მოხუცი ბებო, მზრუნველი მეზობლები და კარს მომდგარი ახალი წლის ისტორია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მელექედურის მკვიდრი ლაშა ღლონტი, წინა საახალწლო სამზადისის შესახებ წერს. ამბავი, რომელსაც ლაშა გვიყვება არცერთ ადამიანს, ვინც სოფლის, სტუმარმასპინძლობის და კარგი მეზობლის ფასი იცის, გულგრილს არ დატოვებს.
ლაშა ღლონტი, რომელიც დედაქალაქში ცხოვრობს, სოფელში მარტო მყოფ მოხუც ბებიას ხშირად სტუმრობს. როგორც წესი, ამჯერადაც ბებიასთან იმყოფება, რადგან მოხუცმა ახალ წელს თავი მარტო არ იგრძნოს.
„დღეს ისეთი დღეა აი არავის რომ არ სცალია. ზოგი საყიდლებზეა, ზოგს რაღაცები აქვს მოსაწესრიგებელი, მეც ამ სიაში ვარ. ჰოდა ვემზადებოდი ხვალისთვის, ჯერ რაღაცები მოვაწესრიგე, მერე საყიდლები რომ არ გამომრჩენოდა სია ჩამოვწერე და მოვემზადე ბაზარში წასასვლელად.
სანამ წავიდოდი ჯერ ერთი მეზობელი მესტუმრა, რაღაც პატარაა ცელოფნის პარკით - შემოვიპატიჟე, თუმცა არ გაჩერდა, ეჩქარებოდა. მეც იქვე ხომ არ გავხსნიდი და სახლში დავდე. ამასობაში მეორეც, მერე მესამე, სულ მოდიან და მოდიან. დღეს 30 დეკემბერია და საყიდლების სიის ბოლო დღე მქონდა.
იცით რაა? საყიდელი აღარაფერი მაქვს.
ერთი ისღა დამრჩენია, რომ მშვიდად ველოდო კიდევ ერთ დღეს და 12 საათს, რომ რამე გავისროლოთ, აღვნიშნოთ და სტუმრები მივიღოოო. მადლობა ყველას! გილოცავთ დამდეგს!“ - წერს ლაშა ღლონტი.
პ.ს. ფოტოები გადაღებული სოფელ მელექედურში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ქართველი ძიძის მიერ ქართულად ალაპარაკებული 5 წლის აიდა (ვიდეო)
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...
1741011697
მსოფლიოგერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...
1741010539
მსოფლიოტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...