მეტი მხარდაჭერა სჭირდება ჩვენს დიასპორას, ხელი უნდა შევუწყოთ ყველას, ვისაც საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს- ირაკლი ღარიბაშვილი

მსოფლიო ქვეყნებში საქართველოს წარმომადგენლობებს საკვანძო ადგილი უკავია საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან ურთიერთობებში, ჩვენს დიასპორასთან, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დიასპორასთან დაკავშირებით არაერთი მნიშვნელოვანი იდეა მუშავდება და დიასპორის პოტენციალის, რესურსების გამოყენება აუცილებელია.

„ვამუშავებ სხვადასხვა იდეას, რომელიც უკავშირდება ჩვენს დიასპორას. ზოგადად ამ მიმართულებით ჩვენ უნდა გავააქტიუროთ მუშაობა, უფრო ძლიერი კოორდინაცია სჭირდება დიასპორას და დიასპორის პოტენციალის, რესურსების გამოყენება არის საინტერესო და აუცილებელი. ამიტომ, უნდა გავაძლიეროთ მათზე ზრუნვა, მეტი მხარდაჭერა სჭირდება ჩვენს დიასპორას, ხელი უნდა შევუწყოთ ყველას, ვისაც საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის, ერთგულებისთვის, თავდადებისთვის. თქვენი საქმიანობა მაღალ დონეზე უზრუნველყოფს საქართველოს ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ, ეფექტიან ურთიერთობას პარტნიორებთან და მომავალი მიმართულებების განვითარებას“, - მიმართა ქართველ ელჩებს პრემიერმა.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ცარიელი ბუხრის  დანახვა ძვლებს უყინავდა… თოვლმა ვიღაც დაამწუხრა, ვიღაცას უდიდესი სიხარული მოუტანა! - პეტრე კოლხი

🔵პუტინის ორეულები - ვინ მართავს რუსეთს?

🔵საფრანგეთის პირველ ლედის აბრალებენ, რომ ტრანსგენდერია - ბრიჯიტ მაკრონი სასამართლოში ჩივის

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740845128

ახალი ამბები

საქართველოში ყინვა გაძლიერდება - მაღალმთიან ზონაში ტემპერატურა -23 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართ...

ყინვა

1740842952

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა - ის დღეს კირ სტარმერს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონიდან ლონდონში ჩავიდა. როგორც ცნობილი ხდება, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მას დღეს, დაუნინგ-სტრიტზე უმასპინძლებს. ამის შესახებ BBC...

ვოლოდიმირ ზელენსკი

1740840318

ახალი ამბები

„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...

დავით ბახტაძე

1740837855

ახალი ამბები

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...

შალვა პაპუაშვილი

1740836360

მსოფლიო

„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...

ზელენკსი