ალტ-ინფომ პირველი მუქარა შეასრულა და ენმ-ის ოფისი დაამახიჯნა - სამირა ბაირამოვა

მარნეულელი აქტივისტი, სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ ძალადობრივმა, პრორუსულმა ჯგუფმა, ალტ-ინფომ მის მიმართ პირველი მუქარა შეასრულა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს წითელი საღებავები შეასხა. პარტიის კედლებზე ასევე არის ბაირამოვას შეურაცხმყოფელი წარწერები.

14 მარტს აქტივისტმა ქალაქში ძალადობრივი ჯგუფის პარტიული ოფისის გახსნა გააპროტესტა და გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა.

"ალტ-ინფომ თავისი პირველი მუქარა შეასრულა, მივიდნენ ენმ-ის ოფისში და ასე დამახანჯეს!

კარგად იციან, რომ მე არ ვარ ენმ-ის წევრი, ეს მათი პროვაკაციაა!

იმედი მაქვს, შსს-ს ესმის, რამდენად საშიში არიან ისინი". - დაწერა სამირა ბაირამოვამ ფეისბუკზე.

მას  შემდეგ, რაც ბაირამოვამ ალტ-ინფოს ოფისის გახსნა გააპროტესტა, ძალადობრივმა ჯგუფებმა მის მიმართ მუქარები წამოიწყეს. მათი განცხადებით, ბაირამოვამ შეურაცხყო ჯვარი, რომელიც კონსერვატიული მოძრაობის პარტიული სიმბოლოდ არის გამოყენებული.

ფეისბუქზე სამირა ბაირამოვას ალტ-ინფოს წევრები წერენ, რომ ამის გამო "თავს მოაჭრიან".

შსს-მ ბაირამოვას მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც ნიშნავს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ოკუპანტებმა უკრაინაში 2 246 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - გაეროს მონაცემები 24.02 - 18.03 პერიოდს მოიცავს

🔵უკრაინაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, ანდრეი პალი დაიღუპა, რომელიც საქართველოშიც იბრძოდა

🔵ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა გაურკვევლობაში მყოფი ადამიანი - დომენიკ მანგო უკრაინაში მოხალისედ წამსვლელთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740773270

მსოფლიო

მარკო რუბიო ტრამპს: მადლობა იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესებს იცავთ - ამერიკა თქვენთანაა!

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ ოვალურ კაბინეტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ მედიაში ეხმაურება. „მადლობა, პრეზიდენტო, იმისთვის, რო...

მარკო რუბიო

1740773148

მსოფლიო

თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა

 თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ხელმოწერის ცერემონია გაუქმდა მას შემდეგ, რაც ოვ...

ზოგადი

1740772308

მსოფლიო

ზელენსკი: მადლობა პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს - უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი დატოვა დონალდ ტრამპთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ. „მადლობა ამერიკა, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლ...

სსს

1740770674

მსოფლიო

ილონ მასკი: ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი ხალხის თვალში გაანადგურა

 აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება. „ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი...

ილონ მასკი

1740770546

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ სუსში განაცხადეს. ცნობისთვის, გავრცელებული...

ზოგადი