რა არის ჩერნობილის ყველაზე უარესი სცენარი? - ექსპერტების განმარტება

სანამ რუსული ჯარები გასულ თვეში უკრაინის საზღვარს გადაკვეთდნენ, ჩერნობილის ატომური ენერგოსადგურის ექსპერტები ოლენა პარენიუკი და კატერინა შავანოვა ჩერნობილში მუშაობდნენ. ორივე ამჟამად უკრაინაშია (შავანოვა კიევშია, ხოლო პარენიუკი ჩერნივცის მახლობლად).
ისინი გასული კვირის დასაწყისში იმ საფრთხის შესახებ პროგნოზირებდნენ, რომელსაც რუსული სამხედრო აქტივობა ჩერნობილს და ქვეყნის ბირთვულ ინფრასტრუქტურას უქმნის.
რა არის ამჟამინდელი რისკები ჩერნობილის ობიექტზე?
ექსპერტების განცხადებით, სასიცოცხლო აუცილებლობაა, რომ მოხდეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალის როტაცია.
მათი თქმით, პერსონალი, რომელიც ჯერ კიდევ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე იმყოფება, იქ შევიდა 23 თებერვალს. ხოლო მათ მტერმა არ მისცა საშუალება, შეცვლილიყო პერსონალი, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად არის დაღლილი როტაციის ნაკლებობისა და შეიარაღებული ზეწოლის გამო.
რა შეიძლება გამოიწვიოს პერსონალის გადაღლამ?
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ობიექტის უსაფრთხოებაზე კონტროლის დაკარგვა და შიდა და გარე საწყის მოვლენებზე რეაგირების შეუძლებლობა, როგორიცაა ხანძარი, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე რადიაციული ეფექტები.
გარდა ამისა, დაიკარგა კავშირი ავტომატური მართვის სისტემასთან და ზუსტი მონაცემები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიაციული სტატუსის შესახებ უცნობია, მოიმატა თუ არა იქ რადიაციის დონემ.
2022 წლის 9 მარტის, 11:22 საათიდან ჩერნობილის ატომურ სადგურს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ატომური სადგურის მენეჯმენტის თქმით, ადგილზე მიტანილი იქნა დიზელის საწვავის დამატებითი მარაგი დიზელის ელექტროსადგურებისთვის, რაც უზრუნველყოფს დახარჯული ბირთვული საწვავის შესანახი ობიექტების გადაუდებელი ელექტროენერგიის მიწოდებას.
ორშაბათს ჩერნობილის უკრაინელმა თანამშრომლებმა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მოახერხეს, სამშაბათს კი ისევ შეფერხებები იყო.
ჩერნობილის ზონაში მთავარი რისკი არის არა რადიაცია, არამედ რუსული ჯარები...
რა არის ჩერნობილის ყველაზე უარესი სცენარი?
ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, არსებობს მნიშვნელოვანი სისტემებისა და აღჭურვილობის უსაფრთხოების გამორთვის რისკი, კერძოდ:
◀️ ვენტილაციის, სითბოს გაფრქვევის, ტექნოლოგიური და რადიაციული კონტროლის სისტემების.
◀️ დაიკარგება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ინდიკატორებზე დისტანციური მართვის შესაძლებლობა შესანახ ობიექტებზე, ახალი უსაფრთხო დაწესებულებაში და სხვა ობიექტებზე.
◀️ ოპერატორები ვერ შეძლებენ გააკონტროლონ წყლის დონე და ტემპერატურა დახარჯული ბირთვული საწვავის შესანახ აუზებში.
◀️ დახარჯული ბირთვული საწვავის საცავში არის გრძელვადიანი რადიონუკლიდები, რომლებიც უბედური შემთხვევის შემთხვევაში შეიძლება მოხვდნენ კახოვკას წყალსაცავში, შემდეგ კი მდინარე დნეპროს გასწვრივ შავ ზღვაში.
უზარმაზარი ტერიტორია ათასობით წლის განმავლობაში იქნება დაბინძურებული რადიაციისგან, თუ უბედური შემთხვევა მოხდა ერთ ელექტროსადგურთან ან დახარჯული საწვავის ერთ კონტეინერთან, რომელიც ქარის მიმართულებიდან გამომდინარე, რადიოაქტიური ღრუბელი გავლენას მოახდენს რუსეთზე, ბულგარეთზე, საბერძნეთზე, რუმინეთსა და სხვა სასაზღვრო ქვეყნებზე.
რა საფრთხე ემუქრება უკრაინის სხვა ბირთვულ რეაქტორებს?
ზაპოროჟიეს ელექტროსადგური და ქალაქი ენერგოდარი კვლავ რუსული სამხედრო ნაწილების კონტროლის ქვეშ იმყოფება.
ენერგობლოკების მდგომარეობა არ შეცვლილა:
მუშაობს ორი ბლოკი, ორი ენერგობლოკი შეკეთების პროცესშია (№ 1 და № 6), დანარჩენი გაჩერებულია.
ზაპოროჟიეში შვიდი ბირთვული ობიექტია:
ექვსი ატომური ელექტროსადგური და დახარჯული ბირთვული საწვავის საცავი დაახლოებით 20 ჩერნობილის ტოლფასია!
ეს არის უზარმაზარი რაოდენობის ბირთვული მასალა, რომელიც ახლა [უკრაინის] კონტროლის გარეშეა [და] ატომური ენერგიის საერთაშორისო ასოციაციისგანაც კი.
ეს საფრთხეა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ახლომდებარე ქვეყნებისთვის.
"ამჟამად ჩერნობილი და ზაპოროჟიე პირდაპირ საფრთხის ქვეშ არიან.
რუსული ჯარები აგრძელებენ რადიაციული უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების უხეშ დარღვევას, რაც აუარესებს რადიაციულ მდგომარეობას და ხელს უწყობს რადიოაქტიური დაბინძურების გავრცელებას ჩერნობილის გამორიცხვის ზონის გარეთ. აფეთქების შემთხვევაში ჩერნობილის ბლოკის სტრუქტურის განადგურება ძალიან სავარაუდოა და შეიძლება გამოიწვიოს მაღალი რადიოაქტიური მტვრის გამოყოფა გარემოში.
ახლა, საომარი მოქმედებების პირობებში, უბედური შემთხვევის აღმოფხვრა გართულდება და უკრაინას ამის რესურსი უბრალოდ არ აქვს. ჩვენ არც კი განვიხილავთ ზაპოროჟიეს რეაქტორების მთლიანობის დარღვევის რისკებს, რადგან ეს არის ექვსი ენერგეტიკული ერთეული და თითოეულ მათგანს შეუძლია ისეთივე ზიანი მიაყენოს, როგორც ჩერნობილმა და დააბინძუროს მთელი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ჰაერი", - აღნიშნავენ ექსპერტები.
ცნობისთვის, უკრაინის სხვა ატომური ელექტროსადგურები უკრაინის კონტროლის ქვეშაა, მაგრამ ქვეყანა ომშია და სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება.
მასალა მომზადებულია Time-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით.
მოამზადა: სოფიო კაკაჩიამ
სხვა სიახლეები:
1740846442
მსოფლიო„გუშინ ნახევარ უკრაინას არ ეძინა... იმედია, ზელენსკის სათადარიგო გეგმა აქვს“ - პოროშენკო
უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პეტრო პოროშენკო ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებების ჩაშლის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, გუშინდელის გამო არ აპირებს ზელენსკის გ...
1740845128
ახალი ამბებისაქართველოში ყინვა გაძლიერდება - მაღალმთიან ზონაში ტემპერატურა -23 გრადუსამდე დაეცემა
გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართ...
1740842952
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა - ის დღეს კირ სტარმერს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონიდან ლონდონში ჩავიდა. როგორც ცნობილი ხდება, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მას დღეს, დაუნინგ-სტრიტზე უმასპინძლებს. ამის შესახებ BBC...
1740840318
ახალი ამბები„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...