ყველაზე მაღალი ქალები მსოფლიოში (ფოტორეპორტაჟი)

კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია და სიმაღლეც ინდივიდუალური აქვთ. თუმცა ბევრია თქვენს შორის ვინც სიმაღლეს ნატრულობს ან პირიქით. ბევრი გამონათქვამიც გექნებათ გაგონილი სიმაღლესთან დაკავშირებით - “ალვის ხეც დიდია, მაგრამ რას ისხამს”; “ოქრო პატარაა, მაგრამ დიდი ფასი აქვს” და ა.შ. ჩემი აზრით გადაჭარბებული არაფერი ვარგა და ყველაფერში მაინც ზომიერებაა საჭირო, თუმცა გენებსა და ბუნებას წინ ვინ აღუდგება. ერთი სიტყვით, მინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიოს ყველაზე მაღალი ქალები, რომელთა სიმაღლე 2 მეტრზე მეტია.
1.Elsani da Cruz Silva. დაიბადა ბრაზილიაში 1995 წელს. ელსანი ჩვეულებრივი და ჯანმრთელი ბავშვი იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 11 წლიდან სწრაფად იწყო სიმაღლეში ზრდა და 14 წლის უკვე 2 მეტრი და 5 სანტიმეტრი იყო. 19 წლის ელსანს ჰყავს 24 წლის რჩეული და ცხოვრობენ ერთად ბრაზილიის ქალაქ სალინოპოლისში, გეგმავენ იყოლიონ შვილები და აქვთ სრული იდილია.
2. Amazon Eve. ივი ყველაზე მაღალი მოდელის სტატუსით გინესებშია შესული, ქერა მოდელი 2 მეტრი და 3 სანტიმეტრია.
3. Caroline Welz. 2 მეტრი და 6 სანტიმეტრია.
4. Malee Duangdee. 2, 10 მეტრი სიმაღლის ტაილანდელი 19 წლის მალი გინესების რეკორდსმენია. 9 წლის ასაკში მედიკოსებმა აღმოუჩინეს ტვინის სიმსივნე, რასაც მიაწერეს მისი ზრდადობის ფუნქციის მოშლა.
5. Gitik Srivastav. 2, 11 მეტრი სიმაღლის გიტიკა ინდოეთის ეროვნული კალათბურთის ნაკრების ქალთა გუნდის წევრია. მისი მამაც ასევე კალათბურთელი იყო.
6. Ульяна Семенова დაიბადა 1952 წლის 9 მარტს, სიმაღლით ახალშობილი 51 სმ-ი და წონით 3 კგ-ი იყო, თუმცა 11 წლის ასაკში უკვე 180 სმ-ს გახდა. მისი მამა 1,76 და დედა 1,64 სიმაღლის იყვნენ, იულიანა კი ამჟამად 2,13 მეტრი სიმაღლისაა. იგი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია და ახლა ლატვიის ოლიმპიური სოციალური ფონდის მმართველია.
7. Zainab Bibi. 29 წლის პაკისტანელი ზეინაბი სიმაღლით 2,13 მეტრია და გინესებშია შესული. გოგონას ყოველდღიურ რაციონს 8 პური, 2 ქათამი, 2 ლიტრი რძე და 6 ლიტრი წყალი წარმოადგენს.
8. Malgorzata Dydek. პოლონეთის ეროვნული კალათბურთის ქალთა ასოციაციის გუნდის პროფესიონალი კალათბურთელი ე.წ. მარგო 2,18 მეტრია.
9. Sandy Allen. 1955 წელს ინდიანოპოლში დაბადებული სენდი მსოფლიოს ერთ-ერთ მაღალ ქალად ითვლება 2, 33 მეტრი სიმაღლის გამო. 1974 წელს სენდიმ რეკორდების სააგენტოს მიწერა წერილი, რომ მარტოობით დაიღალა და იქნებ მისთვის სიმაღლით შესაფერისი მამაკაცი მოენახათ. წყაროდან უცნობია აასრულა თუ არა სააგენტომ ცხოვრებით დაღლილი მარტოსული ადამიანის თხოვნა, თუმცა ვიპოვე ფოტო, სადაც სენდი საქორწილო კაბაშია. სენდი 2008 წლის 13 აგვისტოს გარდაიცვალა 53 წლის ასაკში.
10. Yao Defen. 2, 34 მეტრი სიმაღლის ჩინელი იაო ასევე გინესების რეკორდებშია შესული. 200 კგ-ს იწონის და მისი სიმაღლე და წონა ნორმაზე გაცილებით მეტი ჰიპოფიზის სიმსივნის გამო მოხდა. 40 წლის ასაკში, 2012 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა დაავადებისგან.
11. Jane Banford. ყველაზე მაღალი ბრიტანელი ჯეინი 2, 41 მეტრი იყო. 1895 წლის 26 ივლისს დაიბადა და 1922 წლის 1 აპრილს გარდაიცვალა 27 წლის ასაკში, რაც მისმა დაავადებამ განაპირობა.
12. Zen Zhulan.
დაიბადა 1964 წლის 26 ივნისს ხუანის პროვინციაში. საშინელი სქოლიოზის გამო, რამაც განაპირობა მისი სიმაღლე- 18 წლის ასაკში 1982 წელს დაიღუპა და მისი სიმაღლის სრული ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა, თუმცაღა 2, 48 მეტრი იყო და მაინც მსოფლიოს ყველაზე მაღალ ქალად მოიხსენიება.
წყარო:intermedia.ge
1741553598
მსოფლიოტრამპი: ზელენსკიმ ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამერიკიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი
აშშ-ის პრეზიდენტმა,დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამერიკიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი“. „მან რაც გააკეთა...
1741550966
ახალი ამბებილევან მახაშვილი: იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთანმ, პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“
„ იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან. მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფ...
1741550024
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ქართულ ოპოზიციას და ბრიუსელის ბიუროკრატებს ერთი და იგივე დამკვეთი ჰყავთ - „დიფ სთეითი“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ იცის, თუ რა პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“ და რა არის „ქართული ოცნების“ გზავნილები. დეპუტატ...
1741548815
ახალი ამბებინინო წილოსანი: რასაც ვადევნებთ თვალყურს, მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო
ფაქტია, რასაც ვადევნებთ თვალყურს მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო. სწორედ ამ პროცესების ნაწილი...
1741547534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად და მათზე შეტევა ნიშნავს პირდაპირ შტურმს სახელმწიფოზე
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარი...