„დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს უნდა ჰქონდეს იმ ქმედებების გამოძიების უფლებამოსილება, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია მაღალი თანამდებობის პირების მიერ“ - სახალხო დამცველი

2022 წლის 2 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონის შეფასების თხოვნით მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ეუთო/ოდირს), - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული, სამართლებრივი დასკვნის დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში წარმოდგენა ვითხოვეთ. 2022 წლის 18 თებერვალს ეუთო/ოდირმა სამართლებრივი მოსაზრება წარმოადგინა, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული განხორციელებული ცვლილებები და ასევე, შესულია რეკომენდაცია კანონის ამოქმედების შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, 2022 წლის 19 თებერვალს აღნიშნული სამართლებრივი დასკვნა გადაუგზავნეს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე დასართავად.
„იმედს ვიტოვებთ, საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის მოსაზრების ყველა ასპექტს, პირველ ეტაპზე შეაჩერებს სადავო ნორმის მოქმედებას და შემდგომ არაკონსტიტუციურად ცნობს მას. ეუთო/ოდირის შეფასებით საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პარლამენტში იყო ნაჩქარევი და არ სდევდა არანაირი წინასწარი კონსულტაციები. მათი შეფასებით ეს პროცესი კანონის უზენაესობის ხელყოფისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირების საფრთხეს ქმნის და საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს.“, - თქვა მან.
როგორც სახალხო დამცველმა ბრიფინგზე აღნიშნა, ეუთო/ოდირის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებებმა და პროცესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე, არასათანადო მოპყრობის და დაკავებულ პირთა გარდაცვალების საქმეთა გამოძიებაზე, რადგან საფრთხე ექმნება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეფექტურობას და ასევე საგამოძიებო ორგანოს მანდატი ფართოვდება ისეთი დანაშაულებით (შესაბამისი ფინანსური რესურსის გაზრდის გარეშე), რომელიც არ ყოფილა დამოუკიდებელი ორგანოს ქვემდებარე აქამდე.
ნინო ლომჯარიას თქმით, ეუთო/ოდირმა სხვადასხვა რეკომენდაცია წარმოადგინა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის აღსანიშნავია:
„აუცილებელია მიღებული კანონის მოქმედების შეჩერება და საკანონმდებლო პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრა;
იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ინსპექტორის და მისი მოადგილეების მანდატი უნდა გაგრძელდეს და მათ მიეცეთ საშუალება დაასრულონ თავიანთი უფლებამოსილება ბოლომდე;
ეუთო/ოდირი იზიარებს სახალხო დამცველის მრავალწლიან რეკომენდაციას, რომელიც გულისხმობს რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს უნდა ჰქონდეს იმ ქმედებების გამოძიების უფლებამოსილება, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია მაღალი თანამდებობის პირებისა (გენერალური პროკურორის, შსს მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის) და პროკურორების მიერ, “ - განაცხადა ლომჯარიამ.
ეუთო/ოდირის შეფასებები, დასკვნები და რეკომენდაციები ეყრდნობა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალს და ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ დოკუმენტებს.
საქართველოს სახალხო დამცველი იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ სამართლებრივ ბერკეტსა და მექანიზმს, რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა და მათ დაცვაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ორგანოების ეფექტური ფუნქციონირება.
ასევე საინტერესოა:
🔵 ორი შვილის დედას, 21 წლის ანი კვირკვაიას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
1741103018
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს
ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...
1741099772
საზოგადოებაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება
პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...
1741099714
ახალი ამბებიპარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...
1741097078
საზოგადოებაპრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი
ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...