„რაც გინდათ იყვირეთ, ჩემო ბიძია, თუ გინდათ დამარტყით, ოღონდ ამოუშვით, ოღონდ გული ნუ გაგისკდებათ“ - სოლომონ ნერგაძე

იტალიაში მოღვაწე ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტის, პავიას უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორი სოლომონ ნერგაძე, რომელიც ასევე შესანიშნავი პუბლიცისტია, სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო წერილს აქვეყნებს.
„- ჩვენ, ლტოლვილები, ორჯერ ვკვდებით, შვილო. - მითხრა ერთმა კაცმა, ახლა რომ ვარ, ამ ხნის, მთლიანად გათეთრებულმა კაცმა. - ათას ცხრაას ოთხმოცდა თხუთმეტი წელი იყო. ტელევიზიის მიდამოებში მოწამლულები რომ მიჰყავდათ სასწრაფო დახმარების მანქანებს, იქ ვიყავით. კაცს ყველაფერი უკანკალებდა. ხელები განსაკუთრებით. მე ასეთი მოკანკალე ხელები აღარასოდეს მინახავს. კაცმა მეგრულად მოაყოლა რამდენიმე ფრაზა. ჩემი გაურკვეველი სახის დანახვაზე გადმოვიდა ჩემთვის გასაგებზე - ჩვენ ერთხელ დავიხოცეთ, სოხუმიდან გამოსულები აღმართებს რომ შევუდექით...
მეორედ მარტო მე მოვკვდი, ეს არ მოვკალი, - თავი თეთრი კედლისკენ გადააქნია. კედლის იქით მისი ცოლი იწვა. მას ექიმები თუ ექთნები აპატიოსნებდნენ. ერთი საათის წინ მოიყვანეს სოკოთი მოწამლული რამდენიმე ადამიანი. მხოლოდ ხანშიშესული ქალბატონი დაიღუპა. მისი მეზობელი შედარებით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გადაარჩინეს ექიმებმა. ქალბატონი ვერა. ცოტა ხანს მოიცადეთ, ექსპერტი უნდა მოვიდესო, ექიმებმა. კაცს სხეული უკანკალებდა. ხელების ისეთი კანკალი, გითხარით, არ მენახა.
ორივე ხელზე ხელები მაგრად მოვკიდე და მკერდზე მთელი ძალით მივიკარი. ახლა, მის ხელებთან ერთად მეც მაძაგძაგებდა.
- რაც გინდათ იყვირეთ, ჩემო ბიძია, თუ გინდათ დამარტყით, გინდათ მიკბინეთ, ოღონდ ამოუშვით, ოღონდ გული ნუ გაგისკდებათ, ჩემო ბიძია... - არ ვიცი, რას ვლუღლუღებდი და ვბლუკუნებდი.
- ნუ ტირი, შვილო!... ღმერთო, მე უნდა ვიღებდე ბღავილით ცას, მაგრამ გაქვავებული მაქვს გული. - თუ მის ხელებს აყოლილ ჩემს ძაგძაგს არ ჩავთვლით, კაცს თავი ხელში აყვანილი ჰქონდა.
- მე, მეორედ შარშან მოვკვდი, გიური ძაძამიამ ჩემი ლორიკას სიკვდილის ამბავი რომ მითხრა. სოჩასკენ მიდიოდნენ, ლორიკა სიცხიანი ჰყოლიათ მაშინაში. ბლოკპოსტზე გაუჩერებიათ და... შვილი მომიკლეს ძაღლისშვილებმა... ამას ვუმალავდი. - თავი ისევ თეთრი კედლისკენ გადააქნია... ეს კია ბედნიერი... ლორიკთანაა... გიური აფხაზებმა წაიყვანეს და უმკურნალეს. ცალი ფეხი დატოვა იქ. ცალფეხა გადაიყვანეს სოჩაში. ჩამოაღწია და მომიტანა... ახლა საიდაც დამეწია სიკვდილებში...
ორივე ორჯერ ვართ მკვდარი. რა გიკვირს, შვილო, უცხო სახელი ერქვაო? არა, აფხაზური სახელი ერქვა. ჩაჩბებს მოვტაცე სამოცდაათში. სკოლაში ორჯერ გამლახეს ჩაჩბებმა. მეათე კლასში გამოვუტყდი იმგენის დას სიყვარულში... არც გაბედოო, უფროსმა ძმამ მითხრა, მოგკლავო. გავდებავ და მომკალით-თქვა, საიდას გარეშე მაინც მკვდარი ვარ-თქვა. უმცროს ძმას, მერვე კლასში იყო, ბევრი არ უქნევია ხელები. დავამთავრე, მოვიტაცე.
გაგრებში წავიყვანე კვიკვინიებთან. ეზოში რო შევედით, კიჭა კვიკვინიამ, დედაჩემის ბიძაშვილმა, თვალებზე ხელი აიფარა, როგორ ანათებსო... აბაა! ულამაზესი იყო... ულამაზესი... მე ლორიკას სიკვდილი დავუმალე. ახლა ა, შენთან ერთად ვეუბნები... - კაცს ცრემლები წამოუვიდა...
იტირეთ, ჩემო ბიძია, გული არ გაგისკდეს... თუ გეტირება, უნდა იტირო... - არ ვიცი, გამიგო თუ არა. მე ძველებურად, მთელი სხეულით ვძაგძაგებდი. მისი ხელები გულში მქონდა ჩაკრული და ისევ მთელი ძალით ვუჭერდი.
- გამიშვი ხელი, შვილო, - გულისჯიბიდან სურათი ამოიღო. სურათი შემოუჭრია. იქნებოდა შვიდი სანტმეტრი ათზე. სურათზე ორმოცამდე წლის მერილ სტრიპს ახალგაზრდა ალენ დელონი მოხვეოდა მხრებზე. არ ვაჭარბებ... ვიღაცამ მკერდში ხელი ჩამიყო და გულს ისეთი ძალით მოუჭირა, ხელები და ფეხები გამეყინა. - ესენი ახლა ერთად არიან.. მე კი მესამედ რო მოვკვდები, მაშინ... მაშინ...
ბევრი წელი გავიდა იმ დღიდან.
დღეს მომწერეს, ნოდარი ბიძია აღარააო...
ნათელში იყაი, ნოდარი ბიძია! ოთხი წლის წინ, საქართველოში რო ჩამოვედი, მაშინ მითხარი - სიკვდილს კი არა, მგონი საიდას და ლორიკს დავავიწყდიო...მე კი არ მკითხეს, მინდა თუ არაო, აქ...
ნათელში იყაით სამივენი, ნოდარი ბიძია! ათივენი, ათასივენი, ასი თუ ბევრი ათასივენი...“ - წერს სოლომონ ნერგაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 „მერე მოვიდნენ გამყიდველი ქართველები და როგორი სულგაყიდული საქმე ჰქნეს იცით?!“ - სოლომონ ნერგაძე
📌 „მეგონა ვნახავდი, რაფერ უხეთქავენ თავებს, რაფერ არიგებენ პროშუტოს“
📌 გაიცანით, იტალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, სოლომონ ნერგაძე
1741079387
საზოგადოებაჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას
ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე დიდ გემს ამერიკის ფლოტში – ამის შესახებ აღნიშნულია „ენბისი ნიუსის“ სტატიაში. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გ...
1741078518
საზოგადოებალევან მახაშვილი - მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია
მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვ...
1741077851
ახალი ამბებიერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდ...
1741075487
საზოგადოებასაქსტატი - თებერვალში ყველაზე მეტად, 15.4 პროცენტით, ზეთი გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რ...
1741074777
მსოფლიოCNN: ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს
ჩინეთის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინური პროდუქციისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების საპასუხოდ ამერიკულ საქონელზე საპასუხო გადასახადებს დააწესებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკ...