ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული, აკო ჭელიძე საკუთარ დანაშაულს აღიარებს.
საქალაქო სასამართლოში საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ორივე ბრალდებული - გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ესწრება.
"ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად",- განაცხადა ჭელიძემ.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გიორგი კავილაძეს, ის თავს წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში დამნაშავედ არ მიიჩნევს. მისი დანაშაული, მისივე თქმით, მხოლოდ ის არის, რომ "მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა".
კავილაძემ ასევე უნდობლობა გამოუცხადა გამოძიებას და აღნიშნა, რომ მხოლოდ სასამართლოს ენდობა.
"რაც შეეხება ბრალს, დავიწყებ იარაღის ჯგუფურად ტარებით, ჩემთვის გაუგებარია და წარმოუდგენელია, როგორ უნდა ატაროს ერთდროულად ორმა ადამიანმა ერთი იარაღი. მე არ ვაღიარებ ამ ბრალს, თუმცა, არ ვიტყვი რომ სრულიად უდანაშაულო ვარ და ანგელოზი ვარ, დამნაშავე ვარ, რომ არ წავედი პოლიციაში და მომხდართან დაკავშირებით არ განვაცხადე, მზად ვარ, ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავაკეთო. ადამიანი არის გარდაცვლილი, ამას მე მაბრალებენ, ზუსტად ამ ბრალდების გამო ვარ საპატიმროში. მზად ვარ, სასამართლოს მოვახსენო, რა მოხდა ჩემ თავს",- განაცხადა კავილაძემ.
შეგახსენებთ,22 წლის ნიკა კვარაცხელიას თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს. მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააკავეს. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება სასტიკი დანაშაულის ჩადენის დღიდან ეძებდა. გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ნიკა მელია პრეზიდენტს, სავარაუდოდ დღეს შეხვდება
🔵სამი კოვიდინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...