აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად იცავენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში - აზერბაიჯანელი დეპუტატი ირაკლი კობახიძის ბაქოში ოფიციალურ ვიზიტს ეხმიანება

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის [პარლამენტის] წევრი მაზაჰირ ეფენდიევი რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ბაქოში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ორი ქვეყანა ერთად რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას იცავს.

„დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომელთანაც აზერბაიჯანი, როგორც რეგიონის ლოკომოტივი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, სხვადასხვა სფეროში კავშირებს ამყარებს. კერძოდ, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა რეგიონში გაიზარდა სომხეთთან თითქმის 30-წლიანი ომის შემდეგ. აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად ცხოვრობენ, მჭიდრო ისტორიული კავშირები, ურთიერთობები უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ტურიზმის, კულტურისა და სხვა სფეროებში ემყარება ურთიერთპატივისცემასა და თანასწორ მეგობრობას“, - წერს დეპუტატი.

ეფენდიევი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობამ დინამიკურად განვითარება საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო. განსაკუთრებით, ეს მოხდა მაშინ, როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი იყო ჰეიდარ ალიევი, ხოლო საქართველოს ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა.

„როცა 1993 წელს დიდმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გამოაცხადა, მან, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობითა და არსებული შესაძლებლობების ხეირიანად გამოყენებით, კიდევ უფრო გააღრმავა კეთილმეზობლური ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან მეგობრობის წყალობით, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო“, - ამბობს აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი.

ავტორი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი საქართველოს განვითარების, აყვავებისა და სტაბილურობის მომხრე იყო ყოველთვის. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ, 2025 წლის 17 იანვარს აზერბაიჯანში განხორციელებული პირველი ვიზიტი ცხადყოფს, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები მაღალ დონეზეა.

„მეგობრული ურთიერთობები, ტრადიციული შეხვედრები, რომელსაც თვალყურს ვადევნებთ დღეს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალ ჰორიზონტებს ხსნის და აგრეთვე ხელს უწყობს ხალხების საკეთილდღეოდ დიდი სამუშაოს გაგრძელებას“, - წერს დეპუტატი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737470958

მსოფლიო

ბარსელონას პორტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ბარსელონას პორტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. საგანგებო სამსახურების ცნობით, აფეთქება ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოების დროს ე.წ. ენერგეტიკულ ნავსადგურში მოხდა, სადაც ქ...

barselona

1737468665

სპორტი

მერაბ დვალიშვილი UFC-ს P4P რეიტინგში დაწინაურდა

კალიფორნიაში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ UFC მებრძოლთა რეიტინგი განაახლა. საერთო კლასიფიკაციაში მერაბ დვალიშვილი ორი საფეხურით დაწინაურდა და მეხუთე ადგილზეა. UFC 311-ზე დვალიშვილმა რუსეთის სახელით გ...

მერაბ დვალიშვილი

1737466454

ახალი ამბები

ნუნუშა ვასაძე დოიაშვილს: მთელმა ქალაქმა გაიგო, რომ გაფიცულ თანამშრომლებზე პრემიებს არიგებ, ფრთხილად იყავი, „ბიუჯეტის თანხის არამიზნობრივი ხარჯვის“ მუხლი არ გაიჩალიჩო

ფეისბუქ მომხმარებელი ნუნუშა ვასაძე ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით დოიაშვილის თაობაზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ დოიაშვილი გაფიცულ თანამშრომლებზე პრემიებ...

ნუნუშა ვასაძე დოიაშვილ

1737465434

მსოფლიო

რობერტ ფიცო - რუმინეთი და საქართველო უნდა იყვნენ შემაკავებელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იქცევა დემოკრატია, როდესაც მათთვის არასწორი ადამიანი იმარჯვებს

სლოვაკეთის პარლამენტში დეპუტატებს სიტყვით მიმართა ქვეყნის-პრემიერ მინისტრმა, სადაც მიმდინარეობს დებატები ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე. ფიცოს თქმით, ლიბერალები ყოველთვის ცდილობენ თავიან...

რობერტ ფიცო

1737464719

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8515 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8452 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი