საახალწლო რიტუალები ფულის მოსაზიდად - მიხეილ ცაგარელი გირჩევთ, როგორ გამდიდრდეთ 2022 წელს

წინასაახალწლო დღეები საქართველოში, ათასი სხვა სამზადისის პარალელურად, წარმოუდგენელია მიხეილ ცაგარელის რჩევების გარეშე. ასტროლოგი, გვირჩევს, რომ განსაკუთრებული მონდომებითა და შესაბამისი რიტუალების შესრულებით შევხვდეთ 2022 წელს, რომელმაც ახალ სასიყვარულო თავგადასავლებთან ერთად, ფინანსური კეთილდღეობაც უნდა მოგვიტანოს.
ყურადღებით წაიკითხეთ სტატია და სწორად დაგეგმეთ ახალი წლის ღამე, რათა სწორედ ისეთი მომავალი წელი დადგეს, როგორზეც გიოცნებიათ.
2022 წლის ფერები და მათი სწორად შერჩევა, მიხეილ ცაგარელისგან
„მოდის 2022 წელი, ვეფხვის წელი, ძალიან მნიშვნელოვანი წელი, რომელიც იქნება დიდი წარმატების სერიოზული ცვლილებების, რეფორმების წელიწადი. ახალი წელი, ვეფხვის წელიწადია, ოღონდ ამჯერად წყლის სტიქიის შავ-ლურჯი ფერის ვეფხვის წელიწადია. წყლის სტიქია რადგან ვახსენეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ შავ-ლურჯთან ერთად, ჩვენ გვაქვს სხვა ფერები. წყლის სტიქია მეგობრობს ხის სტიქიასთან. მწვანის ნებისმიერი კომბინაცია მისაღებია. გაითვალისწინეთ, რომ ასევე მიწის სტიქია და ყავისფერ-ოქროსფერი ტონალობა შემოდის წინა პლანზე, რადგან მიწის სტიქია მეგობრობს წყლის სტიქიასთან. რადგან აღვნიშნეთ რომ შავ-ლურჯი ვეფხვის წელიწადი მოდის, ლურჯი ფერის სათამაშოები, ასევე უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფრი გვაქვს გასათვალისწინებელი, ნარინჯისფერი. ეს ის ფერია, რომელიც დაკავშირებულია ვეფხვთან. კიდევ ერთი ფერია, რომლის ხსენებაც გაგიკვირდებათ და იკითხავთ-რა შუაშია წითელი ვეფხვთან? წითელი, ეს არის ცეცხლის სტიქია, ცეცხლი აქრობს წყალს, მაგრამ გაითვალისწინეთ, 2024 წლამდე, ცეცხლის სტიქია შესუსტებულია სამყაროში, ამიტომ, მის გასაძლიერებლად საჭიროა, მოვუხმოთ წითელ ფერს, აქსესუარებში მაინც, მცირედით“.
ახალი წლის მთავარი ატრიბუტი-ნაძვის ხე. რა ფერში უნდა იყოს ის და სად მივუჩინოთ ადგილი?
„ძალიან მნიშვნელოვანია, სად უნდა დავდგათ ნაძვის ხე. ნაძვის ხე უნდა იდგეს ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს, ჩვენი ოთახისა, ან დასავლეთ მხარეს. თუ არ გაქვთ ამის საშუალება, ავიღოთ ოთახის შუა წერტილი. მნიშვნელოვანია ნაძვის ხის ფერი, რომელიც მწვანე უნდა იყოს წელს“.
როგორ მივაღწიოთ 2022 წელს, ფინანსურ კეთილდღეობას? რიტუალები, რომელიც გამდიდრებაში დაგეხმარებათ
„2022 მოდის, სამი ორიანი, ჯამში უდრის ექვსს. ექვსიანი, არის ნისანი, რომელიც მართავს პლანეტა ვენერას, რომელიც არის სიყვარულისა და ფულის მმართველი პლანეტა, ამიტომ ეს წელი ხელს უწყობს ფულის მოზიდვას. ასევე, სასიყვარულო ურთიერთობების გაფურჩქვნასა და გაფართოებას. ამიტომ, ზოგიერთი თქვენგანი აღმოჩნდეს რომანტიკული ურთირთობების წინაშე. გაამუჯობესოს არსებული ურთიერთობები.
კარგი იქნება, თუ ჩვენ ერთ რიტუალს ჩავატარებთ. ახალი წლის ღამეს-ვეფხვთან ერთად აიღეთ სამი ცალი ორ ლარიანი და ჩააგდოთ ვეფხვის გამოსახულებიან ყულაბაში. როცა ჩაუშვებთ ერთს, ჩაიფიქრეთ რა გინდათ მოხდეს მომავალ წელს. შემდეგ მეორე და მესამე. სამი სურვილის ჩაფიქრების საშუალება გაქვთ. ეს რიტუალი იქნება ძალიან კარგი, რადგან მოიზიდავს თანხებს.
მაგრამ, რადგან მომავალი წელი არის წყლის სტიქიის ვეფხვი, კარგი იქნება თუ სამი მონეტა, ახალი წლის ღამეს ჩაიდება, ან აკვარიუმში, ან წყლიან ჭიქაში. წყალი იზიდავს ფულს. დილამდე გავაჩეროთ, რომ მოხდეს მოზიდვა ამ ფინანსური ენერგიებისა.
კიდევ ერთი რიტუალი-აანთეთ ახალი წლის შემოსვლამდე 15 წუთით ადრე 6 მწვანე ფერის სანთელი და გაისტუმრეთ ძველი წელი. მადლობა გადაუხადეთ მას ყველაფრისთვის, რაც მოხდა. როგორც კი შემოვა ახალი წელი, იმ ექვს სანთელს, ასევე შეგიძლიათ ჩაუთქვათ ექვსი სასურველი სურვილი. ეს რიტუალიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. გაითვალისწინეთ, რომ ჩამოთვლილიდან ერთი ფერი აირჩიოთ, შეგიძლიათ ექვსი ფერი გქონდეთ.
რაც უფრო მეტად იქნება გათვალისწინებული ეს რჩევები, მით უფრო წარმატებული იქნება ახალი წელი, რადგან რიტუალს, დიდი მნიშვნელობა აქვს. მოდის აქტიური, ლიდერი ადამიანების წელიწადი“.
მასალა მომზადებულია, მიხეილ ცაგარელის მიმოხილვის მიხედვით.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - მოტყუების, ინტრიგების, მაქინაციების დღეა
🔵ემიგრანტი ჟურნალისტი: ფილმებში გადმოცემული და რეალური ამერიკა სხვადასხვაა
🔵ვზივარ ახლა გულაჩუყებული და ბედნიერებისგან ვტირი - ტორესა მოსი
🔵მარკ ცუკერბერგი ჭკვიან სათვალეს გამოუშვებს, რომელიც მობილურ ტელეფონს ჩაანაცვლებს?!
1741096076
მსოფლიოსერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს, დაშავებულია ორი დეპუტატი
სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. დაშავებულია ორი დეპუტატი. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს გულის შეტევა დაემართა და ამჟამად მისი მდგომარეობა...
1741096008
მსოფლიო„დროა, აშშ-მა დატოვოს ალიანსი“ - ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან - fox news
ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ იტყობინება. სენატორმა მაიკ ლიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი მსგავს იდეას. ლონდონში ნატოს მოკავშირე...
1741095905
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...
1741095859
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს
რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...
1741095797
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...