"ნაციონალურმა მოძრაობამ" ან უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან უნდა დატოვოს პარლამენტი - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე წერს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ან უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან უნდა დატოვოს პარლამენტი.

მისი აზრით, ოპოზიცია აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო ცხოვრებაში, რადგან ეს ბრძოლის ეფექტური ბერკეტია.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ან უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან უნდა დატოვოს პარლამენტი. ყველაზე უარესი არის ის მდგომარეობა( ანუ ბოიკოტი), რომელშიაც საპარლამენტო ფრაქცია ამჟამად იმყოფება. მოარული გამონათქვამი, რომ  “რუტინაში ხომ არ მივიღებთ მონაწილეობას” არის ზარმაცების მოგონილი. ყველგან უნდა ვიყოთ პარლამენტში: კომიტეტებში, პლენარულ სხდომაზე, მაგიდასთან, ტრიბუნაზე, კორიდორებში და “გარე პერიმეტრზეც”. სრულ კომფორტში ვამყოფეთ პარლამენტში “ქართული ოცნება” ბოლო წლების განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ მინისტრებს პარლამენტში მოსვლის წინ ღამეები არ სძინებოდათ, მათი ვიზიტი ფორმალურ გასეირნებად იქცა.

მიდგომა, რომ ერთჯერადად შევალთ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე ან მხოლოდ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მივიღებთ მონაწილეობას, არის არსებული, ყველაზე უარესი მდგომარეობის შენარჩუნების ნაირსახეობა.

ან პარლამენტიდან ბრძოლა და მისი ბერკეტების ( მათ შორის საერთაშორისო) მაქსიმალურად გამოყენება, ან ამ ბერკეტების გამოყენებაზე უარის თქმა მოსალოდნელი შედეგებითურთ და სათანადო პასუხისმგებლობის გაზიარებით-ესაა ჩემი პოზიცია.

რომელ გზასაც აირჩევს პარტია, დავემორჩილები მას, როგორც ეს აქამდეც მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე ვიდექი ბევრ საკითხთან დაკავშირებით( შესვლა-არშესვლა, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა-არმოწერა, ბოიკოტი და ა. შ)",-წერს, რომან გოცირიძე.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵“ჩემი საქართველო აღარ დაბრუნდება?! ჩვენმა თაობამ დედა უტირა... “ - სოლომონ ნერგაძე

🔵გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი და დადასტურდა „კოვიდ-19“-ის 5 486 ახალი შემთხვევა

🔵მაგთიკომი ბალის ყველა ანგარიშს აუქმებს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1736925572

ახალი ამბები

SpaceX-ის დირექტორმა გლობალურ ფორუმზე ხაზი გაუსვა საქართველოს „სტრატეგიულ როლს“ ციფრულ განვითარებაში

ილონ მასკის SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორმა, სტეფანი ნელსონმა, ინტერნეტ მმართველობის გლობალურ ფორუმზე (IGF 2024) ComCom-ის ორგანიზებით გამართულ სესიაზე „რეგიონის გაძლიერება და მდგრადი ციფრულ...

საქართველოს „სტრატეგიულ როლს" ციფრულ განვითარებაში

1736924525

ახალი ამბები

Starring Georgia საინტერესო სიახლეებით ბრუნდება

გვიხარია, რომ სეზონის პირველ ღონისძიებას წლის დასაწყისში ვაანონსებთ და გაძლევთ შესაძლებლობას უკეთ დაგეგმოთ თქვენი მუსიკალური მოგზაურობა, რომელიც გვიანი გაზაფხულიდან დაიწყება! აჰყევით ვარსკვლავებს 30 მ...

Starring Georgia საინტერესო სიახლეებით ბრუნდება

1736923201

მსოფლიო

კუბაში 553 პატიმარი გაათავისუფლეს

კუბის ხელისუფლებამ 553 პატიმრის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს ინფორმაცია მიაწოდა, რომ კუბა ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოიღო. ინფორმაციას...

კუბაში 553 პატიმარი გაათავისუფლეს

1736922082

მსოფლიო

სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი დააკავეს

სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი,იუნ სოკ იოლი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. დაკავებამდე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში იუნ სოკ იოლმა განაცხადა, რომ ის დათანხმდა დაკავება...

სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი დააკავეს

1736886317

მსოფლიო

აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება. დოკუმენტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ...

აშშ-მა და სომხეთმ