„ძალიან კარგი იქნება, თუ თბილისში მოხდება შემდეგი მაიდანი“ - არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი გიორგი რუხაძე „პალიტრა NEWS“-ის ეთერში გადაცემაში „რეზიუმე“ უკრაინის მაიდანიზაციის წინაპირობაზე საუბრობს და აქვე, აღნიშნავს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ თბილისში მოხდება შემდეგი მაიდანი.

გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მაინც გააგრძელებს და დარჩება ხელისუფლებაში, აუცილებლად მოხდება მაიდანი.

„ვისაც არ ახსოვს მაიდანის ისტორია, რა და როგორ მოხდა - იანუკოვიჩის ხელისუფლება მოვიდა სათავეში. მან პირობა დადო უკრაინელი ხალხის წინაშე, რომ უკრაინას წაიყვანდა ევროკავშირის მიმართულებით, ხელს მოაწერდა ასოცირების ხელშეკრულებას, მაგრამ შემდეგ პუტინმა დაიბარა იანუკოვიჩი მოსკოვში ისევე, როგორც სომხეთის მაშინდელი პრეზიდენტი, სომხეთმა უარი თქვა ასოცირების ხელშეკრულებაზე და დამთავრდა იქ ეს ამბავი, იანუკოვიჩმა უარი თქვა ასოცირების ხელშეკრულებაზე და უკრაინელმა ხალხმა ტყუილი არა აპატია. ანუ, არ აპატია ქვეყნის მიტრიალება ევროპიდან რუსეთისკენ და გამოვიდა ქუჩაში მშვიდობიანი პროტესტით. მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა შეასრულა ასევე პუტინის ბრძანება და ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს და 33 ადამიანი დახოცა, შემდეგ ამაზე უპასუხა უკვე უკრაინელმა ხალხმა და შეცვალა იქ ხელისუფლება, ამაში ცუდი რა არის, ვერ გავიგე. ძალიან კარგი იქნება, თუ თბილისში მოხდება შემდეგი მაიდანი. უკრაინისგან განსხვავებით ჩვენ შემთხვევაში პროტესტის გარდა გვაქვს ბერკეტი, რომელიც არის არჩევნები, 4 თვეში. შესაბამისად, ამ არჩევნებით საქართველოს მოსახლეობა იტყვის ეთანხმება თუ არა საქართველოს ხელისუფლების კურსს და თუ არ ეთანხმება და ის შეეცდება, რომ ნების წინააღმდეგ მაინც გააგრძელოს და დარჩეს ხელისუფლებაში, მაშინ აუცილებლად მოხდება მაიდანი“, -აღნიშნა გიორგი რუხაძემ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1725729684

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0. მანამდე კი ხვიჩა კვარაცხელიამ 11-მეტრიანი პენალტით ანგარიში გახსნა.  თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ერ...

ჩაკვეტაძე

1725727450

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა - ანგარიში გაიხსნა. 1:0 ქართველთა სასარგებლოდ. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან მამარდაშვილი...

კვარაცხელია

1725722193

ახალი ამბები

ავარია თუშეთში - დაღუპულია ერთი ადამიანი

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავმზიდს ერთ-ერთი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის ანძისთვის საწვავი მიჰქონდა, რა დროსაც ის...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1725719181

სპორტი

საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს

დღეს, საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.  გიორგი მიქა...

მიქაუტაძე

1725708925

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი ევროპული სახანძრო ავტომანქანა შეიძინა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციე...

მანქანა