ქვეყანაში მიწევდა გადაჯდომა, მოსაწევ ოთახში შევედით დიდი სივრცე იყო, ჩამოვსხედით და რომ გამოვედი აღმოვაჩინე იქ დამრჩენოდა. გამაცია, როგორ გავრბოდი უნდა გენახათ, გადავრჩი ისევ იქ იდო.
რომ ჩამოვედი, ნინო ისე ელოდებოდა აეროპორტში დამხვდა და იქიდანვე თავისთან გამაქანა, მანამდე ზაზამ მომწერა საოცრება ეს ყველაფერი რაც ხდება დაუჯერებელიაო.
ინსტრუმენტი დაბრუნდა სახლში და გადავიდა ნინოს და ზაზას შვილის უნიჭიერესი დაჩი კორინთელის კუთვნილებაში, მჯერა დაჩი კარგ მუსიკას შექმნის და ყველა ერთად ვიმღერებთ იმ მუსიკას, როგორც დღემდე ვმღერით ამ ფანდურზე დაბადებულ ბევრ კარგ სიმღერას.
19.12.2021 noshre felini“ - წერს პაატა ქვლივიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 „რა ჯანდაბა უნდა ამას მანქანაში-მეთქი და გადავაგდე“ - უცნობი მძღოლის ისტორია
📌 რწმენის ძალის გამოყენება - ამ სტატიას შენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...