ზურაბ ჯაფარიძე: ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა

ჩვენ, როგორც „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, ასევე „დროას“, ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და მგონია, რომ ეს არის სწორი გზა, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პარტია „ლელოს“ ოფისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გააცნეს.
„ჩვენ გვყავს უზურპატორი ხელისუფლება, გვყავს ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც მიიტაცეს არჩევნები და წაგვართვეს არჩევანის უფლება. ჩემი დამოკიდებულება დღევანდელი რეალობისადმი ძალიან მარტივია – ჩემი აზრით, პოლიტიკური პროცესი არის ის, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და რითაც შეუძლია იმით შეეწინააღმდეგოს არსებულ სისტემას, რომელიც დღითი დღე სულ უფრო და უფრო ემსგავსება რუსული ტიპის ავტოკრატიას. ჩვენ, როგორც „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, ასევე „დროას“, ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და მგონია, რომ ეს არის სწორი გზა. პარალელურ, კოალიციურ რეჟიმში დემონსტრაციების გამართვა მგონია, რომ ეს არის გზა ერთი მხრივ, მოქალაქეებს დავანახოთ, რომ შეუძლებელია შეგუება სისტემასთან, რაშიც ცხოვრებას გვაიძულებენ და მეორე მხრივ, ქვეყნის გარეთ ჩვენს მეგობრებს დასავლეთში ვაჩვენოთ, რომ აქ არ არის ნორმალური ვითარება და შეუძლებელია უზურპატორმა გააგრძელოს ცხოვრება ისე, თითქოს, არაფერი ხდება და ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ღირსების მქონე ადამიანები რომლებიც ამ რეალობას არ შეეგუებიან. ამიტომ, პარასკევს დაგეგმილი სამივე მსვლელობა მნიშვნელოვანია და სიხარულით ვუერთდებით“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ამავე თემაზე:
🔵ქვეყნის ისევ იმპერიის წიაღში დაბრუნება, დაუშვებელია-ოპოზიცია საზოგადოებრივ პლატფორმას ქმნის
1740822105
მსოფლიო„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...
1740820052
ახალი ამბებიგურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ
გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...
1740817706
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...
1740816504
მსოფლიორუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...
1740814184
ახალი ამბები„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე
„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...