გაინტერესებთ რა ბედი დაგყვათ თქვენი დაბადების რიცხვის მიხედვით? - მიხეილ ცაგარელის განმარტება

კონკრეტულ რიცხვში დაბადებულ ადამიანს ამ თარიღთან ასოცირებული ბედი და შესაძლებლობები დაჰყვება თან, ანუ ადამიანები ამ ქვეყანას კონკრეტული რიცხვების ვიბრაციით ევლინებიან, რაც სამომავლოდ მათი ხასიათის უმთავრეს შტრიხებსა და პიროვნულ განვითარებაზე ახდენს გავლენას.

გთავაზობთ მიხეილ ცაგარელის განმარტებებს დაბადების რიცხვებთან დაკავშირებით:

1 – ამ რიცხვში დაბადებულები მზის ენერგიის მატარებლები არიან. მათთვის აუცილებელია მუდმივი მოძრაობა და მოქმედება.

2 – ცხოვრებაში მთავარია, სწორად გააკეთონ არჩევანი, რადგან ამ რიცხვში დაბადებულები მუდამ უკიდურესობებში ვარდებიან.

3 – ამ რიცხვში დაბადებულებს მოეთხოვებათ, ცხოვრებაში ყველაფერი საკუთარი ხელით აკეთონ და არასოდეს იყვნენ სხვის იმედზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ წარუმატებლობა ელით.

4 – ამ რიცხვში დაბადებულთათვის მთავარია ინფორმაციის სწორად აღქმა. კომუნიკაბელური ხალხია და ყოველთვის წარმატებული არიან კომერციასა და ჟურნალისტიკაში.

5 – იურისტების, ადვოკატებისა და ზოგადად, სამართლიანობის მოყვარული ადამიანები არიან. მათთვის უმთავრესი სიმართლის პრინციპით ცხოვრებაა.

6 – ამ რიცხვის ვიბრაციით მზრუნველი, მოსიყვარულე ადამიანები იბადებიან. მათთვის აუცილებელია, ყველაფერი სიყვარულით აკეთონ და არასოდეს დააძალონ თავს საქმის იძულებით კეთება.

7 – ასკეტების, მკაცრი მორალური პრინციპების მქონე ხალხის რიცხვია. მათ თანდაყოლილი სიბრძნე და კეთილგონიერება აქვთ.

8 – რეფორმატორების, გამომგონებლების რიცხვია, ამ ხალხს განსაკუთრებული მისია აკისრია. ხშირად აღწევენ წარმატებას პოლიტიკაში.

9 – მაღალი სულიერების მქონე ინდივიდების რიცხვია, მათ შორის ბევრი თეოლოგი და ფსიქოლოგი გვხვდება. ცხოვრებას ყოველთვის ფხიზელი თვალით უყურებენ.

10 – მასწავლებლების, პედაგოგიური ნიჭის მქონე ხალხის რიცხვია. მათთვის მარტივია სხვებისთვის ცოდნის გადაცემა.

11 – ხელოვანი ადამიანების რიცხვია. მათთვის აუცილებელია შემოქმედებითი თვითგამოხატვა. მათ შორის ხშირად ვხვდებით თეატრალებს, მუსიკოსებსა და მხატვრებს.

12 – მზრუნველი, აქტიური ადამიანების რიცხვია. მათ შორის ბევრია ექიმი და სოციალური მუშაკი.

13 – კომუნიკაციური ხალხის რიცხვია. კარგი დიპლომატები და საკონსულტაციო სფეროს წარმომადგენლები გამოდიან.

14 – კანონმორჩილი, ტრადიციების მოყვარული ხალხის რიცხვია. არიან საკუთარი ქვეყნის პატრიოტები. წარმატებას აღწევენ ისტორიკოსობასა ან ტურიზმის სფეროში.

15 – დამოუკიდებლობის მოყვარული, კრეატიული ადამიანები არიან. ყველაფერში ეძებენ სილამაზესა და ჰარმონიას.

16 – მიზანსწრაფული, ჯიუტი და საოცრად პრინციპული ხალხია. ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზანს.

17 – გამომგონებლური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან. შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან შედევრი.

18 – იდეალისტი, მეოცნებე და ხშირად ილუზიებში მცხოვრები ხალხის რიცხვია. ბევრი მათგანი მიდრეკილია ალკოჰოლიზმისკენ.

19 – სხვებზე დამოკიდებული და ლაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანები არიან. მათთვის აუცილებელია საკუთარი, ინდივიდუალური ცხოვრებისეული ხედვის გამომუშავება.

20 – პრინციპული, წინდახედული და ფრთხილი ხალხია. მათი მთავარი პრობლემა ასოციალურობაა, ამიტომ უნდა ეცადონ, გახდნენ უფრო კომუნიკაბელურები.

21 – სპორტსმენების, მოცეკვავეებისა და ზოგადად, ფიზიკური აქტივობით გამორჩეული ხალხის რიცხვია. მათი უმრავლესობა ღრმა სიბერემდე აქტიურია.

22 – ამ ხალხისთვის უდიდესი ნაკლია ქაოსურობა. მათ უნდა გამოიმუშაონ დაკვირვების უნარი და სიფრთხილე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ ბევრი პრობლემა ელით.

23 – მაძიებელი ბუნების, ცნობისმოყვარე და ოპტიმისტი ხალხის რიცხვია. მათთვის აუცილებელია, ცხოვრებაში კონკრეტული მიზანი დაისახონ და მიჰყვნენ მას.

24 – კრეატიული, შემოქმედებითი აზროვნების მქონე ხალხია. მათთვის აუცილებელია მუდმივი კომუნიკაცია ადამიანებთან.

25 – ავტორიტეტული, დიქტატურისკენ მიდრეკილი და ძლიერი ნებისყოფის მქონე ხალხის რიცხვია. მათი უმრავლესობა პატივისცემით სარგებლობს გარშემო მყოფებში.

26 – ამ ხალხის ძირითადი პრობლემები სასიყვარულო სფეროს უკავშირდება. უჭირთ შესაფერისი პარტნიორის პოვნა. მათთვის სიყვარული ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

27 – იდეალისტი, შემოქმედებითი ხალხია. თუმცა, მათი პრობლემა ზედმეტად პრეტენზიულობაა. ეს კი ხშირად იწვევს გაუგებრობებს.

28 – ძლიერი ნებისყოფის მქონე, კარგი ინტუიციით დაჯილდოებული ხალხია. მათ უმრავლესობას საკუთარი თავის სრულყოფაც კი შეუძლია.

29 – გენეტიკური სიბრძნით დაჯილდოებული ხალხია. მათთვის მარტივია, ნებისმიერი ტიპის ოკულტური ცოდნის ათვისება.

30 – მებრძოლი, სულით რევოლუციონერი და დაუმორჩილებელი ხალხია. ხშირად ქმნიან ქაოსს და არეულობას გარშემო მყოფებს შორის.

31 – გონიერი, ფილოსოფიური აზროვნების მქონე ხალხია. მათ უმეტესობას უნარი აქვს, ისწავლოს და გაიზარდოს საკუთარ შეცდომებზე.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵 19 აგვისტოს გაუჩინარებული პატარა, 5 თვის შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა (ფოტორეპორტაჟი)

🔵რომის პაპმა 16 ჩვილი მონათლა

🔵თოვლიან ხევში ჩავარდნილ პატრონს, ძაღლი 13 საათის განმავლობაში საკუთარი სხეულით ათბობდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741955271

ახალი ამბები

„მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობის ფორმების, მათ შორის იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებით“ - არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტზე ისაუბრა, რომლის ა...

არჩილ გორდულაძე

1741953766

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“: ტერორისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა

ტერორისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში, რომლითაც პარტია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მორიგ გლობალურ ანგარიშს ეხ...

ქართული ოცნება

1741953015

ახალი ამბები

„ნაკლებად მჯერა ზურაბიშვილის ლიდერობის, ხაზარაძეს ფული აქვს და ის იჩალიჩებს ლიდერობაზე“ - იაგო ხვიჩია

„ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი უკვე გაერთიანებული არიან და რამდენად უფრო შეამჭიდროვებენ ერთმანეთთან ჩახუტებას, ვერ გეტყვით, მაგრამ წარმატებას ვუსურვებ, რადგან ჯერ კიდევ ქარტიამ გააერთიანა ეს ხალხი, შ...

პოლიტიკოსი

1741952765

ახალი ამბები

ვოლსკი ჩეხეთის სენატის მიერ მიღებულ ანტიქართულ რეზოლუციაზე: ამ კომიტეტსაც სირცხვილი, სამარცხვინო და უსამართლო ქმედებაა

„სამარცხვინო და უსამართლო ქმედებაა, სირცხვილი ამ კომიტეტსაც“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჩეხეთის  სენატის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ ანტიქართულ რეზოლუციას. მისი...

გიორგი ვოლსკი

1741949034

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: ნარკოტიკების გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში, ვინც ამის წინააღმდეგია, ის არის საქართველოს მომავლის წინააღმდეგი

„ნარკოტიკების გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში“, - განაცხადა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ...

თენგიზ შარმანაშვილი