ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთობლივ შეხვედრას მართავენ

ოპოზიციური პარტიის ლიდერები ერთობლივ შეხვედრას მართავენ.

როგორც აღნიშნეს, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება პოლიტიკური დევნის საკითხი, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

მათი ინფორმაციით, დღეს იმსჯელებენ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივად გადასადგმელ ნაბიჯებზე.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე მთავარი თემა იქნება ასევე ხაზარაძე-ჯაფარაძე-წერეთლის საქმე.

შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

„დღეს ჩვენ ვიკრიბებით იმისთვის, რომ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, კოორდინაცია გვქონდეს ოპოზიციურ სპექტრს. ჩვენს პარტიას მიაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები, გვყავს პოლიტპატიმარი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც განხორციელებულია ძალიან მძიმე არაადამიანური მოპყრობის ფაქტები",- განაცხადა დეკანოიძემ.

დღის სხვა ამბები:

🔵 სალომე ზურაბიშვილი: შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყების ვალდებულება ავიღე

🔵 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა (ვიდეო)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740826776

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში

„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...

 ტულსი გაბარდი

1740825221

ახალი ამბები

„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1740823630

ახალი ამბები

„სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები“ - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ამის შესახებ მან საქართვ...

კახა კალაძე

1740822105

მსოფლიო

„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...

მელორ წიფურია

1740820052

ახალი ამბები

გურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ

გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...

გურიის რეგიონი