კიდევ ერთი პატარა ძამიკოს სული ელოდებათ – რას ყვებიან გლდანში გარდაცვლილ ოჯახზე

გლდანში, CO-ს ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპულ შანიძეების ოჯახს, კიდევ ერთი შვილი ჰყავდათ გარდაცვლილი. ინფორმაცია”პრაიმტაიმს” ოჯახის ახლობელმა მიაწოდა.
“ირაკლის დაახლოებით 2 წლის წინ გარდაეცვალა ბიჭი, გაცივდა ბავშვი და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სოფელშია, შუა ქვალონში დასაფლავებული. ირაკლი ძალიან კარგი ადამიანი იყო, მშრომელი, ოჯახის სარჩენად პერიოდულად სხვადასხვა მშენებლობებზე მუშაობდა თბილისში”, – გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
ამავე ცნობით, ირაკლის ჰყავს მამა სოფელ ქვალონში და ერთი ძმა, რომელიც თბილისშია.
"ყველანი შოკირებულები ვართ იმ ტრაგედიით, რის შესახებაც გუშინ გაიგო მთელმა საქართველომ. მარადიულ საუფლოში გადაინაცვლა ძალიან ლამაზმა ქართულმა ოჯახმა, პატიოსანმა და მშრომელმა ახალგაზრდა დედ-მამამ, მათმა ულამაზესმა და უსაყვარლესმა პატარა ანგელოზებმა, იქ მათ კიდევ ერთი პატარა ძამიკოს სული ელოდებათ და ამიერიდან ერთად იქნებიან ზეციურ საუფლოში.
სამძიმარი ვუთხრათ მათ ჭირისუფლებს, თუმცა არ არსებობს სიტყვები, რომლებიც მათ თუნდაც ოდნავ მაინც ანუგეშებს, და ვილოცოთ გარდაცვლილთა სულებისთვის, ღმერთო,სასუფეველი დაუმკვიდრე მათ ლამაზ უმანკო სულებს,ამინ”, – წერს ოჯახის ახლობელი.
ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილები არიან: 32 წლის ირაკლი შანიძე, მისი მეუღლე, ასევე 32 წლის რუსუდან ზაალიშვილი და და მათი შვილები – 6 წლის მარიამ შანიძე, 5 წლის დარეჯან შანიძე და 12 წლის დავით ზაალიშვილი, რომელიც რუსუდანს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა.
ცნობისთვის, ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ შუა ქვალონის მკვიდრი ირაკლი შანიძე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად თბილისში ქირით ცხოვრობდა. ამ კონკრეტულ ბინაში კი ოჯახი 3 დღის გადმოსული იყო.
ოჯახის წევრები, სავარაუდოდ, 3 დღის გარდაცვლილები იყვნენ. ცხედრები ერთ-ერთი გარდაცვლილის დამ აღმოაჩინა, რომელიც ოჯახთან დაკავშირებას 2 დღის განმავლობაში ცდილობდა.
მომხდარ ფაქტზე, შსს-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება მოჰყვა.ახლობლების ცნობით, ცხედრებს ექსპერტიზის დასრულების შემდეგ სოფელში მამის სახლში გადაასვენებენ.
წყარო: „მეგატვ“
ასევე საინტერესოა;
🔵„კოვიდი არ არის სეზონური გრიპი, კოვიდი კლავს, დიახ, დელტაც და ომიკრონიც კლავს! - გიორგი ფხაკაძე
🔵70 წლამდე ქალი მოკლეს - რა მოხდა სიღნაღში?
🔵ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე 10-მდე ბიუსტი მოიპარეს, 20-მდე კი წასაღებად გაამზადეს
1741543285
საზოგადოებაკახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა
უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...
1741543032
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა. დეპუტატის თქმით, გენდერი...
1741538557
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ
„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...
1741534941
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე
რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...
1741532232
სპორტიქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება
ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...