პრეზიდენტის წლიური ანგარიში არ არის ისეთი საჩქარო თემა, შაბათ დღეს კვორუმის პრობლემებიცაა - მამუკა მდინარაძე

პრეზიდენტის წლიური ანგარიში არ არის ისეთი საჩქარო თემა, შაბათ დღეს კვორუმის პრობლემებიცაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე განაცხადა.
პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების გამართვის თარიღის ირგვლივ მსჯელობენ.
.„პრეზიდენტის ინსტიტუტისა და პრეზიდენტის მიმართ პატივისცემას თავშივე დავაფიქსირებ. ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა კონსულტაცია. არსებობს რამდენიმე კონკრეტული არგუმენტი. მაგალითად ის, რომ გაწერილი წესი და არსებობს ჩანაწერი, რომ შეგვიძლია სხვა თარიღიც შევარჩიოთ. ვფიქრობ და ჩემი კოლეგებიც მეთანხმებიან, რომ აქტუალური თემა არის სხვა საკითხები. რა თქმა უნდა, ნამდვილად არ ვაპირებ დავაკნინო პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის როლი, მაგრამ მიმდინარე საკითხები გაცილებით აქტუალურია და ვფიქრობ, რომ ანგარიშის წარდგენის დროზე დასაჩქარებელი არაფერია, ნებისმიერ დროს შეგვიძლია. გთავაზობთ, რომ პირველივე სხდომის დღეს გავაკეთოთ, მოვისმინოთ ანგარიში, როგორც ეს კონსტიტუციითა და რეგლამენტითაა გათვალისწინებული. რაც შეეხება მიმდინარე საკითხებს, ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურ მზაობას გამოვთქვამთ დღესვე, რომ იყოს პრეზიდენტის მხრიდან მოწოდება პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრის, დღესვე შეგვიძლია გავმართოთ და ვისაუბროთ ამ თემაზე.
თუ პრეზიდენტს სურს ქვეყნის მოსახლეობას რაღაც საკითხი გააცნოს, ბუნებრივია, ეს ნებისმიერ სხვა ფორმატში - ბრიფინგისა თუ პრესკონფერენციისას შეუძლია. თუ პოლიტიკურ ჯგუფებთან ურთიერთობაზეა საუბარი, დღესვე შეგვიძლია მივიდეთ, დავსხდეთ, ვისაუბროთ. პრეზიდენტის წლიური ანგარიში არ არის ისეთი საჩქარო თემა. ამ შაბათ დღეს კვორუმის პრობლემებიცაა, კომიტეტების ხელმძღვანელები, დეპუტატები არიან მივლინებებში, მათ შორის საგარეო ურთიერთობის, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები. ამ მოცემულობაში ასე ნაჩქარევად, მოუმზადებლად ამ საკითხის გადაწყვეტა და ჩატარება არ მგონია სწორი. მორიგ პირველივე სხდომაზე მოვისმინოთ ანგარიში და გაცილებით აქტუალურ მიმდინარე საკითხებზე პრეზიდენტთან საუბარი დღესვე შეგვიძლია, არც ამის პრობლემა არ გვაქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პარლამენტს აცნობა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგეს 2022 წლის 5 მარტს.
ასევე საინტერესოა:
1740829321
ახალი ამბები„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე
ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...
1740826776
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში
„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...
1740825221
ახალი ამბები„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...
1740823630
ახალი ამბები„სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები“ - კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ამის შესახებ მან საქართვ...
1740822105
მსოფლიო„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...