ცარიელი ბუხრის დანახვა ძვლებს უყინავდა… თოვლმა ვიღაც დაამწუხრა, ვიღაცას უდიდესი სიხარული მოუტანა! - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი, ფეისბუკის გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ისტორია, მოხუცს შეეხება, რომელიც მკაცრ ზამთართან გამკლავება უწევს.
„მთელი ღამე ითოვა…
ბუხარში ბოლო ფიჩხები შეყარა და ლოგინისკენ წავიდა… საწოლი ბუხრიდან ოდნავ მოშორებით, კედელთან იდგა… ქარს შუქის ხაზები ჩაეწყვიტა და პატარა ოთახს მხოლოდ ცეცხლის ალი ანათებდა. მეტი არც იყო საჭირო… ოთახში ისედაც არაფერი მოიპოვებოდა, პატარა მაგიდის, ერთი საღი და ერთიც სამფეხა სკამის, რკინის საწოლის გარდა…
დილით ადრიანად გაეღვიძა… ზამთარში საქმე რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვეულებად შემორჩა და გაყინულ ოთახს რომ თვალი მოავლო, ლოგინში წრიალი დაეზარა. ძველ დროს შემორჩენილი წინდები ამოიცვა, გადაჭრილ ბოტებში ჩადგა ფეხი და კარისკენ გაეშურა…
არც ბილიკი ჩანდა, არც კარ-მიდამო, თითქოს ვიღაცამ თეთრი ზეწრის ქვეშ მოაქცია მთელი სამყარო!…
შეშაც აღარ შემორჩა, დილით ცეცხლი რომ აენთო… არ ეგონა, თოვლი ამდენს თუ შეძლებდა…
იმედით იყო, ადრიანად ხის წაქცეულ ღობეს გამოაცლიდა ხმელ ტოტებს და მთელი დღე გასათბობად ეყოფოდა…
ქოხის წინ დაღმართი იწყებოდა… უკვე იკრიბებოდნენ ბავშვები, რომ ციგებით დაშვებულიყვნენ…
შორიდან ესალმებოდნენ… ბედნიერების ხმა ისმოდა…
იდგა მოხუცი ზღურბლთან და არ იცოდა, რა ექნა… ცარიელი ბუხრის დანახვა ძვლებს უყინავდა… ცოტა ხანი მაინც ეცადა დალოცვილს, ფიქრობდა გულში…
რა კარგია თოვლის მოსვლა, ძლივს არ გვეღირსა?! -ესმოდა გარედან…
თოვლმა ვიღაც დაამწუხრა, ვიღაცას უდიდესი სიხარული მოუტანა!“,-წერს, პეტრე კოლხი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ქმარმა ორსულ ცოლს სამზარეულოს დანით ყელი ერთი წლის შვილის თანდასწრებით გამოჭრა - ტრაგედია თბილისში
🔵მნიშვნელოვანია მივხვდეთ, რომ გაზრდილი ფასები დროებითი მოვლენაა და დაძლევადია - ნათია თურნავა
🔵რა უნდა გვქონდეს და არ გვქონდეს 2022 წლის საახალწლო სუფრაზე - აუცილებლად გასათვალისწინებელი წესები
1740940730
მსოფლიომარკო რუბიო - პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან
ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ან არც...
1740940672
სპორტირაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი 16 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები 43:5 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ფინალის საგზურის გარდა, სა...
1740940602
მსოფლიოკირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...
1740936429
საზოგადოებაპატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ
„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...
1740933056
მსოფლიოსენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან
რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...