“12 დღის წინ სახლში ლანგრით მომართვეს “კოვიდი”, მაგრამ…” - ნინო თარხნიშვილი

ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი, რომელიც აქტიურად წერს კოვიდ19-თან და პანდემიასთან დაკავშირებულ თემებზე, საკუთარი ისტორიის შესახებ ჰყვება: "მე შეიძლება მსოფლიოს მოსახლეობის იმ 10%-ში ვარ, რომელსაც კოვიდი არასდროს შეხვდება.ან შეიძლება ჩემმა წილმა ორმა დოზა “ფაიზერმა” დამიცვა.ან მარიტას კოვიდმა - იფიქრა, ამას თავისი გაჭირვება ეყოფა, ახლა კიდე მე არ შევეყაროო.12 დღის წინ, სახლში ლანგრით მორთმეულმა კოვიდმა ჩემში შემოსახლებაზე უარი თქვა. არადა, 12 დღის წინ, ერთმანეთის მიყოლებით, ფაქტობრივად ერთად დაინფიცირებულმა მეგობრებმა, ასევე ერთმანეთის მიყოლებით დააინფიცირეს ოჯახებიც.არ ვიცი, რამ დამიცვა, რა იმუნიტეტმა ან რა ძალამ, მაგრამ ეს დღეები, ვერც მარიტას კოცნაზე ვთქვი უარი, ვერც ჩახუტებაზე. ვიცავდი აუცილებელ წესებს - თუ არ ვკოცნიდი, მასთან ურთიერთობისას ნიღაბი მეკეთა.მისი ჯაგრისი იდო ცალკე.მისი პირსახოცი იდო ცალკე.ჭურჭელი ჰქონდა პირადი (თეფში, ჭიქა და კოვზი ისედაც ყოველთვის პირადი ჰქონდა).საპირფარეშოს დღეში რამდენჯერმე ვუკეთებდი დეზინფექციას.დღეში რამდენჯერმე ვანიავებდი სახლს.ამ დილით ჩემი PCR კვლავ უარყოფითი მოვიდა.სამაგიეროდ შემრჩა ხელები ქიმიური დამწვრობით, რომლებსაც მალე მოვიშუშებ, ეგ არაფერი :დდა კიდე ცოტა ფსიქიკა მორღვეული, მაგასაც მოვუვლი :დაიცერით, აცრა ნამდვილად იცავს.პირბადე გაიკეთეთ, პირბადეც ნამდვილად იცავს.ხელებიც ხშირად დაიბანეთ. სუფთა ხელებიც გვიცავს (თუმცა, მაინც და მაინც, ჩემნაირად ქიმიური დამწვრობის მიღება არ არის აუცილებელი :დ)ამ 12 დღეში ვატრიალე გონებაში კადრებად ყველა ის უბედური, სასტიკი ისტორია, რაც კი ამ ორი წლის განმავლობაში მისმენია რესპონდენტებისგან, მათი ოჯახის წევრებისგან. ყველა მსგავსი შესაძლო სცენარი დავდგი და განვასახიერე ჩემს წარმოსახვებში, მაგრამ მაინც მოვუგე უთანასწორო ფსიქოლოგიური ომი კოვიდს. რად დამიჯდა, მარტო მე ვიცი, მაგრამ ხომ მოვუგე."

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741716990

ახალი ამბები

„ღვინის ქარხანაში“ ხანძარია

 თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, „ღვინის ქარხანაში“ ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი „ღვინის ქარხანაში“ არსებულ ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა. მათივე...

ხანძარი ბათუმში

1741716195

ახალი ამბები

დეკანოზი იოანე გორელიშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: მივესალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას. ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის

 „ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი დაცულნი იყვნენ ამ განსაცდელისაგან“, - ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ნარკოპოლიტიკის გამ...

იოანე გორელიშვილი

1741714831

ახალი ამბები

პროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა

 პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...

პროკურატურა

1741713753

სპორტი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა

 საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი...

საქართველოს ნაკრები

1741711441

ახალი ამბები

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა

 რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუ...

მავთულხლართები