ხელი ჩემს ფეხთან ახლოს მოიტანა და თითს ამოძრავებდა, რათა ჩემს ფეხს შეხებოდა... - 17 წლის მოზარდი ტრანსპორტში ძალადობის ისტორიას იხსენებს

პროექტი „დამიცავი, პატარა ვარ“ შექმნილია ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. პროექტის ფარგლებში ჩაწერილი ისტორიები, პერიოდულად ქვეყნდება ფეისბუკ ჯგუფში „დამიცავი, პატარა ვარ“. ერთ-ერთი ბოლო ისტორია, 17 წლის მოზარდზე მოგვითხრობს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეემთხვა.

"გამარჯობა. 17 წლის ვარ. მუდამ ვკითხულობ აქ პოსტებს, რჩევებსაც ვაძლევ პოსტის ავტორებს, როგორც შემიძლია, ისეთს, რადგან სიმართლე გითხრათ, ისეთი საშინელი ფაქტები, როგორიც აქ იწერება არ გადამხდენია. იყო მცდელობები, მაგრამ არა ისეთი, როგორიც აქ წერია. ვწუხვარ, რომ ასეთი რაღაცების გადატანა გიწევთ... ეს პოსტი დღევანდელმა მომხდარმა დამაწერინა...

მეცადინეობის შემდეგ სახლში მივდიოდი, ავედი ტრანსპორტში. იმდენი ხალხი იყო, ძლივს ვიდექი (არ ავიდოდი, ბევრი ტრანსპორტი რომ დადიოდეს სოფელში, მაგრამ სამწუხაროდ, არ არის და მომიწია ასვლა). ჩემ გვერდით მამაკაცი იყო, 30-35 წლის იქნებოდა. ძლივს მოვეჭიდე რაღაცას და რადგანაც ამაზე ვფიქრობდი, რომ "არ წავქცეულიყავი", ვერ ვხვდებოდი, რომ ვიღაცას ხელი ჰქონდა დადებული ჩემს ხელზე, მერე მომიჭირა და ვიგრძენი. გამოვწიე ეგრევე ხელი. ვიფიქრე, ალბათ თვითონაც იჭერს თავს, რომ არ წაიქცეს-მეთქი, გავიფიქრე, და ჩამოვუშვი ხელი. თვითონაც ჩამოუშვა, ახლა უფრო ვაკვირდებოდი (შიშის გამო). დაკვირვება დავიწყე და დავინახე, რომ ხელი ჩემს ფეხთან ახლოს მოიტანა და თითს ამოძრავებდა, რათა ჩემს ფეხს შეხებოდა... ვერ ვმოძრაობდი (არ იყო მაგის სივრცეც, რომ მოვშორებოდი). ალბათ იტყვით, ხმა ამოგეღო, რაღაც გეთქვა, გეყვირა, გეკივლაო... ჰო, მეც ამას ვეუბნები საკუთარ თავს: რატომ არ ვუთხარი არაფერი? ისეთი მარტივია ასე უბრალოდ ფიქრი ამაზე... თუმცა, როცა შენ წინაშე ხდება ასეთი რამ, ეს ყველაფერი ძალიან რთულია, რომ რამე გააკეთო, რადგან გიჭერს, რაღაც თითქოს არ გალაპარაკებს. ყვირი, ტირი, ითხოვ შველას, მაგრამ ვერავინ ვერ ხვდება, ვერ გრძნობს... მერე როგორმე ვცადე უკან გადასვლა. გადავედი და მომშორდა, თუმცა, მაინც ცდილობდა მოახლოებას, მაგრამ მე უკან დავიწყე გადასვლა.

ისე ცუდად ვიგრძენი თავი, ვეღარც ვსუნთქავდი და ვეღარ ვფიქრობდი ვერაფერზე... ალბათ იტყვით, რატომ აზვიადებ, ისეთი არაფერიაო, მაგრამ ნუ იტყვით! ისეთი რთულია, როცა თავს უსუსრად, მარტოდ გრძნობთ, თითქოს არავინ გყავთ გვერდით...

როცა ჩავიდა, მძიმე ლოდი მომეხსნა მხრებიდან, შვება ვიგრძენი... და ასეთი ნაძრილები შემდეგ მიდიან სახლში ცოლ-შვილთან, მშობლებთან და ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა. ჰო, მისთვის არაფერი, მაგრამ ჩვენთვის? ჩვენთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა, რომელსაც (აზრი არ აქვს, როგორი იქნება) ვერ ვივიწყებთ...

ნუ დამალავთ შიშს და ყოველთვის ამოიღეთ ხმა, ყოველთვის!!! ალბათ ცუდად რომ შემხებოდა, დავიყვირებდი... არ ვიცი, ვერც ვფიქრობ ვერაფერს, თუ რა შეიძლებოდა, მომხდარიყო, მასთან უფრო ახლოს რომ ვყოფილიყავი... რაც უფრო მეტს გავდივარ გარეთ საზოგადოებაში, მით უფრო ვხვდები, რამდენად დამპალი, საზიზღარი, ამაზრზენი და უსამართლოა ეს სამყარო... ყოველთვის იარსებებენ ასეთი ნაგვები, ნაბიჭვრები და არამზადები. ყველას მინდა გითხრათ, რომ უძლიერესები ხართ!  სულ დაიცავით საკუთარი თავი, იყვირეთ, იკივილეთ და და მოიშორეთ თავიდან ასეთი ნაძირლები!"-ამბობს, მოზარდი.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵რა ელოდება პუტინს ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებით? - ამბავი უკანასკნელი იმპერიის მმართველზე

🔵საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მყოფი და მის მეზობელ ქვეყნებში გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

🔵 ისტორიული დღე საქართველოსთვის - ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს - პრემიერმინისტრი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736965651

მსოფლიო

პრობლემა, რომელსაც უკრაინა აწყდება, ის კი არ არის, რომ მათ ფული ეწურებათ, არამედ ის, რომ მათ უკრაინელები ეწურებათ - აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი

მარკო რუბიომ, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა, განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალური პოზიცია უნდა იყოს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს. მარკო რ...

მარკო რუბიო

1736963538

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლებისთვის ახლო აღმოსავლეთში, მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევას გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, მძევლები მალე გათავისუფლდებია...

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი

1736961451

საზოგადოება

პრემიერი: გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, გეკისრება თმენის ვალდებულება

ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში, იქ ნამდვილად გაქ...

ირაკლი კობახიძე

1736959813

ახალი ამბები

კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

ტრადიცია გრძელდება - ძველით ახალი წელი თბილისის მერმა კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას საზეიმო კონცერტით მიულოცა და სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად საცხოვრებელი სახლი გადასცა. მარტოხე...

კახა კალაძე

1736958581

ახალი ამბები

ეს არის ოპოზიციის მორიგი უსუსური „პერფორმანსი“, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს - ირაკლი კობახიძე გაფიცვის კამპანიაზე

„ეს არის რადიკალური ოპოზიციის მორიგი უსუსური პერფორმანსი, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართული გაფიცვის კამპანიაზე საუბრისას...

ირაკლი კობახიძე