“მკითხა, რომ გავიზრდები გურჯისტანში ხომ წამიყვანო?” - ლაზი ბიჭუნასა და ქართველი მწერლის ამბავი
მწერალი მაია წიკლაური-სარიჩამი საკუთარ ფეისბუკგვერდზე ამაღელვებელ ისტორიას აქვეყნებს, რომელიც ახალგათხოვილს გადახდა ერთ პატარა ლაზურ სოფელში.
"ერთი კვირის პატარძალი ვარ და წამიყვანეს სიმინდის ყანებში ჩაფლულ პატარა ლაზურ სოფელში,
ყანისა და სიმინდისა მე რა გამეგება, ჩამოვჯექი სახლის წინ ქვის კიბის საფეხურზე და ვაკნაწუნებ საქართველოდან ბებიაჩემის გამოტანებულ, ახლად მოხალულ მზესუმზირას. მთელი სოფელი გასულია სათოხში. შემოვიდა ეზოში ასე 5-6 წლის დიდთვალება ბიჭუკელა და პირდაღებული მიყურებს, ერთ ხელში პაწაწინა თოხი უჭირავს, მეორე ხელში - მჭადის ნატეხი.
მოდი-მეთქი, დავუქნიე ხელი, თურქული ჯერ არ ვიცი, ლაზური მითუმეტეს, დაილოცოს ხელ-ფეხის ენა, ყველას ესმის!
ჯერ კარგად ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მერე ენა გამომიყო და დამეჯღანა, მეც დავეჯღანე. ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა და გამიღიმა, მეც გავუღიმე, გამბედაობა მოიკრიბა და მჭადი გამომიწოდა, გამოვართვი და ერთი მუჭა მზესუმზირა შევთავაზე.
რამდენიმე წუთის მერე კიბეზე გვერდიგვერდ ვაკნაწუნებდით ქიზიყის მზესუმზირას და დიდი ხნის მეგობრებივით ვტიკტიკებდით თურქეთის მიწა-წყალზე, ის ლაზურად, მე ქართულად.
დაბრუნდა დაღლილ-დაქანცული ხალხი ყანებიდან. ამ ჩემს პატარა ძმაკაცსაც დაუძახეს. რაღაც სასიამოვნო ჩამირაკრაკა, გამიღიმა და თავისი პატარა თოხის ქნევა-ქნევით გაიქცა, მეც შევედი სახლში სუფრის გასაშლელად.
მეორე დილით გავიხედე და ისევ მოცუნცულდა ჩემი ციცქნა ბერქაი ახლად გამომცხვარი მჭადით ხელში, ხოდა, ასე მთელი კვირის მანძილზე, ის თავის ენაზე, მე ჩემს ენაზე, ვუზიარებდით ერთმანეთს დარდებს, და მშვენივრად გვესმოდა ერთმანეთის.
ერთ დილასაც აღარ მოვიდა ბერქაი, ველოდე, ველოდე, ველოდე... ვეღარ მოვითმინე.
პატარა მდინარის გადაღმა ნაპირზე, ხის მოძველებულ სახლში ცხოვრობდა დიდთვალება ლაზი ბიჭუნა, ბერქაი.
ვაკაკუნე და ვაკაკუნე კარებზე, არავინ გამომეხმაურა, წამოვედი დაღონებული. არც მეორე დღეს და არც მესამე დღეს მოსულა ბერქაი...
გავიდა რამდენიმე წელი და მეზობელ ქალაქში, ობოლი ბავშვების ინტერნატში, უფროს კლასებში გამანაწილეს ქიმიის მასწავლებლად. ერთხელაც, შესვენებაზე, მომიახლოვდა 10 წლის ბიჭუნა და უსიტყვოდ მჭადი გამომიწოდა. უცებ გული გამიჩერდა - ორი დიდი ნაცნობი თვალი მიყურებდა, მოწყენილი და სევდიანი პატარა სახიდან:
- ბერქაი! - შევყვირე გახარებულმა,
ჩავიმუხლე და გავშალე ორივე ხელი, ჯერ შეყოყმანდა, მერე გამოიქცა და ჩამეხუტა:
- სად დამეკარგე, ბერქაი! როგორ გელოდებოდი, რომ იცოდე!
ობოლი ყოფილა ბერქაი, მოხუც ბებიასთან იყო იმ ზაფხულს, მერე კი ბიძებმა ბავშვთა თავშესაფარში წაიყვანეს, თურმე არც კი ჰკითხეს, როგორ უნდოდა მდინარის გადაღმა ერთადერთ გურჯ მეგობართან გამომშვიდობება. სლუკუნებს ბერქაი და ვიცრემლები მეც, მზესუმზირას ხომ მომიხალავო? - მკითხა, აუცილებლად-მეთქი; რომ გავიზრდები, გურჯისტანში ხომ წამიყვანო? - შენ ნასწავლი კაცი იქნები და თვითონ წახვალ-მეთქი.
ბერქაიმ არდაჰანის უნივერსიტეტის ქართული ენა-ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა და ხშირად მესტუმრება ხოლმე თავის ქართველ მეუღლესთან ერთად მზესუმზირის საკნაწუნოდ."28.10.2021
1736523191
მსოფლიოBBC - ლოს-ანჯელესში 180 000-მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა
ლოს-ანჯელესში 180 000-მდე ადამიანისევაკუაციის ბრძანება გაცემულია. ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, - აღნიშნულის შესახებ BBC-ი იტყობინება. მედიასაშუალების ცნობით, ლოს-ანჯელესში ხანძრის...
1736520887
მსოფლიოსლოვაკეთის პრემიერის თქმით, პუტინთან შეხვედრისას რუსეთიდან გაზის მიწოდების საკითხი განიხილა - Reuters
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს, განიხილა „გაზპრომთან“ კონტრაქტი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფ...
1736517597
მსოფლიოტრამპი: აშშ-ში მფრინავი იდუმალი უპილოტო აპარატების შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში შესვლიდან ერთ დღეში გამოვაქვეყნებ
აშშ-ში მფრინავი იდუმალი უპილოტო აპარატების შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში შესვლიდან ერთ დღეში გამოვაქვეყნებ, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. „სასაცილოა, რომ ისინი...
1736516080
მსოფლიორუსეთში იერიში მიიტანეს საწყობზე, რომელშიც სადაზვერვო დრონები და საბრძოლო მასალები ინახებოდა - უკრაინული მედია
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 10 იანვრის ღამეს, დრონებითა და „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებით იერიში მიიტანეს რუსეთში, როსტოვის ოლქის სოფელ ჩალტირის სიახლოვეს მდებარე საწყობს, რომელშიც საბრძოლო მასალები...
1736514667
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8310 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8367 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...