„მე დღეს მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საქართველოს რიგითი მოქალაქე“ - გიორგი გახარია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარიას ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს და კომიტეტის წევრებს ღია წერილით მიმართავს.
„ძვირფასო ბატონო მაკალისტერ,
ძვირფასო ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებო:
მე დღეს მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი და საქართველოს რიგითი მოქალაქე. ამ სიტყვების წერისას, მე განმსჭვალული ვარ უკრაინელი ხალხის და მისი ხელისუფლების მიმართ პატივისცემით. დღეს უკრაინა იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას და ღირსებას, არამედ ყველა ჩვენთაგანისას.
ის იცავს წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს, სადაც თითოეულ ქვეყანას აქვს უფლებები, მათ შორის, უფლება პატივს სცემდნენ მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; უფლება თავად აირჩიოს ვისთან იყოს ალიანსში; უფლება იყოს თავისუფალი გარე ზეგავლენებისგან. უკრაინამ ჩვენ ყველას მოგვცა შესაძლებლობა, ვიმოქმედოთ ჩვენი ღირებულებების შესაბამისად და დავდგეთ ერთად იმის დასაცავად, რაც გვჯერა, რომ არის ყველასთვის კარგი.
დღეს არის გარდამტეხი მომენტი და მოგმართავთ, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და მოგვანიჭოთ უფლება ჩვენ - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, რომ გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს, წესებზე დაფუძნებული ერთობის ნაწილი;
გაგვიხსნათ ევროპული პერსპექტივა და ბოლომდე მიიყვანოთ ევროპული დემოკრატიების გაერთიანების პროცესი. ჩვენ არ ვართ სრულყოფილები, მე ამ შემთხვევაში საქართველოზე ვსაუბრობ, თუმცა, ჩვენ ვიმსახურებთ შანსს გავხდეთ უკეთესები. ევროპარლამენტი ყოველთვის უჭერდა მხარს ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას. დღეს, მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ კონკრეტული რეზოლუცია იქნება ძალიან დროული და მნიშვნელოვანი.
2008 წელს საქართველო დაისაჯა ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისთვის, დღეს ისჯება უკრაინა. 2008 წლისგან განსხვავებით, დღეს მთელი მსოფლიო ერთად დადგა ბოროტების წინააღმდეგ. მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს მზარდია იმის გააზრება, რომ რუსეთი გამოწვევას უგზავნის ცივი ომის შემდგომ ჩამოყალიბებულ სრულიად უსაფრთხოების არქიტექტურას და შესაბამისად, საფრთხეს უქმნის ყველას და არა მხოლოდ უშუალო მეზობლებს. უკრაინელი ხალხის თავგანწირვა არის ჩვენთვის ყველასთვის შთაგონების წყარო. ჩვენ ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ. ევროპისთვის ჭეშმარიტი გამარჯვება იქნება ჩვენი ქვეყნების დემოკრატიზაცია და ტრანსფორმაცია რუსეთის საზღვრებთან.“, - ნათქვამია გიორგი გახარიას წერილში.
ასევე საინტერესოა:
🔵 ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა საქართველოდან ელჩს დაუყოვნებლივ გაიწვევს
🔵 „ქართული ოცნების ქმედება არის სამშობლოს ღალატი“ - რატი ამაღლობელი
1740813527
ახალი ამბები„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი
მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...
1740810738
მსოფლიო„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდ...
1740809203
ახალი ამბები„აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ არ ექნება გარანტიები“ - გიორგი ვოლსკი
„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა, გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერ...
1740774385
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა
თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თეთრ სახლში ამერიკელ და უკრაინელ დელეგაციებს შორის გამართუ...
1740773270
მსოფლიომარკო რუბიო ტრამპს: მადლობა იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესებს იცავთ - ამერიკა თქვენთანაა!
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ ოვალურ კაბინეტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ მედიაში ეხმაურება. „მადლობა, პრეზიდენტო, იმისთვის, რო...