უახლესი მეთოდების სისხლის ანალიზი, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს ორგანიზმში კიბოს არსებობა მის ადრეულ სტადიაშიც კი ჯერ კიდევ სიმპტომების გარეშე

ჯანდაცვის კომპანია GRAIL-მა შეიმუშავა რევოლუციური უახლესი მეთოდების სისხლის ანალიზი რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს ორგანიზმში კიბოს არსებობა მის ადრეულ სტადიაშიც კი ჯერ კიდევ სიმპტომების გარეშე.

GRAIL არის ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც დაიბადა 2015 წელს სან-ფრანცისკოში, კალიფორნია, რომელიც ცდილობს ადრეული,სიმპტომების გარეშე კიბოს სკრინინგ ტესტის შემუშავებას. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს მენლო პარკში, კალიფორნია, ოფისები კი ვაშინგტონში, ჩრდილოეთ კაროლინასა და გაერთიანებულ სამეფოში.

სისხლის ინოვაციური ანალიზის წყალობით შესაძლებელია კიბოს არსებობის დადგენა ადრეულ სტადიაზე, დაავადების კლინიკური სიმპტომების გარეშე. ტესტს შეუძლია აღმოაჩინოს კიბოს სხვადასხვა სახეობა, გასაოცარი სიზუსტით რაც 97%-ზე მეტია.  ეს არის რევოლუციური შედეგები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სტანდარტიზებული გამოკვლევა და შეუძლია შეამციროს კიბოს სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი რაოდენობა, მოცემულ სისხლის ანალიზს ეწოდება MCED (აკრონიმი სკრინინგისთვის, მრავლობითი სიმსივნის ადრეული დიაგნოზისთვის) ან „გალერის ტესტი“ რომელიც თუკი ასოცირდება სტანდარტულ დიაგნოსტიკურ ტესტებთან, მას შეუძლია გააორმაგოს გამოვლენილი სიმსივნეების რაოდენობა.

ტესტი, რომელიც შემუშავებულია მენლო პარკის GRAIL-ის ჯანმრთელობის კომპანიის მიერ და რომელიც სპეციალიზირებულია ადრეულ სკრინინგზე, იმდენად მგრძნობიარეა, რომ კვლევის მონაწილეთა 71%კიბოს გამოვლენილი MCED-ით ჰქონდა კიბო სპეციფიკური სკრინინგის გარეშე. გარდა ამისა, გამოვლენილი კიბოს დაახლოებით 50 პროცენტი იყო I და II სტადიაში, რაც ყველაზე ადრეული და ყველაზე განკურნებადი ეტაპია.

კიბოს ადრეულ სტადიაში გამოვლენა მნიშვნელოვანია რადგან ეს ზრდის პაციენტების გადარჩენის იმედებს. წლების განმავლობაში დახვეწილი გამოცდის ეფექტურობის საჩვენებლად, GRAIL-მა შეიმუშავა PATHFINDER კვლევა. კვლევაში ჩართული იყო 6, 600-ზე მეტი მონაწილე, მოხალისეებს თვალყურს ადევნებდნენ 12 თვის განმავლობაში. შემდგომი პერიოდის განმავლობაში ტესტმა აღმოაჩინა სიმსივნეები მოსახლეობის 1 პროცენტში. კიბოს შესაძლო ნიშანი გამოვლინდა 92 მონაწილეში, რომელთაგან 35-ს დაუსვეს კიბოს დიაგნოზი (თითქმის ნახევარი ადრეული სტადია). მათგან 25-ისთვის არ იყო ხელმისაწვდომი რუტინული დიაგნოსტიკური ტესტი. სტანდარტული სკრინინგის ნაცვლად გამოვლინდა 29 კიბო და კიდევ 56 დიაგნოზი დაისვა სიმპტომების ან სხვა მიზეზების გამო.

წყაროები: fanpage.it; scienza და ვიკიპედია.

მასალა შეაგროვა და მოამზადა ირმა მაისურაძემ/ იტალია/ ბარი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745069640

ახალი ამბები

20-21 აპრილს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება, აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ

 თბილისის მერიის ინფორმაციით, 20-21 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს...

ავტობუსი

1745067253

ახალი ამბები

მეუფე იაკობი: შევეცადოთ, რომ არ გავყიდოთ ქრისტე, არ გავყიდოთ ჩვენი მართლმადიდებლობა არაფრის გამო, არც თანამდებობის, არც ფულის გამო

 დიდი შაბათის ცისკრის მსახურება შეასრულა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმაც. მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა და საქართველოში და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. „იმით ვარ ბედნიერი, რომ ძველი აღთ...

ააა

1745064932

ახალი ამბები

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

 აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 20 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს. „19 აპრილის 23:00...

ზოგადი

1745063057

ახალი ამბები

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

 იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. კუვუკლიიდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოიტანა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი ათასობ...

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

1745062253

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

 საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:50 საათზე დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   მათივე ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწის...

ააა