ლაპლანდია - სანტა-კლაუსის ჯადოსნური სოფელი

ლაპლანდია – ზღაპრული პროვინცია ფინეთის ტერიტორიაზე, სადაც ყველა ბავშვს უოცნებია მოგზაურობა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც (და არა მარტო ბავშვებს...).
მოგზაურობა როვანიემიდან იწყება, ეს ჩრდილოეთის ქალაქი პოლარული წრიდან 8 კილომეტრში მდებარეობს.
ზამთარში როვანიემი ლაპლანდიის ყველაზე საყვარელი კურორტი ხდება დიდებისთვის და პატარებისთვის – სწორედ აქ ატარებს უდიდეს დროს საშობაო სამზადისში სანტა-კლაუსი.
აქ, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს სანტა-კლაუსის ცნობილი სოფელი, სანტას რეზიდენცია, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოშია ცნობილი. სანტა-კლაუსი აქ ყოველდღე მოდის, იღებს სტუმრებს, კითხულობს წერილებს (რომლების გაგზავნაც შესაძლებელია მისამართზე: Santa Klaus, 96930 Arctic Circle, Rovaniemi, Finland), და იგებს, თუ რაზე ოცნებობენ ბავშვები და როგორი საჩუქრების მიღება სურთ საშობაოდ.
სანტა-კლაუსის სოფელში, გარდა სანტას ოფისისა და ფოსტისა, განთავსებულია ტურისტული კოტეჯები, უამრავი მაღაზია და რესტორანი, ირმების ფერმა. ზამთარში, სოფლის მოედანზე უამრავ გორაკებს აგებენ სასრიალოდ. სოფლის ცენტრში დიდი ნაძვის ხე დგას, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დროშებით რთავენ. ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავს და სადღესასწაულო ატმოსფეროა შექმნილი.
სანტა-კლაუსის ოფისი სოფლის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
კაბინეტში მოხვედრა ოფისის გრძელი დერეფნის გავლით არის შესაძლებელი, სადაც სანტა და მისი უცვლელი დამხმარეები – გნომები სიხარულით იღებენ სტუმრებს.
მასთან ურთიერთობა რთული სულაც არ არის, რადგან სანტამ უამრავი უცხო ენა იცის.
აქვეა სანტა-კლაუსის ფოსტა,
აქ შეგიძლიათ შეუკვეთოთ წერილი სანტასგან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. წერილის შედგენასა და გაგზავნაში მხიარული ელფები დაგეხმარებიან. აქვე იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ბავშვების წერილებს და შემდეგ გადასცემენ სანტას.
საინტერესო სტატისტიკა: 1980 წლიდან სანტა-კლაუსმა 20 მილიონზე მეტი წერილი მიიღო.
ფოსტა, ისევე როგორც სანტას ოფისი, მთელი წლის განმავლობაში მუშაობს.
სოფელში კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა - პოლარული წრის გეოგრაფიული და ამავდროულად ზღაპრული საზღვრის კვეთა, რომელიც თეთრი ველით არის გამოსახული და დატანებულია წარწერა ” Arctic Circle”.
ელფების ჯადოსნური გამოქვაბული-
სოფლის მახლობლად სანტას მიწისქვეშა პარკი მდებარეობს, რომელშიც მხიარული ელფები ბინადრობენ. ეს გახლავთ გვირაბებისგან შემდგარი ნაგებობა, რომელიც პირდაპირ კლდეშია გამოჭრილი.
სანტა-პარკში თავგადასავლე მისის კლაუსის საკონდიტროსა და სამზარეულოში შესაძლებელია ჯანჯაფილის ორცხობილების დაგემოვნება და გამოცხობაც კი.
ყინულის დედოფლის სამეფო გაგაოცებთ ჩრდილოეთის ცხოველებისა და ზღაპრული პერსონაჟების სკულპტურებით ყინულის გალერეაში...
ელფები მოგიწყობენ მხიარულ მოგზაურობას მაგიური მატარებლით, რომელსაც ”წელიწადის დროები” ეწოდება.
პარკი ”არქტიკული ზამთრის სამყარო” - კიდევ ერთი შესანიშნავი ადგილი პატარებისთვის მდებარეობს სანტა კლაუსის სოფლის მახლობლად. მაგრამ ეს პარკი მხოლოდ ზამთარში მუშაობს – დეკემბრის დასაწყისიდან მარტამდე.
არ შეიძლება, დატოვო ეს ადგილები ისე, რომ ძაღლების ან ირმების მარხილით არ გაისეირნოთ და არ ნახოთ ულამაზესი ჩრდილოეთის ციალი.
ნატო როზომაშვილი
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...
1740829321
ახალი ამბები„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე
ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...
1740826776
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში
„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...
1740825221
ახალი ამბები„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...
1740823630
ახალი ამბები„სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები“ - კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ამის შესახებ მან საქართვ...