52 წლის დევნილმა მამაკაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა

თბილისის ზღვასთან, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი 52 წლის მამაკაცი 7-სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტა. 

"დღეს ყველანი ვართ შემზარავი ტრაგედიის მოწმე, გარეთ ვიდექით და ვსაუბრობდით როგორი სამოქმედო გეგმა უნდა გვქონოდა, ამ დროს ამ ადამიანმა თავი მოიკლა. ის ფაქტობრივად შეეწირა იმ სოციალურ პოლიტიკას, რომელიც არ არის ადამიანზე გათვლილი და მიმართული. ეს ადამიანი აცხადებდა, რომ თუ ყურადღებას არ მიაქცევდნენ სწორედ ასეთ ფორმას მიმართავდა და თავს მოიკლავდა, იქნებ ამის შემდეგ მაინც მოგვაქციონ ყურადღებაო. ეს ტრაგედია არის ყველა გადაწყვეტილების მიმღების პასუხისმგებლობა, რომელმაც არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგა იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. იმედი მაქვს ამ ადამიანური ტრაგედიების ფონზე მაინც შერცხვებათ იმის, რაც მოხდა“, - უთხრა სააგენტო ინტერპრესნიუსს სანატორიუმ „ქართლის“ ერთ-ერთმა მცხოვრებმა თამარ საუთიევამ, რომლის თქმითაც, „ქართლში“ მცხოვრები დევნილები დიდი ხანია ვაპროტესტებთ, რომ ვცხოვრობთ გაუსაძლის პირობებში:

„აქ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი პირობებია, რასაც არაერთი ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს. მოვითხოვეთ, რომ დაუყოვნებლივ მომხდარიყო ჩვენი გასახლების პროცესი, გვთავაზობენ ალტერნატიულ გზებს, რომელიც ჩვენთვის არ არის მისაღები. ამიტომ ვრჩებით ქუჩაში, ვერ შევდივართ სახლებში და ვიმყოფებით კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც შედარებით უსაფრთხოა“.

წყარო:რადიო თავისუფლება

ფოტო:ინტერპრსნიუსი

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵“12 დღის წინ სახლში ლანგრით მომართვეს “კოვიდი”, მაგრამ…” - ნინო თარხნიშვილი

🔵სიმპტომიან პირებს, რომლებსაც სწრაფი ტესტით COVID-19 არ დაუდასტურდებათ, PCR ჩაუტარდებათ - NCDC

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741705058

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს უსამშობლო აგენტების გაერთიანებასთან საქმე, რომლებიც თავისით ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. რა დავალებასაც მიიღებენ თავიანთი დამკვეთებისგან, მას შეასრულებენ

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობა - არ მონაწილეობას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს უსამშობლო აგენტების გაერთიანებასთან საქმე, რომლებიც თავისით ვერ ი...

ირაკლი კირცხალია

1741703498

მსოფლიო

თეთრი სახლი: პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა

თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ „50 გამარჯვების სია“ გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ მიღწევად წერია, რომ მან უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა. „პრეზიდ...

მსოფლიო

1741703454

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე, მით უფრო ჯანსაღად განვითარდება ქვეყანა იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები

ყველა გუნდს სჭირდება ოპონირება, ოღონდ ოპონირება უნდა იყოს ჯანსაღი და არა აგენტურული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, რომელიც...

ირაკლი კირცხალია

1741702225

საზოგადოება

11-12 მარტს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფ...

გორი

1741701596

საზოგადოება

პაკისტანელმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა სეპარატისტებმა მატარებლის 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს, მძღოლი კი დაშავდა. ამის შესახებ AFP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც უცხოუ...

პაკისტანი