მიხეილ სააკაშვილი - არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო

არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომლის საქმეს დღეს კოლეგია განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

ამასთან, მოსამართლეებმა სააკაშვილს მიმართეს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, წყალი დალიოს. „ვითვალისწინებთ თქვენს ჯანმრთელობას“, – განაცხადეს მოსამართლეებმა, რის შემდეგაც სააკაშვილმა მიმართა მათ: „მადლობა, ვაფასებ სიკეთეს“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

დღევანდელი სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეს ეხება. 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.

ამავე თემაზე:

🔵 იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ - აშშ-ს ელჩი

🔵 „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა სასამართლოსთან საავტომობილო გზა გადაკეტეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1735913636

ახალი ამბები

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

სომხეთში, ბაგრატაშენის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, პიროტექნიკის საწყობში ხანძარი გაჩნდა. მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ...

საზღვარისაზღვარი

1735910004

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8158 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8138 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის...

აა

1735905260

სოციალური მედია

🎥 „ბედნიერი 2025“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე რამდენიმე თვის წინ მეორე გოგონას მშობლები გახდნენ, რომელსაც ლილი დაარქვეს. მათ პირველ შვილს კი ანნა ჰქვია. ჯანეტი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებ...

ჯანეტ ქერდიყოშვილი

1735902772

სოციალური მედია

„ერთი კვირის განმავლობაში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ზედოზირების...“ - რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალი წელი და ზოგადად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, აძლიერებს ნარკოტიკების მოხმარებას და ზრდის რისკებს. მისივე ინფორმაციით, ბოლო ერთ...

ზურა სიხარულიძე

1735900719

საზოგადოება

ლაშა ტალახაძე შვილებთან ერთად ამღერდა

ოლიმპიური ჩემპიონი და პარლამენტის წევრი, ლაშა ტალახაძე გადაცემაში „გული მღერის“ ქალიშვილებთან ერთად გამოჩნდა და „ვერის უბნის მელოდიებიდან“ პოპულარული სიმღერა შეასრულა.  ლაშას ოჯახს გვერდი „ბასტი-ბუბუს...

ლაშა ტალახაძე