„ოქროს გლობუსი“ 2022 - დაჯილდოების ცერემონია (ვიდეო)

ლოს-ანჯელესში ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის ჯილდოს, ოქროს გლობუსის გადაცემის ცერემონია გაიმართა.
2022 წლის საუკეთესო დრამატული ფილმი Power of The Dog გახდა. სურათმა ასევე რეჟისორ ჯეინ კემპიონს და მსახიობ კოდი სმიტ-მაკფის ოქროს გლობუსები მოუტანა. სამ-სამი ჯილდო მიიღეს ასევე სტივენ სპილბერგის მიუზიკლმა West Side Story და სერიალმა Succesion. წლის სენსაციად წოდებული Squid Game ერთ ოქროს გლობუსს დასჯერდა.
შარშანდელი დაჯილდოების შემდეგ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია (HFPA) მედიამ და ჰოლივუდის ვარსკვლავებმა გააკრიტიკა. მათი თქმით ასოციაციის რიგები ასაკოვანი თეთრი კაცებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ჯილდოების გაცემისას რასობრივი და გენდერული სტერეოტიპებით ხელმძღვანელობენ. მოგვიანებით, იგივე მიზეზით, ოქროს გლობუსის დაჯილდოების ტრანსლაციაზე უარი თქვა სატელევიზიო არხმა NBC-მ.
ასოციაციამ თავის რიგებში 21 ახალი წევრი მიიღო, თუმცა, როგორც ჩანს ცვლილება საკმარისი არ აღმოჩნდა, ვინაიდან ჯილდოების გადაცემაზე ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობამ უარი თქვა. სწორედ ამიტომ ასოციაციის ხელმძღვანელობამ წლევანდელ ცერემონია წითელი ხალიჩის, სტუმრებისა და სატელევიზიო ტრანსლაციის გარეშე ჩაატარა.
2022 წლის ოქროს გლობუსის გამარჯვებულთა სრული სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა
The Power of the Dog
საუკეთესო მხატვრული ფილმი – მიუზიკლი ან კომედია
West Side Story
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი
Drive My Car (იაპონია)
საუკეთესო რეჟისორი
ჯეინ კემპიონი, The Power of the Dog
საუკეთესო სცენარი
კენეტ ბრანა, Belfast
საუკეთესო მსახიობი ქალი მხატვრულ ფილმში – დრამა
ნიკოლ კიდმანი, Being the Ricardos
საუკეთესო მსახიობი კაცი მხატვრულ ფილმში – დრამა
უილ სმიტი, King Richard
საუკეთესო მსახიობი ქალი მხატვრულ ფილმში – მიუზიკლი ან კომედია
რეიჩელ ზეგლერი, West Side Story
საუკეთესო მსახიობი კაცი მხატვრულ ფილმში – მიუზიკლი ან კომედია
ენდრიუ გარფილდი, Tick, Tick... Boom!
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი მხატვრულ ფილმში
არიანა დებოსე, West Side Story
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი მხატვრულ ფილმში
კოდი სმიტ-მაკფი, The Power of the Dog
საუკეთესო ანიმაციური ფილმი
Encanto
საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის
ჰანს ზიმერი, Dune
საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის
ბილი აილიში, No Time to Die
საუკეთესო სერიალი – მიუზიკლი ან კომედია
Hacks
საუკეთესო დრამატული სერიალი
Succession
საუკეთესო მსახიობი კაცი სატელევიზიო სერიალში – დრამა
ჯერემი სტრონგი, Succession
საუკეთესო მსახიობი ქალი სატელევიზიო სერიალში – დრამა
მიქაელა ჯეი როდრიგესი, Pose
საუკეთესო მსახიობი ქალი სერიალში – მიუზიკლი ან კომედია
ჯინ სმარტი, Hacks
საუკეთესო მსახიობი კაცი სერიალში – მიუზიკლი ან კომედია
ჯეისონ სუდეკისი, Ted Lasso
საუკეთესო მინისერიალი
The Underground Railroad
საუკეთესო მსახიობი ქალი, სატელევიზიო მინისერიალი
ქეით უინსლეტი, Mare of Easttown
საუკეთესო მსახიობი კაცი, სატელევიზიო მინისერიალი
მაიკლ კიტონი, Dopesick
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი სერიალში
სარა სნუკი, Succession
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი სერიალში
ო იონგ-სუ, Squid Game
წყარო: „ტაბულა“
ასევე საინტერესოა:
1741890044
საზოგადოებაქართველი მოჭიდავე რომეო ბერიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი სპორტსმენი დაამარ...
1741888293
საზოგადოება2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა
2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს მონაცემი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15,4% -ით მეტია. ახალ მონაცემებს სტატისტ...
1741887911
საზოგადოებაბექა დავითულიანი - თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს, საკითხი ამოწურულია, სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა
სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა, მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და, ვისაც რეალურად ამის სურვილი ჰქონდა, განაგრძოს თავისი საქმის კეთება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითული...
1741887745
სპორტიქართველი მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ალბანეთში მიმდინარეობს 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპა...
1741887016
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო....