უცხოეთიდან ახალი ჩამოსული იყო... იმ ცივ და გაუსაძლის ზამთარს,  შვილებს ვერ ათბობდა - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახის შესახებ წერს, რომლის გამოკვება ოჯახის მამას, დიდი შრომის ფასად უჯდებოდა. ისტორია, ზამთრის პერიოდში ვითარდება, რა დროსაც კაცს, შვილების გასათბობად შეშაც არ გააჩნია.

“დიდხანს ფიქრობდა მისთვის დახმარება ეთხოვა თუ არა…

უცხოეთიდან ახალი ჩამოსული იყო, კუნძულებზე დასვენების ფერი და კმაყოფილება სახეზე ერთად ეტყობოდა…

მეზობელი კი იმ ცივ და გაუსაძლის ზამთარს,  შვილებს ვერ ათბობდა. უკანასკნელი შეშა ათას ნაწილად იყოფოდა ლუკმა პურივით, რომ ოთახის  გამყინვარებისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ…

ოჯახის უფროსი ათას ადგილას გახვრეტილ ღუმელში ბოლო ფიჩხებს და იმედებს ერთად წვავდა…

გულში მაინც გაუელვებდა, მე ვცდი, იქნებ სულაც არ არის ისეთი, როგორიც მგონია და შეშის ყიდვაში დამეხმაროსო…

სათქმელს ათასჯერ დაალაგებდა, ისევ აერეოდა და ასე თავიდან იმდენჯერ ხდებოდა, რამდენჯერაც ზამთრის სუსხიანი ქარი სახლის კედლებს წალეკვით დაემუქრებოდა…

ამდენი ფიქრის დროც აღარ იყო… რაც იქნება, იქნებაო იფიქრა და მეზობლის ჭიშკარს მიაშურა…

სტუმრები  ჰყავდათ… ზამთრის ბაღში სუფრა იყო გაშლილი და ისეთი გნიასი იდგა, ქარის კია არა, ნოეს დროინდელი წარღვნის ხმაურიც ვერაფერს გახდებოდა…

მოკრძალებით ითხოვა, იქნებ უფროსმა გამომხედოსო… აწურული იდგა და ათასჯერ სიკვდილი ერჩივნა, თხოვნაზე საუბრის  დაწყებას… ისიც იცოდა, უარი ისე არ მოკლავდა, როგორც ბოლო იმედის გაცრუება…

ჯერ ვერ დაგეხმარები, მაგრამ ვნახოთ მოგვიანებით იქნებ შევძლოო… 

დანაჩარტყმულივით  ბარბაცით დაადგა სახლის გზას, სუნთქავდა, მაგრამ უკვე მკვდარი იყო… აღარც  სირცხვილზე, არც იმედის დაკარგვაზე, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რა ეთქვა შვილებისთვის…

ეზოში მიბრუნებულს, სახლის გვერდით, ქარისგან აგლეჯილი ფიცარი დახვდა…

სახლი თითქმის იშლებოდა, მაგრამ უკანასკნელი ძალებით შეუდგა, ფიცრის დაპობას, რომ სახლში ხელცარიელი არ შესულიყო!“,-წერს, პეტრე კოლხი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵კაცები ბუნებით უფრო მოღალატეები არიან თუ ქალები?

🔵ცხოვრება მშობლების გარეშე - რა ხდება, როცა ისინი კვდებიან

🔵„საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს 2 სიმბოლო“ - მიხეილ ცაგარელის რჩევები

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1735373201

საზოგადოება

„შარშან, 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი...დანარჩენი 9 თვე უკვე ტკივილი იყო… სიკვდილი გააიოლე ბერიკ“ – რეჟისორები ზურა ბერიკაშვილზე

 ზურა ბერიკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ რეჟისორები სანდრო ელოშვილი და დიმიტრი ხვთსიაშვილი. რეჟისორები აღნიშნავენ, რომ რეალურად შარშან, 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი....

ზურა ბერიკაშვილი

1735369291

ახალი ამბები

რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე? - განახლებული ინფორმაცია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის...

გზა მოძრაობა

1735334796

სოციალური მედია

„მშვიდობა - რუსულია! მართლმადიდებლობა - რუსულია!“ - შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რას უმტკიეს საქართველოს დასავლეთი ბოლო 3 წლის განმავლობაში

 ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმის შესახებ წერს, თუ რას უმტკიცებს დასავლეთი  საქართველო ბოლო 3 წლის განმავლობაში. მისი თქმით, დასავლეთი ა...

ვატო შაქარაშვილი

1735329986

ჰოროსკოპი

28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, თუმცა მეზობლებთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში...

	ჰოროსკოპი

1735328460

სოციალური მედია

„ცხოველს აქვს ინტელექტი, ემოციები და გრძნობები. გართობის მიზნით აყვანილი და თავიდან მოშორებული ცხოველის ბედი ყოველთვის ტრაგიკულია“ - თბილისის ზოოპარკი

26 დეკემბერს სპორტსმენმა ლაშა ბექაურმა თბილისის ზოოპარკს პატარა ბოკვერი აჩუქა. ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ჩაბარების საკითხებზე ვრცლად ადმინისტრაციამ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა, რას...

ლომის ბოკვერი