“ფიზიკურად მანგრევს მომავლის ბუნდოვანება, ისე რომ ჯანმრთელობაზე დაიწყო ასახვა” - ნიკა ქავთარაძე

ნიკა ქავთარაძე იმ პრობლემის შესახებ წერს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ძალიან ნაცნობია, ეს არის მომავლის შიში და რომ ეს ყველაფერი ჯანმრთელობაზეც აისახება:

ნიკა ქავთარაძე: "ბოლო ერთი თვე ძალიან ბევრ რამეზე მომიწია ფიქრი, საქმეს და კარიერას ვგულისხმობ. ასაკი თავისას შვება და ყველაფერზე უფრო ვღელავ. რადგან ახლა ბევრად ვღელავ ზოგადად მომავალზე.

ადრე, ადრეულ ახალგაზრდობაში, მეტი რისკის უფლებას ვაძლევდი ჩემს თავს.ახლა აღარ შემიძლია. ფიზიკურად მანგრევს მომავლის ბუნდოვანება. იმდენად მძაფრად ვღელავ, რომ ჯანმრთელობაზე დაიწყო ასახვა. ამიტომ, ახლა ვაპირებ, ერთი კვირა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას მოვახმარო. ამ კვირაში, სიმშვიდეც მოვა ალბათ და საქმის მომავალსაც ბევრად მშვიდად განვსაზღვრავ. ვეცდები ყველას და ყველაფერს ზუსტი შეფასება გავუკეთო და სახელი დავარქვა. აღარ მინდა ილუზიაში და თავის მოტყუებაში გავაგრძელო ყოფნა.

2022 წელია, წელს 44 წლის ვხდები და ჯერ  კიდევ სრულიად ბუნდოვანია რა იქნება, თუნდაც გაისად ამ დროს.ჰოდა, ცოდო ვარ. მიყვარს ჩემი თავი და დიდხანს მინდა ბედნიერი იყოს. თქვენც ეცადეთ იცოდეთ თქვენი თავის ფასი და არასდროს შეეგუოთ უსამართლობას. პირველივე ასეთ მომენტში იყვირეთ, ხმამაღლა თქვით, რომ ასეთ მოქცევას არ იმსახურებთ. და თუ არ გატყდებით, ნელ-ნელა ადამიანები  პატივს სცემენ თქვენს პრინციპებს და ვერ გაგიბედავენ იმას, რაც მე ხშირად გავაბედინე გარემოს.

ჩვენ არ გაგვიმართლა, ამ ქვეყანაში მცხოვრებთ - აქ რთულია უარის თქმა შემოსავალზე, სამსახურზე, ფულზე. სწორედ ესაა ხოლმე მიზეზი, რომ თვალს ვხუჭავთ უსამართლობაზე. ამას ზოგი ადრე ხვდება, ზოგი გვიან, ზოგს სულაც ფეხებზე ჰკიდია. მაგრამ ეს მართლა მთავარია - საკუთარი თავის დაცვა.

ყველაფერი კარგად იქნება თუ არა არ ვიცი, მაგრამ უკეთესად რომ იქნება - დარწმუნებული ვარ. უბრალოდ, ახლა თავში ძალიან ძალიან ბევრი მძაფრი აზრია, რომლებზეც უნდა ვიფიქრო და ისე გავაკეთო საყვარელი საქმე.  შეცდომების და  არასაჭირო დათმობების გარეშე. ამისთვის მჭირდება ერთი კვირა და შეიძლება ინტენსიურ კონტაქტზე ვერ ვიყო. მიყვარხართ და მინდა ერთმანეთის ბედნიერებით ვიყოთ განებივრებულები."

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741717890

ახალი ამბები

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

 ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მი...

პოლიცია

1741716990

ახალი ამბები

„ღვინის ქარხანაში“ ხანძარია

 თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, „ღვინის ქარხანაში“ ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი „ღვინის ქარხანაში“ არსებულ ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა. მათივე...

ხანძარი ბათუმში

1741716195

ახალი ამბები

დეკანოზი იოანე გორელიშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: მივესალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას. ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის

 „ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი დაცულნი იყვნენ ამ განსაცდელისაგან“, - ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ნარკოპოლიტიკის გამ...

იოანე გორელიშვილი

1741714831

ახალი ამბები

პროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა

 პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...

პროკურატურა

1741713753

სპორტი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა

 საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი...

საქართველოს ნაკრები