„პრეზიდენტმა, წინ წამოსწია თავის როლი, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელმა და აშშ მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს“

ამერიკის შეერთებული შტატები სიამოვნებით დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას და მოაგვარებს ქვეყანაში არსებულ ღრმა დაყოფას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, პრეზიდენტმა, წინ წამოსწია თავის როლი, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელმა და აშშ მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს.

„ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალიან კარგად აღწერა სიტუაცია საქართველოში, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

მან მოუწოდა ინკლუზიური მართვისკენ, პოლარიზაციის შემცირებისკენ და ასევე დიალოგისკენ, რომელიც დაიწყებს გაჯანსაღების პროცესს. ამერიკის შეერთებული შტატები სიამოვნებით დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას და ქვეყანაში არსებული ღრმა დაყოფის მოგვარებას.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ პრეზიდენტმა, წინ წამოსწია თავის როლი, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელმა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთ ინიციატივებს.

ამასთან, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არჩეულმა ლიდერებმა პარლამენტში იმუშაონ იმისთვის, რომ შეამცირონ პოლარიზაცია და ხელი შეუწყონ ნამდვილად ინკლუზიურ მმართველობას“, - აღნიშნა ელჩმა.

წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით  10 დეკემბერს გაიმართა. 

ამავე თემაზე:

🔵 „მარგველაშვილს ვინმე რამეს ეკითხება? - ტრაგიკომიკურია მისი განცხადება“ - ირაკლი კობახიძე

🔵 "საჭიროა ყველანი მივუსხდეთ მრგვალ მაგიდას, გთავაზობთ, რომ პირველი ასეთი შეხვედრა გაიმართოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში" - მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ეხმაურება

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740840318

ახალი ამბები

„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...

დავით ბახტაძე

1740837855

ახალი ამბები

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...

შალვა პაპუაშვილი

1740836360

მსოფლიო

„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...

ზელენკსი

1740833952

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი

 „რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...

ლევან მაჭავარიანი

1740831287

მსოფლიო

რომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი

რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...

რომის პაპიი