“ჩემი საქართველო აღარ დაბრუნდება?! ჩვენმა თაობამ დედა უტირა... “ - სოლომონ ნერგაძე

წერილს, რომელსაც ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ, იტალიაში მოღვაწე, მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, სოლომონ ნერგაძე საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ჩემი საქართველო აღარ დაბრუნდება?! თბილი, გამტანი, 14 აპრილს აფეთქებული და მზადმყოფი, სისხლი შეესხა სახეში მომხვდურისთვის... 9 აპრილის სიყვარულიანი საქართველო აღარ იქნება...
ჩვენმა თაობამ დედა უტირა... დაანგრია, გადაწვა, დაახინჩა... დაანაწევრა და ნაწილებად გააჩუქა...
90-იანების კერძო უნივერსიტეტების განათლება გაბატონდა ქვეყანაში... აგრესიული უწიგნურობა ზეობს...
ნატო-ნატოო, ვბღავით - ვერ კი გაგვირკვევია, ნატოში უაფხაზეთოდ და უსამაჩაბლოოდ შევდივართ თუ მათთან ერთად...
ქვეყნის გამთლიანების გეგმა ან მოსაზრება მაინც, გამთლიანების შესახებ არავის აქვს, ორი ჯგუფის გარდა. იმ ორ ჯგუფს კი გამთლიანებული ქვეყანა რუსეთის ფედერაციის ერთ გუბერნიად წარმოუდგენია.აგრესიული უწიგნურობა ზეობს... აგრესიული უწიგნურობა ამუხრუჭებს ქვეყანას...
„70 ათასი ბავშვი შიმშილობს! ასეულ ათასობით პენსიონერი შიმშილობს!
ხალხი შიმშილით კვდება"... - აი, ამას ბღავიან აგრესიული უწიგნურები და გვპირდებიან, მოვლენ თუ არა ხელისუფლებაში, ეს პრობლემები აღარ იარსებებს.
ამას ბღავიან იმ ქვეყანაში რომელიც:
- პირველ ადგილზეა მსოფლიოში აიფონების პროცენტული რაოდენობის მხრივ;
- პირველ ათეულშია ერთ სულ მოსახლეზე მსუბუქი მანქანების რაოდენობით;
- თურქეთიდან აწარმოებს ლობიოს, კიტრის, პომიდვრის, სიმინდის იმპორტს, მაშინ როცა საკუთარი სახნავ-სათესს არ ხნავს;
- მსოფლიოში პირველ ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე „უმაღლესი განათლების დიპლომების“ რაოდენობით.
დიახ, მეგობრებო, ამდენი დიპლომის ქვეყანაში, აგრესიული უწიგნურობა მძვინვარებს...
მე კი, ჩემი ძველი, თბილი საქართველო მენატრება - სიყვარულიანი, გამტანი...
იმ საქართველოში არ შიმშილობდნენ.
იმ საქართველოში არ სძულდათ
იმ საქართველოში უყვარდათ.
იმ საქართველოში...
იმ საქართველოდან არ გარბოდნენ...
იმ საქართველოს მრავალი შეჰხაროდა...
ის საქართველო მინდა...
ის საქართველო მენატრება...“ - წერს სოლომონ ნერგაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 გაიცანით, იტალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, სოლომონ ნერგაძე
📌 „მერე მოვიდნენ გამყიდველი ქართველები და როგორი სულგაყიდული საქმე ჰქნეს იცით?!“ - სოლომონ ნერგაძე
📌 შვილების აცრასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, იტალიაში სულ უფრო მეტი ოჯახი ინგრევა
📌 საქართველოდან იტალიაში - „მე და ირმა ერთ პატარა ქალაქში გავიზარდეთ, მაგრამ ერთმანეთს არ ვიცნობდით“
1741965225
საზოგადოებაავარია ლანჩხუთში - დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი
ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 15 წლამდე მოზარდი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარ...
1741964127
მსოფლიომარკო რუბიო - აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისტორიული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, ახლა სამხრეთ კავკასიელი ხალხისთვის ახალი ერის დაწყების დროა
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დროა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუბიოს თქმით, ახლ...
1741963658
საზოგადოებარატი იონათამიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ამ შეხვედრების მთავარი მიზანი საერთო ინტერესები და ღირებულებებია
ეს შეხვედრა პირველ რიგში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, სადაც ამერიკის ელჩი ესტუმრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის პოზიციები გაუზ...
1741961525
საზოგადოებამაჭავარიანი ჩეხეთის რეზოლუციაზე: ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ
„ახალ არჩევნებს ითხოვენ, რატომ ვერ ხვდებიან, ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტ...
1741961295
საზოგადოებააშშ-ის საელჩო: დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები
საქართველოში აშშ-ის საელჩო ელჩ რობინ დანიგანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. „დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკ...