ბათუმსა და ზუგდიდში საკრებულოს პირველი სხდომა ჩაიშალა (ვიდეო)

დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა შეწყდა, ოპოზიციამ სხდომა დატოვა, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს.
ოპოზიცია ამბობს, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და საკრებულოს ახალ შემადგენლობაში კვორუმს არ უზრუნველყოფენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, კახა ქაშიბაძემ განაცხადა, სხდომა დატოვეს, რადგან გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის დას, ნაზი ფუტკარაძეს არ მისცეს სიტყვით გამოსვლის უფლება.
ოპოზიციის სტრატეგია გაუგებარია „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის. ისინი ამბობენ, რომ დღევანდელი განცხადება არაფერს ნიშნავს და შესაძლოა საკრებულომ შეძლოს ნორმალური ფუნქციონირება.
არც ერთი მხარე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები დადგეს დღის წესრიგში, თუმცა ამ ეტაპზე მათ პროგნოზირება უჭირთ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი პირები უნდა აერჩიათ, ასევე კვორუმის არქონის გამო ჩაიშალა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ, სხდომის დატოვების შემდეგ, იგივე გადაწყვეტილება გიორგი გახარიას გუნდის, "ერთიანი საქართველოსთვის" წევრებმა მიიღეს.
ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარე წალენჯიხისა და სენაკის მუნიციპალიტეტებშიც ვერ აირჩიეს.
ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარე წალენჯიხის, ჩხოროწყუს და სენაკის საკრებულოების მუნიციპალიტეტებშიც ვერ აირჩიეს.
დღეიდან, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოები, უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ.
ასევე საინტერესოა:
🔵 სისხლიანი გარჩევა ქობულეთში - მოკლულია 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდა
1741185730
სპორტისაქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...
1741185632
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს სამართლიანობა
ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუ...
1741182783
სპორტითბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
21-23 მარტს თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. ცნობილია ტურნირზე მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა: 60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი; 66 კგ – თემურ...
1741181949
სპორტიარნე სლოტი კვარაცხელიაზე: დიდებული ფეხბურთელია
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლის თამაშების ყურება ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი...
1741180432
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7858 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7905 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...