"გადადგეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე" - აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

"გადადგეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე", - ეს არის მთავარი მოთხოვნა, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციისა, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც ისინი აცხადებენ, მათ აქვთ ის ფარული ჩანაწერები, სადაც მათი თქმით ასახულია ოპოზიციის საკრებულოს აწ გარდაცვლილი წევრის ნუგზარ ფუტკარაძეზე "ქართული ოცნების" მხრიდან ზეწოლის ფაქტი.
"რჩება პროტესტის ერთი გზა, ქუჩა - ვითხოვთ გადადგეს მამა-შვილი რჟვაძეები, რომლებიც არიან შემოქმედი ამ ძალადობის", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აჭარის მთავრობის სახლთან, უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
გუშინ ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა,რომ საკრებულოს არჩეულ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე, რომელიც 6 დღის წინ გარდაიცვალა, არჩევნების შემდეგ ხელისუფლების დავალებით ზეწოლას ახდენდნენ. როგორც კირთაძემ ბრიფინგზე განმარტა, არსებობს ზეწოლის აუდიო მტკიცებულება, რომელიც მას გარდაცვალებამდე ნუგზარ ფუტკარაძემ გადასცა.
ამავე თემაზე:
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...